რა მნიშვნელობა აქვს გოგა დარციმელიასთვის და სპეცსამსახურისთვის კარატეს…

3378

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ბიოგრაფიას, რომელსაც მოკლედ ჰყვება ჩემი რესპონდენტი, მეტად შთამბეჭდავია, რომლის უკან ერთი ჩვეულებრივი, ალბათ ქუჩა-საზოგადოებაშიც და სპორტულ წრეშიც კი ძნელად შესამჩნევი კაცი დგას. კაცი, რომელიც მხოლოდ შრომობს, მუდმივად სწავლობს და არაფერს ითხოვს ქვეყნისგან განსაკუთრებულს, თუმცა ის თავისი თავმდაბლობისა და ქვეყნის ერთგული მსახურებისთვის, ამ ეტაპზე დაფასდა…

გოგა დარციმელია: დავიბადე 1975 წლის 6 ოქტომბერს, მარტვილის რაიონში, მყავს მეუღლე და ერთიშვილი. ჩემიბოლო 26 წლის არასრული მონაპოვარი: დავამთავრე სოხუმის უნივერსიტეტი და საგარეო ურთიერთობათა უნივერსიტეტი. გავიარე უშიშროების აკადემიის სრული კურსი. ვარ იურისტი, სამართალმცოდნე. წარჩინებითგავიარე FBI-ის აკადემიისსრულიკურსი. გავლილი მაქვს საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების თეორიული და პრაქტიკული კურსი. ვარ სპეცსამსახურის პოლკოვნიკი, სამხედრო წოდებით. დაჯილდოვებულივარ მადლობის სიგელით პრემიერ-მინისტრის მიერ. ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობის დროს სამსახურის მაღალ დონეზე შესრულებისთვის დაჯილდოვებული ვარ სპეცილური სიგელით. ქვეყნის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის და 20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის ასევე გადმომეცა ჯილდო – პირველი ხარისხის ოქროს ორდენი. ვარკარატეში EKF საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, მეხუთე დანის მფლობელი. ასევე ვარ მსოფლიო ჩემპიონი კარატეში WKO-ის წესებით. ვარ ომის ვეტერანი, – მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქედებებში.

– ბატონო გოგა, რისი მიცემა შეუძლია კარატეს ადამიანისთვის?

-გარდაფიზიკურის სიჯანსაღისა და ხანგრძლივი ახალგაზრდობისა, კარატე ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს. კარატეს მიმდევარი სწავლობს და აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, უფრო თავდაჯერებული ხდება, რაც უდავოდ მის სულიერ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

– ხშირად კამათობენ: სპორტული კარატე სჯობს თუ კონტაქტური…

-ჩემთვის კარატე საბრძოლო ხელოვნება… ორივე მხარეს აქვს თავისი დადებითი მხარეები, – WKF-ის წესებით ბრძოლის დროს ხშირია კონტაქტი ანუ საკმაოდ მძიმე ფიზიკური დარტყმა ხდება. ამას, როგორც მსაჯი, ბევრჯერ შევსწრებივარ. ამის შესახებ ერთხელ კარატეს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, სენსეი ანტონიო ესპინოზამ განაცხადა, – რომ კარატე არის ოლიმპიური და კონტაქტური სპორტი, ამით ყველაფერი ნათქვამია.

– და მაინც, რა არის კარატე?

-კარატე არ არის მხოლოდ სპორტი. იგი გვეხმარება ვიყოთ უფრო მიზანსწრაფული. თაობა, რომელიც დღეს ამ სფეროში მოღვაწეობს, აქვს მიზანი და ბოლომდე იხარჯებიან ამ მიზნის მისაღწევად. კარატეს აქვს თავისი შიდა განაწესი, რაც პიროვნების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენას ახდენს. ეს გავლენა მხოლოდ დადებითია.

– ვინ არის გოგა დარციმელია და რა მისცა მას აღმოსავლურმა ორთაბრძოლებმა?

– ჩვეულებრივი, რიგითი ქართველი, ადამიანი, ამ ქვეყნის მოქალაქე. აღმოსავლურ ორთაბრძოლებს რაც შეეხება, მთავარი რაც მომცა, – არის მიზნის მისაღწევად ბრძოლისუნარი და ნებისყოფა. არასდროს ვნებდები გარემოებას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დროს, ასაკს, სიტუაციას და ა.შ. ვიბრძოლებ, შეიძლება წლების შემდეგ, მაგრამ მივაღწევ ჩემთვის სასურველ მიზანს. ამის არაერთი მაგალითი მაქვს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ და სპორტულ კრიერაშიც. ასე რომ, თუ მიზანი მაქვს, ბოლომდე ვბრძოლობ კარატეში შეძენილი ნებისყოფითა და უნარებით და მთავარი – დაცემას არასდროს ვითვლი, ნებისმიერ შემთხვევაში ვდგები და ვაგრძელებ გზას.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

– ჩემი მთავარი, მიღწევაა ის, რომ მყავს კარგი ოჯახიდა მეგობრები, სამსხური, რომელიც ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და საკმაოდ წარმატებულიც ვარ. 20 წელზე მეტი ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ. პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი WKO-ოს წესებით და ასევე პირველი ქართველი მსაჯი EKF-ოს კატეგორია, კატაში.

– როგორ ახსნით მოზარდებში ძალადობის მატებას?

