პრემია ივერია – იტალია, რეჯო კალაბრიაში

97

2025 წლის 22 ივნისს, იტალიაში, ქალაქ რეჯო კალაბრიაში, შპს „საგამომცემლო სახლი ქართულ ელიტასთან“ ერთად (რომლის მეშვეობითაც ხორციელდება „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“) იტალიაში არსებული საკვირაო სკოლა „იმედი“, ასოციაცია “Georgia in calabria” და “leonida edizioni”-ი და, გაიმართება აღნიშნული პრემიის გალა დაჯილდოება, რომელიც განკუთვნილია იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის და საქართველოდან სტუმრად ჩასული ქართველი ხელოვანებისთვის. ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან ასევე

საღონისძიებო დღეებია 20-27 ივნისი, რაც გარდა პრემია „ივერიის“ დაჯილდოებისა საექსკურსიო ნაწილს მოიცავს. პრემია „ივერიის“ ფარგლებში ჩატარდება ქართული დღეები, რაც მოიცავს შიდა ექსკურსიებს, რეჯო კალაბრიას, სიცილიას და ნეაპოლის დათვალიერებას.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

„უმნიშვნელოვანესია პრემია „ივერიის“ წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გაიმართება 21 ივნისს. წიგნის პრეზენტაციის მთავარი ორგანიზატორია რეჯო კლაბრიაში დომენიკო პოლიტოს გამომცემლობა – „გამომცემლობა ლეონიდო“. ბატონი დომენიკო არის დოქტორი, გამოცემული აქვს ორი წიგნი, მართავს მნიშვნელოვან გამომცემლობას, არის „Xenia Book Fair“-ის ორგანიზატორი და იტალიის კულტურის წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში. ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან მაღალი სტანდარტი და მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი საქმიანობისთვის! პრეზენტაციაზე იქნება დისკუსიები, აზრთა გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრები. ერთად შევძლებთ ვიმსჯელოთ სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე – კულტურა-სოციალურ საკითხების ნაწილში, ცხადია იგულისხმება შშმ პირთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. ხოლო პრემია „ივერიის“ გალა დაჯილდოება და კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართება 22 ივნისს.

პრემია „ივერია“ შეხვდება და დააჯილდოებს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქართულ დიასპორულ საკითხებში.

შემოქმედ მონაწილეებს ველოდებით ასევე მასპინძელი იტალიის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს – უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი, პოლონეთი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრემია „ივერიის“ მნიშვნელობაზე და პოპულარობაზე.

ასევე დაჯილდოვდებიან იტალიელი ხელოვნები, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში და არაერთ სასიკეთო პროექტებში. საქართველოდან გვესტუმრებიან: პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მე – ნუგზარ ჭიაბერაშვილი, პოეტები და ხელოვანები, – ნანა ცინცაძე ცირა ოქპირიძე, ხათუნა ცომაია, შორენა ტაპატაძე, ეკა არჩვაძე, ლევან ბოცვაძე და სხვა. ასევე საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ ნიჭიერი ხელოვანები, შშმ პირები, რომლებიც არაერთი საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის გამარჯვებულები არიან. კიდევ გვეყოლება საინტერესო სტუმრები, რომლებსაც სიურპრიზად დავტოვებთ…

წელს პრემია „ივერიას“ დიდი შენაძენი აქვს – იტალიაში, რეჯო კალაბრიაში ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი გახდება ქალბატონი ხათუნა ქარაია, რომელიც წლებია იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობაა რეჯო კალაბრიაში ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიცემა და, შესაბამისად, არის სკოლა „იმედის“ დირექტორი  (იტალია, ქალაქ ბარის ფილიალისა). ეს მეტად მნიშვნელოვანია და დიდად საპატიო მისიაა მისთვის, რის გამოც მადლობას ვუხდით  მას პრემია „ივერიის“ სახელით. ასევე მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნას მის გუნდთან ერთად – გურნდა მამაგეიშვილს, მაკა გამყრელიძეს, მირანდა მამაგეიშვილს, გიორგი ყიფიანს და დომენიკო პოლიტო რომ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ პრემია „ივერიის“ და ქართული კულტურის განვითარებისთვის,“ – ნათქვამია პრემია „ივერიის“ დამფუძნებლის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის მიერ.

