ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი
წერს პოეზიას, ემსახურება მეცნიერებას და ახალგაზდრობას აძლევს ცოდნას. უყვარს ხელოვნება და ცდილობს იცხოვროს ისე, რომ ყველას არგუნოს სიყვარული… ეს ის ადამიანია, რომელიც ცდილობს იყოს სამაგალითო! ჩემი რესპონდენტი თურქეთიდანაა, თურქი მეცნიერი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და კარგი ოჯახის შვილი, რომელიც 2020 წელს „წმინდა ილია მართლის (ჭავჭქავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატი გახდა ნომინაციაში – „თურქული პოეზიის აღმოჩენა საქართველოში“.
მაშ ასე, მეჰმეთ ეზჰან დოღრუსოზია ჩემი რესპონდენტი, წაიკითხეთ და ისიამოვნეთ – საინტერესო მოსაუბრეა…
– ბატონო მეჰმეთ შეგიძლიათ თავი გააცნოთ თურქ და ქართველ ხალხს, მოკლედ, ვინ არის მეჰმეთ ეზჰან დოღრუსოზი?
– პირველ რიგში! მოგესალმებით, ჯანმრთელობას და ლამაზ დღეებს გისურვებთ. საქმიანობაში ოსტატობას და წარმატებას გისურვებთ. დავიბადე სტამბოლში, 1964 წელს. დაწყებითი და საშუალო განათლების შემდეგ დავამთავრე უნივერსიტეტი, სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დოქტორანტურა გავიარე მარმარის უნივერსიტეტში. ახლაც ვასწავლი მარმარას უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით.
– საინტერესო გვარი გაქვთ, სასიამოვნოდ ჟღერს, შეგიძლიათ ცოტათი ისაუბროთ თქვენი გვარის ისტორიაზე.
– გმადლობთ, მაგრამ ოჯახისგან არ მსმენია რაიმე ისეთი განსაკუთრებული ამბავი იმის შესახებ თუ საიდან მოდის გვარი Doğrusğz. უკაცრავად, ამის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით…
– როდის გადაწყვიტეთ პოეზიის შექმნა?
– სინამდვილეში, მე რომანების კითხვა უფრო მიყვარს, ვიდრე პოეზია. ჩემს სახლში არც ხუმრობის წიგნი მაქვს… მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მქონდა თუ როგორ შემეხო ჩემი გრძნობები ქაღალდზე პოეზიით… და ეს დროც დადგა, როდესაც თქვენი პრემია „ივერიის“ (კონკურსის) შესახებ გავიგე…
-და მაინც, რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია?
– პოეზია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არის გრძნობების ქაღალდზე გადატანა… მაგრამ მის მიღმა, ის ზოგჯერ რომანტიკის ანუ ზოგადად ბედნიერების, ზოგჯერ ცხოვრებისეული რეალობებისა და ზოგჯერ მწუხარების გამოხატულებაა. მოკლედ, პოეზია თვით სიცოცხლეა.
– თქვენ 2020 წელს ნომინირებული იყავით „საქართველოში თურქული პოეზიის აღმოჩენაზე“. რას ნიშნავს თქვენთვის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატობა?
– უპირველეს ყოვლისა, მადლობა, რომ ამ ჯილდოს ღირსი გამხადეთ! ეს ჯილდო ჩემთვის სიხარულია, შესაძლოა, პოეზიაში გამბედაობის მედალიც კი გახდეს, რომელიც მომავალში ახალი ლექსების წერისკენ მიბიძგებს.
– ვინ არის თქვენთვის დიდი პოეტი?
– იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული პოეტი დავასახელო საზომად, მომწონს ეროვნული და პოეტების ლექსები, რომლებსაც გულწრფელი და შთამბეჭდავი ლექსები აქვთ მკითხველისთვის.
– როგორი უნდა იყოს მწერალი, პოეტი?
– გულახდილი და ასევე იმ საგნების, მოვლენების მიმართ (თვალსაზრისით), რომელსაც მათი შემოქმედება მოიცავს. მე მჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია გრძნობების გულწრფელად და ლამაზად გამოხატვა, ადამიანი, რომელსაც შეუძლია სიმართლე და სილამაზე გამოავლინოს თავის ლექსებში – შემოქმედებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – ის სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს.
– თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა კაცობრიობა პოეზიის გარეშე?
– პოეზია თვით სიცოცხლეა, როგორც ზემოთ აღვნიშნე… ეს გრძნობებისა და აზრების მოკლე და სწრაფი გამოხატვაა. რომ არა პოეზია, სიცოცხლე, ვფიქრობ, რომ რომანტიკულობის ან რეალობის გამოხატვაში ერთი ასპექტით ნაკლები ანუ არასრული იქნება.
– როგორ ქმნით ლექსს, რა არის თქვენთვის ინსპირაცია, მუზა?
– პოეზიაში ვხედავ ემოციას, რომელიც გავლენას ახდენს თქვენზე, როგორც რაღაც შთამაგონებელზე, იმ მომენტში მომხდარი მოვლენის, დაკვირვების ან მეხსიერების გამო, რომელიც შეიძლება მოგწყენინდეს გახსენებისას.
– რა არის სიყვარული?
– სიყვარული, რა თქმა უნდა, უხილავი ემოციაა, რომლის მხოლოდ შეგრძნბა შეიძლება. სინამდვილეში, ის, რაც სიყვარულს თვალსაჩინოდ აქცევს, არის ტოლერანტობა და ხალხის ურთიერთპატივისცემა. ამის გარეშე, სიყვარულის ცნება არაფერს ნიშნავს.
– თქვენი ჰობი?
– წიგნები – ისტორია და მხატვრული ლიტერატურა. ასევე მიყვარს კინო და თეატრი, თუმცა ძალიან ხშირად ვერ მივდივარ.
– რომელ ქვეყნებში იმყოფებოდით?
– ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ ვიყავი საბერძნეთში.
– გსურდათ საქართველოს ნახვა პრემია „ივერიის“ შემდეგ? გეპატიჟებით 2021 წლის 3 მარტს, პრემია „ივერიის“ ტრადიციულ დაჯილდოების დღეს…
– დიდი მადლობა მოწვევისთვის. მსურს ჩამოსვლა თქვენი მშვენიერი ხალხის ქვეყანაში შავი ზღვის სანაპიროზე, რომელთა ბუნებრივი და ისტორიული სილამაზე მინახავს წიგნებიდან და ფოტოებიდან, ტელევიზიით…
– და ბოლოს, რას ეტყოდით თურქ და ქართველ ხალხს?
– ყოველთვის, რისი თქმაც მსურს, ეს არის – იყოს მეგობრობა და მშვიდობა თურქეთსა და საქართველოს შორის და, რა თქმა უნდა, იყოს ნება, მეგობრობა და მშვიდობა მთელ მსოფლიოში.
პ.ს. ეს შესანიშნავი პოეტი და მეცნიერი, დიდებული მოაზროვნე რომ გავიცანი – მადლობა ქალბატონ მერი დიასამიძეს, იმისთვის, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს და დიდებული საზოგადო მოღვაწეა – ქართულ-თურქულ კულტურულ და სოციალურ საქმეებს უძღვება თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად. და არა მარტო ამ ორ ქვეყანას შორის!
– Mehmet Ezhan Doğrusöz kimdir?
– Öncelikle merhaba, saglıklı ve güzel günler dilerim. Çalışmalarınızda kolaylıklar dilerim. 1964 yılında İstanbul’da doğmusum. İlkokul ve orta öğrenimimden sonra, Üniversiteyi İstanbul Üniversitesi Hukuk Fakültesinde tamamladım. Marmara Üniversitesinde doktora yaptım. Halen Marmara Üniversitesinde maliye alanında öğretim üyeliği yapmaktayım.
– İlginç bir soyadınız var, kulağa hoş geliyor, soyadınızın tarihi ile ilgili biraz bahseder misiniz.
– Teşekkur ederim, ama Doğrusöz soyadının nereden geldiği hakkında aileden bana gelen bir hikaye duymadım. Üzgünüm, bu konuda bilmeden bir sey söyleyemeyeceğim.
– Şiir yazmaya ne zaman karar verdiniz?
– Aslında şiirden çok roman okumayı seviyorum. Evimde de coksiir kitabım yok. Ama bazen duygularımı kağıda şiir gibi dokmek içimden gelirdi. Şiir yarışmalarınızı duyduğumda bunu gerçekleştirmek istedim.