– რთულია ამ თემაზე საუბარი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდების ფსიქიკაზე. ჩემი აზრით, ნაკლებად თავდაჯერებული პიროვნება უფრო მეტად აგრესიული ხდება, რომ თავი დაიმკვიდროს გარემოცვაში. რატომღაც ჩამოყალიბდა ტენდეცია და ძალიან პოპულარული გახდა, რომ ვჩაგრავ და, რა თქმა უნდა, (ბრჭყალებში) მაგარი ტიპი ვარ… არა და, უნდა ესმოდეთ, რომ მაგარი მაშინ ხარ, როცა შენ პრობლემის მოგვარება არაფიზიკური, არამედ შენი გონებრივი შესაძლებლობებით შეგიძლია. კარატეს ამ კუთხით აღზრდის დიდი რესურსი აქვს.

– ოჯახურ ძალადობას როგორღა ახსნით დღევანდელ საქართველოში?

– ზოგადად ვთვლი, რომ ნებისმიერი ძალადობა პიროვნების სისუსტეზე მიუთითებს. მითუმეტეს, როცა ეს მოზარდებს ან მანდილოსნებს ეხება. ძალადობა ჩემთვის ყოველთვის სუსტი და უსუსური არსების ქმედებაა. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ შემთხვევაში ძალადობას სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი.

– რას ვერ პატიობთ ადამიანებს?

– მიტევება, ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, ადამიანს უმადურობას და ღალატს ვერაფრით ვპატიობ.

– რა გიტაცებთ კარატეს გარდა?

– სპორტის გარდა, რაც ჰობზე უფრო დიდია, ჩემი პროფესიული საქმიანობაა.

– რთული სამსახური გაქვთ… კარატე რამდენად გეხმარებათ?

– ზემოთ აღვნიშნე და აუცილებლად გავიმეორებ, რომ არა სპორტი, შეუძლებელი იქნებოდა ამ სირთულის გადალახვა და წარმატება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

– ბატონო გოგა, იაპონელი ოსტატებიდან ვინაა თქვენთვის კარატეს ეტალონი და ოსტატობის უმაღლესი რანგის მქონე?

– იაპონელი ოსტატებიდან ჰიროკაზუ კანაზავას გამოვარჩევდი, ის კარატეს ლეგენდაა.

– ქართველებიდან ვის გამოარჩევთ ამგვარად?

– ქართველებიდან სენსეი ზურაბ ლეჟავა, ჩვენს ქვეყანაში კარატეს ერთ-ერთი დმფუძნებელი და ცოცხალი ლეგენდა გახლავთ ეს დიდი ადამიანი! ახლაც კი სიამოვნებით დავდიარ მასთან, უზარმზარ ცოდნა-გამოცდილებას ვიღებ მისგან. ახლახნს შეუსრულდა 80 წელი და ვისარგებლებ შემთხვევით და საჯაროდ, კიდევ ერთხელ მივულოცავ ლამაზ თარიღს! მიხარია, რომ ძალიან მხნედ არის!თითეული ვალდებული ვართ გავაუფრთხილდეთ მას და დავაფასოთ მისი დიდი ამაგი, რაც მან ქართულ კარატესთვის გასწია ნახევარი საუკუნე.

– თქვენი პირადი სენსეისგან (მწვრთნელის) რას გაიხსენებთ.

– რაც შეეხება სენსეის, ვთვლი, რომ ამ კუთხით ძალიან იღბლიანი აღვმოჩნდი. სენსეი გოჩა კეზევაძე, – ეს არის პიროვნება, რომელმაც გარდა ფიზიკურისა, ჩემს სულიერ სიძლიერეზეც დიდი გავლენა იქონია. ის ყოველთვის და ყველგან, არა მხოლოდ სენსეი, საუკეთესო მეგობარიც იყო და დღესაც ასე გრძელდება. ძალიან ბევრის გავიხსენება შემიძლია მასზე… უბრალოდ ამისთვის დრო არ გვეყოფა…

– კარატე: სპორტი თუ საბრძოლო ხელოვნება…

-სპორტი თუ ხელოვნება?! იცით, ვფიქრობ, რომ ორივე ერთად…

– ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ძალიან ცოტა ქართველი კარატისტი იბრძვის. რისი ბრალია ეს?

– ოლიმპიური საგზურისთვის ამ ეტაპზე ორი სპორტსმენი იბრძვის, გოგიტა არქანია და დავით ტყებუჩავა. გოგიტა თითქმის მიზნთანაა და ეს დიდი შრომის შედეგია. ორი იმიტომ, რომ კარატე ოლიმპიური სახეობა სულ ახლახანს გახდა და შესაბამისი მომზადება ჯერ ვერ შევძელით. როდესაც სპორტსმენს შედეგს სთხოვ, აუილებელია მას ყველანაირი პირობები ჰქონდეს შედეგამდე მისასვლელად. ჩვენ ნამდვილად გვყავს ბიჭები, რომლები ციმსახურებენ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. მათ სჭირდებათ პირობები ისეთივე, როგორიც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია და მჯერა, რომ ეს დღეც აუცილებლად დადგება და კარატეს დიდი ყურადღება დაეთმობა, ისეთი, როგორც ოლიმპიური სახეობის სპორტს შეეფერება.

– რას შეცვლით, თქვენ რომ ქართული კარატე გებაროთ?

– ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კარატეს სამყაროში რაიმეს შეცვლის საჭიროება არაა. არ ვიცი, არ მიფიქრია კარატე, რომ მე ბაროს, მე ვიყო მისი ხელმძღვანელი… მაგრამ, ალბათ, ჩემი ხედვები კარატეს ფედერაციის მუშაობაში ისევე, როგორც ყველა ადამიანს აუცილებლად მექნებოდა.

– და ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები…

– ბევრი გეგმა მაქვს… ვფიქრობ, რომ ჯერძალიან ცოტა გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის. გპირდებით, რომ მომავალში საინტერესო და სასარგებლო სიახლეებს შემოგთავაზებთ.