24 მარტი ენმედიცმა აღნიშნა

1327

კლინიკა „ენმედიცი“ აკადემიკოს ვაჟა ივერიელის (ლეკიშვილის) სახელს ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლინიკის ისტორიაც. იგი ჩამოყალიბდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე, სადაც დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და კლინიცისტის, ვაჟა ივერიელის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში.

24 მარტი პროფესორ ვაჟა ივერიელის დაბადების დღეა.

დიდი მეცნიერის, ვაჟა ივერიელის სახელობის კლინიკა „ენმედიცი“, ხელმძღვანელის, გოჩა ბურნაძის თაოსნობით, საზოგადოებრივ მოღვაწეობაშიც ერთ-ერთი პირველია და ასევე ქველმოქმედებაც მნიშვნელოვანია მისთვის. ჩვენს პროექტებშიც ხშირია მისი ჩართულობა, მათ შორის ბოლო დროს განხორციელებულ „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიაში“, რომელის დაჯილდოებაზც წელსაც ტრადიციულად 3 მარტს გაიმართა, ამჯერად ყვარელში, რადგან ილიას საიუბილეო წელია – 185 წლისთავი!

პ.ს. წარმატება „ენმედიცს“ და მადლობა ყველა კარგი საქმისთვის და სიკეთისთვის!