მსოფლიო და ევროპის კარატეს ფედერაციაში ქართველი ლიდერი…

43

სიახლეებია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციში, რამაც მისი უახლოეს წლებში მისი წარმატება და პოპულარიზაცია უნდა უზრუნველჰყოს.

„მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ევროპის კარატეს ფედერაციამ (EKF) დაამტკიცა სამსაჯო კომისიის ახალი შემადგენლობა.
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო და ევროპის კარატეს ფედერაციის (WKF&EKF) 2024 წლის მსაჯთა რეიტინგის ლიდერი, თათი მელუა, არჩეულ იქნა ევროპის კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომისიის წევრად.
ფედერაციის სახელით ვულოცავთ თათის მიღწეულ დიდ წარმატებას, მის მიმართ გამოცხადებულ ნდობას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას სპორტული მოღვაწეობის ასპარეზზე – თქვეს საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციაში. 

წარმატებებს უსურვებს ჩვენი რედაქცია თათი მელუას საქართველოს საამაყოდ!