სულ ახლახანს თბილისმა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა გოჯუ-რიუ კარატეში. ჩემპიონატი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო – მონაწილეობდნენ: აჭარის, სამეგრელოს, გურიის, კახეთის, თბილისის გოჯუ-რიუს გუნდები. ასევე, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“, „კერძო სკოლა ინტელექტის“, „სკოლა ერუდიტის“, კლუბები. ჯამში 150 სპორტსმენი ასპარეზობდა.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემპიონატი იყო 2019 წლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება იყო, რომელმაც მომავალი წელი უნდა განსაზღვროს, მათ შორის ნაკრების შემადგენლობა და ფედერაციის სტრატეგია. 2020 წელს იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები, რა თქმა უნდა, სპორტულ ღონისძიებებთან ერთად“, – განაცხადა საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან როგავამ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარატეში, ისევე სხვა ნებისმიერ სპორტსა და სფეროში, დისციპლნას და ტრადიციის დაცვას აქვს გადამწყვეტი როლი, რაც გოჯუ რიუს ჩემპიონატებზე ყოველლთვის ნათლად ჩანს. კარატეს ამ სკოლაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული, მონაწილეთა და დამსწრეთა მოწესრიგებული, სისტემურად გამართული ღონისძიება, – ლევან როგავას და მისი გუნდის პროფესიონალიზმის მეშვეობით კიდევ ერთხელ ჩატარდა.
მომავალი წლის წარმატებული შედეგები რომ ექნება გოჯუ რიუს ეროვნულ ნაკრებს, ეს ამ ჩემპიონატის მაღალმა დონემაც გვაჩვენა.