ქართველი ხელოვანები უკრაინის მხარდასაჭერად იკრიბებიან!

1399

უკრაინელი ხლხისა და მშვიდობის მხარდასაჭერად საქართველოს ხელოვანები იკრიბებიან თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან! შეკრების მიზანია, რომ მსოფლიოს უთხრან – ომი საშინელებაა! უკრაინასაც მშვიდობა უნდა! ადაიანებს ბედნიერება უნდა!…

2022 წლის 26 თებერვალს, 16 საათზე, ტარას შევჩენკოს ძეგლთან (ვაკეში) გაიმართება ქართველ მწერალთა და ხელოვანთა აქცია უკრაინის მხარდასაჭერად.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ცნობილი ხელოვანები წაიკითხავენ უკრაინელი პოეტების – ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ივანე დრაჩის, ლინა კოსტენკოს უკრაინისადმი მიძღვნილ ლექსებს, – ნათქვამია ხელოვანთა ერთობლივ განცხადებაში.

მშვიდობა უკრაინას!
მშვიდობა სამყაროს!
ომი საშინელებაა!
ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და სრულიად სამყარო!

ღონისძიებას ალბათ ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტი, მშვიდობის მომხრე და საღად მოაზროვნეთა ბევრი ჯგუფი შეუერთდება.