გურამ ბერიკაშვილი გურჯაანის ნაყინის 50 წლის იუბილეზე და „კონკურენტების“ შესახებ…

1809

ტრადიციის შექმნას ყველა სფეროში, თუნდაც წარმოებაში, – თავდადება, პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული სჭირდება! რთულია გახდე ისტორიის ნაწილი და ისმოდეს შენი სახელი, შენი საქმე მარადიულად აქციო…
გურჯაანის ნაყინმა ეს ურთულესი გზა 50 წლიანი დაუღალავი შრომით, ნიჭით, პროფესიონალიზმით გაიარა და შეძლო – გახდა ისტორია და მისაბაძი მაგალითი!
ყველამ ვიცით, რომ განსაკუთრებით რთულია იყო ბაზარზე და მომხმარებლის ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებდე, ესეც შეძლო გურჯაანის ნაყინმა! არანაკლებ მარტივია საწარმოს შექმნა, მისი თანამედროვე განვითარება, სიახლეების დანერგვა – ესეც მოახერხა გურჯაანის ნაყინმა…
ამ უგემრიელესი ნაყინის შემქნელმა კომპანიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაითვალისწინა მომხმარებლის თხოვნა და პირველად საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნებართვით, დაიწყო დიაბეტური ნაყინის წარმოება. ეს არის უგემრიელესი ნაყინი შაქრის გარეშე, ვანილის არომატით. შეგიძლიათ მოიკითხოთ უბნის მარკეტებსა და „გუდვილის“ სუპერმარკეტების ქსელში.
გურჯაანის ნაყინი და მისი გენერალური დირექტორი გურამ ბერიკაშვილი შრომის უსაფრთხოების მიმართულებითაც ერთ-ერთი ლიდერია. „უკვე 2 თვეა, რაც „Gეოსაფეტყ”-თან ვთანამშრომლობთ. პირველ რიგში, აღსანიშნავია ტრენინგები, რომლებიც რეგულარულად ტარდება და გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს. გარდა ამისა, შევძელით ისეთი სფეროების მოწესრიგება და უმაღლეს დონეზე აყვანა, როგორიც სახანძრო საკითხები და ელექტროენერგიის ხაზების მოწესრიგებაა. ვიღებთ მითითებებს ბევრი მიმართულებით და უკვე სამომავლოდაც ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. შესაბამისად, „გურჯაანის ნაყინი” არის იმ კომპანიათა შორის, რომელთაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომსახურებას მაღალ დონეზე ვუწევთ, – ამბობს გურამ ბერიკაშვილი“.

არც გამყალბებლები აკლია გურჯაანის ნაყინის ბრენდს „კონკურენტების“ სახით, რის გამოც კომპანია მომხმარებელს მიმართავს: მომხმარებელთა საყურადღებოდ! კომპანიას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს „გურჯაანის ნაყინთან“, ბაზარზე გაურკვეველი გზით შემოაქვს ნაყინი ჩვენი ბრენდის სახელით… ძვირფასო მომხმარებლებო, გურჯაანის ნაყინის ფალსიფიცირებულისგან იდენტიფიცირებისთვის, გთხოვთ, დააკვირდეთ შეფუთვას ჩვენი ბრენდის მიერ ნაწარმოებ პროდუქციას, – შეფუთვის ზედა მხარეს დატანილი აქვს სურათზე მოცემული ლოგო თეთრ-ლურჯ ფერებში! ნათქვამია „გურჯაანის ნაყინის“ განხადებაში.