– Sizin için şiir ne demektir?
– Şiir yukarıda da ifade ettiğim gibi, duyguların kağıda dökülmesidir. Ama daha da ötesinde kimi zaman romantizmin yani genelde mutluluğun, kimi zaman yaşamın gerçekliklerinin yani bazen de üzüntülerin ifadesidir. Kısaca şiir, yaşamın ta kendisidir.
– Siz büyük öncü İliaÇavçavadze’nin Gazete “İVERİA” Düz Yazı-Şiir Uluslararası Ödülü “İVERİA” nın 2020 yılı Adaylığında Türkçe şiirin Gürcistan’da Keşfine adaydınız. Bu ödül süze ne ifade ediyor?
– Öncelikle, bu ödüle beni layık gördüğünüz için teşekkür ederim. Bu ödül benim için mutluluktur, belki de, ileride beni yeni şiirler yazmaya yöneltecek bir cesaret madalyasıdır.
– Size göre şiirlerde ölçü nedir?
– Ölçü olarak belli bir şair belirtmekten ziyade, okuyucu için, içten ve etkileyici şiirleri olan ulusal ve uluslar arası şairlerin şiirlerini beğenmekteyim.
– Yazar ve şair nasıl olmalıdır?
– Dürüst ve ayrıca işlediği konular itibariyle; duygularını içten ve güzel ifade edebilen, şiirlerinde, yeni yetişen gençlik için doğruyu ve güzeli de gösterebilen bir başka deyişle örnek bir insan da olabilen bir kişi olası gerektiğine inanıyorum.
– Size göre şiir olmasaydı insanlık nasıl olurdu?
– Şiir yukarıda da ifade ettiğim gibi yaşamın kendisidir, duyguların düşüncelerin daha kısa ve hızlı olarak ifade edilebilmesidir. Eğer şiir olmasaydı, yaşam; romantizm veya gerçekliğin ifadesinde bir yönü itibariyle eksik kalırdı diye düşünüyorum.
– Şiiri nasıl oluşturuyorsunuz, size göre ilham verici nedir?
– Yaşamın içinde, o an için meydana gelen bir olay, bir gözleminiz ya da hatırladığınız zaman sizi hüzünlendirebilecek bir hatıra dolayısıyla, sizi etkileyen bir duyguyu, şiirde, ilham verici bir sey olarak görmekteyim.
– Sevgi nedir, kötülük ne demektir?
– Sevgi tabi ki varlığı görülmeyen ama hissedilebilen bir duygudur. Aslında, bana göre sevgiyi görünür kılan da hoşgörü ve insanların birbirine karşılıklı saygısıdır. Bunlar olmadıkça sevgi kavramı bir sey ifade etmez.
– Hobiniz?
– Hobi mahiyetinde tarih ve edebiyatla ilgili kitapları seviyorum. Sinema ve cok gitmesem de tiyatroyu da seviyorum.
– Hangi ülkeleri ziyaret ettiniz?
– Simdiye kadar, sadece bir kez Yunanistan’a gittim.
– “İVERİA” ödülünden sonra Gürcistan’ı görmeyi arzu ettiniz mi? 3 Mart 2021 tarihinde sizleri davet ediyoruz…
– Davetiniz için çok tesekkur ederim. Karadeniz kıyısında yer alan, doğal ve tarihi güzelliklere sahip olduğunu kitaplardan ve fotoğraflardan gördüğüm, siz güzel insanların ülkesine tabi ki kısmet olursa gelmek isterim.
– Ve son olarak, Türküye Gürcistan hakkında ne söylemek istersiniz?
– Söylemek istediğim; Türkiye ve Gürcistan arasında hep dostluk ve barış olsun. Aslında, tüm dünyada dostluk ve barış olsun.
– Tekrar teşekkür ediyorum. Sağlık ve mutluluk diliyorum. Saygılarımla. Mehmet Ezhan Doğrusöz!
P.S. Bu harika şair ve bilim insanıyla tanıştım, büyük bir düşünür – İstanbul’da yaşayan ve büyük bir halk figürü olan Bayan Mary Diasamidze sayesinde – meslektaşları ve arkadaşlarıyla Gürcü-Türk kültürel ve sosyal ilişkilerini yönetiyor. Ve sadece bu iki ülke arasında değil!