ხათუნა ქარაია

ხათუნა ქარაიას თქმით: „ბედნიერი ვარ, რომ მხვდა წილად პრემია „ივერიის“ წარმომადგენლობა იტალიაში, ამ მშვენიერ რეჯო კალაბრიაში. ეს ქართული საქმეა, ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას, მის განვითარებას ეხება. მადლობა ყველა იტალიელს, რომლებიც ხელს მიწყობენ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეებში, რასაც ქართულ-იტალიური კულტურის განვითარება ჰქვია საერთაშორისო მასშტაბებით. პრემია „ივერიის“ ღონისძიების დასრულების შემდეგ, ყველას, ქართულ მხარესაც და იტალიელებსაც, პერსონალურ მადლობას ვეტყვი საჯაროდ, ინტერნეტ სივრცით და არა მხოლოდ. ქართველებისთის სამლოცველოდ და სკოლა „იმედის“ განთავსებისთვის მოციქულ პავლეს სახელობის მართლმადიდებლური ბერძნული ეკლესია გადმოგვცა მღვდელმთავარმა, პროტოპრესვიტერმა, მამა დანიელ კასტრიციომ, იტალიელმა მართლმადიდებელმა მოძღვარმა. დანიელ კასტრიციო. ასევე წვლილი მიუძღვით ამ სასიკეთო საქმეში მღვდლებს, პრესვიტერ ჯოვანი პრატიკოს და სერგეი ტიხონოვს, რომელთაც უღრმესი მადლობა ჩვენზე ზრუნვისთვის.
მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ცინარი ღვალაძეს იმის გამო, რომ მან იტალიაში, ქალაქ ბარში, წლების წინ გახსნა სკოლა „იმედი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ფილიალის გახსნაში დაგვეხმარა რეჯო კალაბრიაში და ამ ყველაფერმა მოგვიტანა პრემია „ივერიის“ ორგანიზატორიბა და ქართული კულტურის სხვაგვარად, უფრო მასშტაბურად წარმოჩენა იტალიაში.

მირანდა მამაგეიშვილი

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი საკონსულოს მხარდაჭერა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაში ხელშეწყობა და მადლობა ჩვენს კონსულს ბარში, ბატონ ვახტანგ ანდღულაძეს.

რეჯო კალაბრიაში გაიმართება ქართველი ხატმწერის, მხატვრის და ფოტოხელოვანის გამოფენები. ასე რომ, ვისაც საშულება აქვს, უნდა დაესწროს ქართულ-იტალიურ დღესასწაულს!

დომენიკო პოლიტო
გიორგი ყიფიანი
მაკა გამყრელიძე

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს იტალიამ, ქალაქმა მატერამ პირველმა უმასპინძლა პრემია „ივერიას“. პროექტს ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში, თამარ კაკაურიძე ხელმძღვანელობდა.

პრემია „ივერია“ ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.

პროექტს ახორციელებს: შპს `საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა~, პარტნიორია ააიპ `სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი~

პროექტი ხორციელდება 2013 წლის 28 ნოემბრიდან.

ჩვენ ვიცავთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მუხლი ნომერი 349-ს დ პუნქტს.

დამატებითი ინფორმაცია:

პროექტში მონაწილეობენ: მონაწილეობენ: პოეტები, მწერლები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები, მსჯავრდებულები (პატიმრები), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები – საზოგადოებაში ინტეგრირების თვალსაზრისით, სასულიერო პირები და ცხადია, აღნიშნული სფეროების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ეროვნების, რელიგიის და პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.