გურჯანის ნაყინის 50-წლიანი ისტორია
„გზა ე.წ. „სტაკანჩიკი მაროჟნიდან“, – ნაყინ „ყარაჩოღელამდე“, ნახევარი საუკუნე გავიდა. მას შემდეგ, რაც გურჯაანის ნაყინი პირველად ჩამოისხა ჭიქებში და ისე შეაყვარა თავი მომხმარებელს, რომ თქვენამდე მოვედით 50 წელი გავიდა. მიხარია, რომ ამ უსასრულო ისტორიის ნაწილი ვარ“, – სიამაყით ამბობს გურამ ბერიკაშვილი.
„აისი-გურჯაანის ნაყინის“ განვლილ პერიოდსა და მომავალ გეგმებზე საუბრობს ემოციურად საუბრობს და გურამ ბერიკაშვილი იხსენებს ისტორიის დასაწყისს, ამაყად აღნიშნავს, ნახევარი საუკუნის განმავლობაში არაერთი გამოწვევის მიუხევადად, რომ კომპანია ბაზარზე მაინც კონკურენტუნარიანია და მეტიც, დღეს უკვე 30 დასახელების სხვადასხვა ნაყინს მალე, კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქცია შეემატება. თუმცა სანამ კომპანია აქამდე მოვიდოდა, ისტორია გურჯაანის რაიონში, ასე დაიწყო: გურამ ბერიკაშვილი: უკვე 32-ე წელია, რაც კომპანიაში ვმუშაობ. სულ თავიდან, ჯერ კიდევ ძალიან პატარა, მაშინდელი საბჭოთა რაიკავშირის ორგანიზაციის შემადგენლობაში მყოფი საწარმოს ნაყინი ცელოფნის გარეშე, პირდაპირ ჭიქებში ისხმებოდა. შემდომ მას დაემატა ბრიკეტის ნაყინიც, რომელიც სპეციალურ ყალიბებში იყინებოდა და ხელით იფუთებოდა ქაღალდში. მერე, შოკოლადის ნაყინიც შეემატა. მაშინ, სამაცივრო მეურნეობები ასე ფართოდ არ იყო განვითარებული, ამიტომ სპეციალურ აუზში ხდებოდა პროდუქტის დამზადება… ამასობაში ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციისგანაც გათავისუფლდა, თანამედროვე ტექნოლოგიებიც სულ უფრო ხელმისაწვდომი გახდა და „გურჯაანის ნაყინიც“ ახალ დანადგარებში ჩამოისხა. უფრო დაიხვეწა, უკეთესად შეიფუთა, სახეობებიც დაემატა და მომხმარებელთა რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. თანამედროვე დანადგარები საშუალებას გვაძლევს პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, უფრო მეტი რაოდენობა გამოვუშვათ და მუდმივად გვქონდეს კონკურენციის საშუალება. ადრე ბაზარზე ნაყინის დიდი არჩევანი არ იყო, ახლა კი გამორჩეული რომ იყო, ხელი თანამედროვეობაზე უნდა გეჭიროს. ჩვენც ასე, გურჯაანიდან ვცდილობთ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს არ ჩამოვრჩეთ“, – გვითხრა ნახევარსაუკუნივანი კომპანიის დერექტორმა.


ბატონი გურამი იმ დაბრკოლებებსაც იხსენებს, რაც 50 წლის განმავლობაში კომპანიას თან სდევდა. ყველზე რთულ პერიოდად მაინც ე.წ. მხედრიონელების ეპოქა ახსენდება… „ალბათ ძალიან ცოტაა ამხელა ისტორიის მქონე ნაყინი საქართველოში. დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია იმ პრობლემების გახსენება, რაც შეგვხედრია, მაგრამ ყველაზე მძიმე ალბათ მხედრიონელების პერიოდი იყო, საშინელება… მაშინ, ერთი წელი საწარმო დაიხურა კიდეც… სირთულეები დღესაც გვაქვს საბანკო კრედიტების სახით, მაგრამ ამდენწლიანმა გამოცდილებამ, მენეჯმენტის სწორად დაგეგმარება გვასწავლა. ყველას ვურჩევ, საკუთარი ბიზნესი მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებითა და ბაზრის შესწავლით დაიწყოს“.
დღეს საწარმოში 130-მდე ადამიანია დასაქმებული. პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დატვირთული პერიოდი ცივი ნაყინისთვის ცხელი ზაფხულია. სეზონზე კომპანია 10-12 მლნ. ლარის ბრუნვას აწარმოებს, მუდმივად მოგებაზეა ორიენტირებული და 50 წლის შემდეგაც ძალიან კმაყოფილია მომხმარებელი.


გურამ ბერიკაშვილი სიამაყით ამბობს: ე.წ. „სტაკანჩიკი მაროჟნი“ (როგორც არის გავრცელებული), ანუ ჭიქის ნაყინი, დღესაც ყველაზე პოპულარულია ბაზარზე. ის ყველა სეგმენტისთვის თანაბრად გემრიელია. ზოგადად, დღემდე რომ არ ვკარგავთ აქტუალურობას, ეს უდიდეს სტიმულს გვაძლევს. მეტიც, ჩვენს მომხმარებელს მალე, სიახლეებს შევთავაზებთ. ვუშვებთ ახალ ნაყინებს – „ნაძვის ხე“, „ვარსკვლავა“, „ტორტინო“, „ყარაჩოღელი“… ეს არის შესაბამისი დასახელების ფორმის ახალი პროდუქტი, რომლებიც ძალიან დახვეწილი გემოვნური თვისებებითაა გაჯერებული. რაც შეეხება „ყარაჩოღელს“, სრულიად ინოვაციურია, რადგან მის შემადგენლობაში იქნება ღვინო. ჭიქაში მოთავსებული საფერავის ღვინით გაჯერებული ნაყინი ბაზარზე სრული სიახლე იქნება“.
ასე რომ, ლეგენდარული „სტაკანჩიკი“ მუდმივად ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რომელმაც თავისი მხრიდან მრავალი ახალი პროდუქტი გააჩინა და ეს სიახლეები ხალხმა ისევე შეიყვარა, როგორც 50 წლიანი გურჯაანის ნაყინი…