ზაფხულის ინფექციური დაავადებები

2795

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომასთან ერთად მნიშვნელოვნად მატულობს წლის ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ინფექციური დაავადებების რაოდენობა, რაც, ძირითადად, დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.
,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში ბავშვთა და მოზრდილთა ინფექციური განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს სრული დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიღება შეუძლიათ.