საშიშები არიან თუ არა ფსიქიკურად აშლილები მკურნალობის შემდეგ…

2651

„რეგიონ ფეშენ ვიქის“ ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ეს საზოგადოებამ არ იცის დღემდე…

,,მე მქონდა ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ, წელიწადნახევარი, შესაბამის მკურნალობის კურს სგავდიოდი. დღს მე არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში“.

სოსო კავკავაშვილმა ეს სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, რაც პეკინის ქუჩაზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალმა ბავშვი დანით დაჭრა… ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრმა დაწერა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები უნდა გამოკეტო, რადგან ისინი საზოგადოებისთვის საშიშები არიან.

რას ემსახურება სოსო კავკავაშვილის ფეისბუქ-პოსტი არ ვიცით, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო… თუმცა, საზოგადოება მეტად ადექვატური უნდა იყოს ნებისმიერი მოვლენის მიმართ და არა ძალადობრივი.