„გორმედის“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერას“ თანამშრომლობით, ,,გორმედის“ ქსელის გორის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი წარმატებული საოპერაციო დღე შედგა. სხვადასხვა ასაკის 15 პაციენტს გეგმიური ოფთალმოლოგიური ოპერაცია გაუკეთდა, აქედან 2 გლაუკომაზე, 13 კი – კატარაქტა. ოპერაციებს ,,მზერას“ ექიმი, ქირური-ოფთალმოლოგი ნინო კობახიძე და ,,გორმედის“ ოფთალმოლოგი თეიმურაზ კუპრიაშვილი უძღვებოდნენ.
შეგახსენებთ:
კატარაქტის დროს, ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა, იძენს მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრ ან რძისფერ შეფერილობას. ე.ი. იმღვრევა და შესაბამისად ვეღარ ხდება გამოსახულების ბადურაზე ფოკუსირება, რაც მხედველობის მნიშვნელოვან ან სრულ დაქვეითებას იწვევს. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ კონსულტირებას. როგორც კი შენიშნავთ დღის სინათლეზე მხედველობის გაუარესებას, შეამჩნევთ, რომ საღამოს თითქოს უფრო უკეთ ხედავთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. შორს წასული კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური საშუალება ქირურგიული ჩარევაა.
რაც შეეხება გლაუკომას, რომელიც მხედველობის დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზია და მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, გლაუკომა არის დაავადებათა სიმპტომოკომპლექსი, რომელიც ხასიათდება მხედველობის დაქვეითებით, მხედველობის ველის შემცირებით ან დაკარგვით. გლაუკომის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალობა პრევენციაა. მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისთვის და სიბრმავის თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლაუკომის დროულად გამოვლენას და მკურნალობას. ამისათვის კი, რეკომენდებულია, რომ 40 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა პროფილაქტიკური გასინჯვისთვის წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს ოფთალმოლოგს.