ნუგზარ ჭიაბერაშვილს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციაც უჭერს მხარს

1923

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ნუგზარ ჭიაბერაშვილი საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მაჟორიტარად იყრის კენჭს, რომელიც ამავდროულად სიაშიც არის – მერვე ნომრად.

როგორც ვიცით ნუგზარ ჭიაბერაშვილი 21 წელზე მეტია, რაც საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის უფროსია და კარგი ავტორიტეტით სარგებლობს ამ სფეროში, რადგან კარატეს პოპულარიაციაში და განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ასევე, პარლამენტის წევრობის კანდიდატი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, თავად იყო აქტიური და წარმატებული სპორტსმენი – კარატეში (შავი ქამარი, პირველი დანი), 18 წლის მანძილზე და კარგად ესმის ამ უმნიშვნელოვანესი დისციპლინის, საბრძოლო ხელოვნების მნიშვნელობა საქართველოს ჯანსაღი მომავლის აღზრდაში.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილიაც მოუწოდებს ამ სფეროს ყველა წარმომადგენელს, – „მხარი დაუჭირეთ ნუგზარ ჭიაბერაშვილს, რადგან მისი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ის ქართულ კარატეს და საერთოდ სპორტს, ასევე ჩვენს ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს, – აცხადებს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია“.

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ჭიაბერაშვილი ასევე წლებია მუშაობს შშმ პირების რესოციალიზაციაზე და მათ დასაქმებაზე. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი შშმ პირების კულტურა-ხელოვნებაში ჩართულობაა, მათთვის ამ სფეროში კარიერის შექმნაზე. შეგახსენებთ, რომ მან საქართველოში პირველმა არაერთი საერთაშორისო პროექტი-ფესტივალი და კონკურსი განახორციელა. ხოლო 2021 წლიდან შშმ პირთათვის მაღალი კლასის სასტუმრო კოპმლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება მისაღები. კომპლექსი იქნება სასტუმროს ტიპის, სადაც ნებისმიერი შეზღუდვის მქონე ადამინისთვის – შშმ პირთათვის, საინტერესო და სასარგებლო სივრცე იქნება. კომპლექსის ერთ-ერთი უმთავრესი დატვირთვა იქნება საერთაშორისო კონფერენციები, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა. კომპლექსი აშენდება საგარეჯოში – გიორგიწმინდაში, სადაც, რა თქმა უნდა ათეულობით ადამიანი დასაქმდება და რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.