მიმოზა ჩარგაზია – პრემია ივერია

1951

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

მიმოზა ჩარგაზია – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის მონაწილე

ქართველს უჭირდა და…
მღეროდა,
ქართველს უჭირდა და…
თხზავდა,
ქართველს უჭირდა და…
შველოდა
ქართველს უჭირდა და…
რგავდა…
ქართველი სამშობლოს
ეტრფოდა…
ქართველი სამშობლოს
ჰყავდა…
ქართველი სამშობლოს
ვერ თმობდა…
ქართველი სამშობლოს
ჰგავდა…

+ + +

შენ, დღეს, სულ სხვა ხარ,
სიხასხასე
წარგტაცა ჟამმა,
გამოხუნებულ ფოთოლივით,
დაკარგე ფერი,
მზის ერთი სხივი
აციაგა
შენს მხარზე, ნამმა,
შეათამაშე,
ხვალის რწმენით,
რატომღაც, ცერი…
შენ, დღეს, სულ სხვა ხარ,
ნაადრევად
გაზრდილი, დიდი,
ხეს მოწყვეტილი,
ჯერ ისედაც
ნორჩი და სათნო,
შენ ხარ, ფირუზი
საოცრების,
მაცნე და გიდი,
შენ ხარ, ვინც გოჯი
ერთი, მიწის,
სიმშვიდით ათბო!..
შენ, დღეს, სულ სხვა ხარ,
ასჯერ სწონი,
გასაჭრელს, ერთხელ,
უფრორე ფიქრობ,
ამბობ მხოლოდ,
ორიოდ სიტყვას,
ერთადერთს ნატრობ,
სამყაროში
გულიანს მზერდე,
და ხანჯალივით,
ბასრგვერდება,
სიტყვა არ ითქვას!..
შენ, დღეს, სულ სხვა ხარ!
შეცდომები
კლებულობს შენში,
არადა, გინდა
იხმაუროს,
იყვიროს წამმა,
შემოდგომაზე
გაზაფხულის
ინატრო თქეში,
და უკვდავებად
შემოიცვას
სიგიჟე, ჟამმა…
შენ, დღეს სულ სხვა ხარ!

+ + +

მზე, როცა ჰორიზონტს დავარცხნის,
ცის თაღი იალებს, ალისფრად,
ფიქრი ფიქრს ოცნებას არ აცლის,
და, მაინც… ვოცნებობ ,,ხანდისხან!”
ვოცნებობ: მზე მუდამ ნათობდეს,
ვოცნებობ: სულ იყოს ლურჯი ცა,
ვიღაცა ვიღაცას არ თმობდეს,
სხვა სხვისთვის ხიდ იყოს, ბურჯიცა!..
სხვის ტკივილს თავისად სახავდეს,
მზის სხივებს ჩუქნიდეს სხვის თვალებს,
ჭრელ-ფერად კონტურებს ხაზავდეს,
სხვის სულში, სხივიანს, მზით სავსეს…
მზე, როცა ჰორიზონტს დავარცხნის,
სულ-გულში სიამე ალდება,
ოცნება ფიქრს ფიქრს რომ არ აცლის,
ამითი, არც არა შავდება…
ვოცნებობ: სულ გვქონდეს მზიანი,
დღეები, ვარდისფერ-ფერადი,
სხვას, სხვისთვის, ნუ მოაქვს ზიანი,
ოცნება, არ იყოს, მსხვრევადი!
მზე, როცა ჰორიზონტს დავარცხნის,
ცის თაღი, იალებს, ალისფრად,
მზის სხივი, ტკივილებს ამაცლის,
არც არა არ ფერობს, ნაცრისფრად!

+ + +

მოდის ფეხაკრეფით, ზამთარი,
ძარღვი ეყინება დღეს,
ჭრელი და ფერადი ამქარი,
ფოთლისა, მიწაზე, თვლემს…
მოდის სიცივე და დღის სუსხმა,
სხივები წარსტაცა მზეს,
ანათებს, ვერ გვათბობს, იყუჩა,
გრძნობამ და გაზაფხულს მზერს…
მზერს შორით, ჩამოდის კვირტებად
სითეთრე ზღაპრული, ცის,
და თვალებს, წვეთებად, სდინდება,
კვლავ ხილვა იმ მწველი, მზის…

+ + +

როცა მეფე ხარ მისი
და დედოფალად აქცევ,
მზერას შორდება ნისლი,
ბედნიერებას აცმევ!
როცა გმირი ხარ მისი,
სამყაროს გულით ათბობ,
ყური, ტკბილხმოვნად ისმენს
ბგერებს და ხარობს, ატყობ!
როცა, მრავალჯერ, სევდას
მი-და-მო-ფანტავ მყისვე,
ატკბობს სამყაროს ხედვა
და სულს სიამეს ისევს!
როცა ყოველი სიტყვა
არ ფერმკრთალდება, ათბობს,
უნდა ყოველი უთხრა,
უნდა თქვა – ყოველს დათმობ!
დათმობ და შენს თბილ თვალებს,
შეეხიზნება მწირი,
მაგრამ… იხსენებ ვალებს
სამყაროსას და… სტირი!..
წამსვე ხუნდება ფიქრი,
წამსვე დუნდება აზრი,
დღე ნისლისფერად მიგდის,
მხარზე ტკივილი გაზის!..
ბედნიერება – შორი,
დარდი, ტკივილი – ახლო,
შენ – უსულგულო მძორი,
ხარ და… თითქოს არც სახლობ!
თითქოს იმისთვის მოხველ,
ცრემლმა გირეცხოს უპე,
სითბო ვეღარცსად ჰპოვე,
მაღლა, მზეს ვერც კი უმზერ!
და მაინც… თვრები ხვალით,
მზერას არიდებ აწმყოს,
გამოიგონებ! – ამით
სულს იმშვიდებ და… ხარობ!
რა ადვილია ფრენა,
ოცნებას ვერც ვინ გიშლის
და ამ სამყაროს ღრენა
არის გამქრალი შიში!
თანაზიარი სულის
ფიქრში იპოვე, მხოლოდ,
შენ მას ჰო, მეფედ უზი,
ის, შენთვის ცეკვავს, სოლოს!
ბედნიერი ხარ, რადგან,
შენ გაქვს ოცნების ფრთები,
ოცნებას ლექსად რანდავ,
გამოგონილით თვრები!
შენ ცას უსწორებ მზერას,
მზერას არიდებ მიწას,
შენს დღეს ნათელი კერავს,
ბედნიერებას იცვამ!