მასტერ კლასები შშმ პირთათვის

877

2023 წლის 2-4 დეკემბერს შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ინტეგრირებული ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ ფარგლებში უკვე მეორედ ტარდება მასტერ კლასები და სემინარები, ვოკალის დასახვეწად. ამის გამო კიდევ ერთხელ ჩამოდის პოლონელი ლექტორი, ამ სფეროში საკმაოდ ცნობილი  ბეატა ჩაიკა-როლინსკა. აღნიშნული მასტერ კლასები შშმ პირთათვისაა განკუთვნილი, თუმცა, ფესტივალის, „ივერია – ბრილიანტის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ შშმ პირთა უკეთესი ინტეგრაციისთვის და განვითარებისთვის, არა შშმ პირებიც მონაწილეობენ, მათ შორის სტუდიები, ცნობილი მომღერლები და მუსიკოსები.

„წელს უკვე მეორედ ეწვევა პოლონელი ლექტორი ბეატა ჩაიკა-როლინსკა, რომელიც ისევ უსასყიდლოდ ჩაატარებს სემინარებსა და მასტერ კლასებს ხმის დასამუშავებლად. ეს არის ვოკალის შესასწავლად უნიკალური საშუალება, განსაკუთრებით შშმ პირთათვის. ჩვენ უკვე მეტი ხარისხი გვინდა, რომ საერთაშორისო სცენაზე საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ მეთოდის საქართველოში სწავლება. როგორც იცით, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში შშმ პირთათვის ვოკალის, მუსიკის, სიმღერის შესასწავლად პედაგოგი პრობლემად რჩება, ამიტომ ჩვენ შევეცდებით უზრუნველყოფას და ამ საკითხის მოგვარებას…  მასტერ კლასის და სემინარების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ევროპულ, საერთაშორისო სერთიფიკატს. ქალბატონი ბეატა საქართველოს შშმ პირების და „ივერია – ბრილიანტის“ დიდი და კარგი მეგობარი გახდა და ამისთვისაც მადლობა მას. მადლობა პოლონელ პარტნიორებს, რომ საქართველოს მომღერალი შშმ პირები (და არა მხოლოდ) მეტ განვითარებას შეძლებენ. როგორც იცით ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად აქტიურობს 3 დეკემბერს და ცხადია ეს ღონისძიება ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს – შშმ პირების საკითხებს ეხება“, – ამბობს „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე მსურველი მიიღებს, როგორც შშმ პირი ასევე არა შშმ პირი, მათ შორის ბევრი ცნობილი მომღერალი და მუსიკოს-შემსრულებელი იქნება.

ცხადია, „ივერია – ბრილიანტის“ ეს ღონისძიებაც ეძღვნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის აღსაყდრების 45 და იუბილის 90 წლისთავს. აქვე ვიტყვით, რომ ღონისძიება, როგორც წესი, ეხმიანება შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს – 3 დეკემბერს.

„შემთხვევით ვისარგებლებთ და ფესტივალის და მასტერ კლასების მონაწილეების სახელით მადლობას ვუხდით პარტნიორ ორგანიზაციებს და სპონსორებს. წარმატებას ვუსურვებთ ყველას, განსაკუთრებით კი მასტერ კლასებისა და სემინარების მონაწილეებს“, – თქვა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

ფესტივალს ახორციელებს ააიპ. სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი. გენერალური პარტნიორი და სპონსორი პირველი ინტეგრირებული გამოცემა საქართველოში „განსაკუთრებული ჟურნალი“.

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.