შეხვედრა უნიეს ქართულ დიასპორასთან

1996

2020 წლის 12 თებერვალს, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, გენერალურ საკონსულოში ორდუს გუბერნიის, დაბა უნიეში 2014 წელს დაარსებული „უნიეს აჭარის ქართველთა მეგობრობისა და კულტურის ასოციაციის“ (Ünye Acara Gürcü Dostluk Kültür Derneği) თავმჯდომარეს, ბატონ მეჰმეთ ალი გურსოის და უნიეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის კულტურის სფეროში არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, სამომავლო გეგმები, ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები და ქართველი დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე, ასოციაციის ფუნქციონირების ფარგლებში, ქართული ენისა და ქართული ფოლკლორის შემსწავლელი კურსების გახსნის შესაძლებლობები.
ასოციაციის თავმჯდომარემ, მეჰმეთ ალი გურსოიმ და მმართველი საბჭოს წევრებმა, გელა ჯაფარიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და მას საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.