ნუ გარისკავთ, თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა გაართულოს მდგომარეობა!

1507

გრიპი და სხვა ვირუსები მშობლებისგან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა, თუმცა, ერთი შეხედვით „ნაცნობი“ და „უწყინარი“ ვირუსები განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს ამ სეზონზე. თუ რატომ, ჩვენი პედიატრი თეა შავთვალაძე გესაუბრებათ: „- ვირუსები, რომლიც უსაფრთხო მიმდინარეობით ხასიათდებოდა პატარებში, განსაკუთრებით გააქტიურდნენ პანდემიის დროს. ჩაკეტილობისა და ზედმეტი სტერილური გარემოს შექმნის პირობებში თითქმის ყველა ვირუსული ინფექცია მიდის გართულებებით, განსაკუთრებით კი მცირე ასაკში.

ცხელების, ხველის, სისუსტის დროს უპრიანია ბავშვის პედიატრის მიერ გასინჯვა მე-3დღეს, წლამდე ასაკში – პირველივე დღეებში მიმართეთ ექიმს“.

ნუ გარისკავთ, თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა გაართულოს მდგომარეობა!

ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
ენმედიცი ვაკე, თბილისი, არაყიშვილის ქ. №2, (+995 32) 2 483 838