ენტეროვირუსი – რა უნდა იცოდეს მშობელმა ვირუსის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება
• დაინფიცირების წყაროები
ვირუსი გადაეცემა როგორც ჰაერწვეთოვანი, ასევე ფეკალურ-ორალური გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი შეიძლება დაავადდეს როგორც დავადებულ ბავშვთან კონტაქტისას შესუნთქვით, ასევე ვირუსებით დაბინძურებული ხელის პირში ჩადებით. ბავშვთა ასაკი – ძირითადად 3 დან 10 წლამდე. ძუძუზე მყოფ ბავშვს დედიდან გადაეცემა იმუნიტეტი
• სიმპტომები
ინკუბაციური პერიოდი 2-5 დღე, დაავადება იწყება მწვავედ, მაღალი სიცხით, 38-39º С, სიცხე გრძელდება რამდენიმე დღე, შემდგომ, შესაძლოა ტემპერატურის კლება და ისევ განახლება 1-2 დღეში.
არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმა – ნაწლავური, რომელიც იწვევს ფაღარათს და ნაწლავების დაზიანებას, ანგინური, რომელიც იწვევს ყელის სიწითლეს და ჰიპერემიას, მიოზიტური, რომელიც იწვევს კუნთების დაზიანებას და ტკივილს და ა.შ
• მკურნალობა
ნაწლავური ფორმის შემთხვევაში, როდესაც ფაღარათი გრძელდება რამდენიმე დღე, აუცილებელია ორგანიზმის სითხით შევსება და გადასხმები, ასევე სიმპტომური მკურნალობა, რათა არ მოხდეს ბაქტერიული ინფექციის დამატება
• რჩევა
თუ ხედავთ, რომ სიცხე გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ბავშვს აქვს ფაღარათი და კარგავს სითხეს, აუცილებელია ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. თქვენ შეგიძლიათ ბავშვი ჩვენთან, ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოიყვანოთ, აქ თქვენს პატარას ბავშვთა განყოფილების პედიატრიული გუნდი (ლალი მაკარიძის ხელმძღვანელობით) ჩაუტარებს შესაბამის მკურნალობას, გაგიწევთ კონსულტაციას, რითაც დაზღვეული ვიქნებით შემდგომი გართულებებისგან. კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
• ჩვენი მისამართია: ქალაქი ხაშური ფარნავაზის ქ #5
ტელეფონი: 596998585