შაბან მამედოვი: დავრჩეთ სახლში! დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, მოხუცების, საყვარელი ადამიანების სიცოცხლე

1889

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, „ივერია – ბრილიანტმა“ შშმ პირები პირველმა ჩართა თავისი მონაწილეები და ლაურეატები ჩართა კამპანიაში, – დარჩი სახლში! გარდა მონაწილეებისა, „ივერია – ბრილიანტმა“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და საზოგადო მოღვაწეებიც ჩართა აქციაში – დარჩი სახლში!

დარჩი სახლში – კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, რადგან მისთვისაც ძვირფასია სიცოცხლე და საქართველო. ამჯერად მომღერალი, შაბან მამედოვი უერთდება დარჩი სახლში!

დღევანდელი სიტუაცია იმის დასტურია, რომ სახლი, უმეტეს შემთხვევაში და მით უფრო ახლა, საიმედო თავშესაფარია ჩვენთვის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის. მე, შაბან მამედოვი,  მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, მოხუცების, საყვარელი ადამიანების სიცოცხლე და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ასე, ერთობით გაბრწყინება კვლავინდებურად“, – ეხმიანება კამპანიას დარჩი სახლში – „ივერია – ბრილიანტის“ და სხვა არაერთი ფესტივალის ლაურეატი და გრანპრის მფლობელი, შაბან მამედოვი.