ნიუ მოდელსმა 2020 წლის სახე გამოავლინა

1857

სამოდელო სააგენტო „ნიუ მოდელსმა“ ეროვნული სილამაზის კონკურსი „მის პრინცესა საქართველო“ წელს უკვე მეხუთედ ჩაატარა.

„ჩვენ მომავალ თაობას ვასწავლით სილამაზის აღქმას, ხელოვნებას, სამოდელო საქმიანობას, სწორად ცხოვრების წესს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღად. ასევე სხვა არაერთ კულტურულ-სახელოვნებო სფეროებში ვაძლევთ განათლებას. სულ ახლახანს ჩავატარეთ ეროვნული სილამაზის კონკურსი „მის პრინცესა“, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. აღნიშნული კონკურსი საკმაოდ მზარდი, პოპულარულის და მოთხოვნადი გახდა საქართველოში, რის გამოც დაინტერესებულნი არიან უცხოელი პარტნიორები, რომლებთან ერთად, მომავალში, პანდემიების დასრულების შემდეგ, აუცილებლად ჩავატარებთ არაერთ მსგავს კონკურსს“ – განაცხადა „ნიუ მოდელსის“ დამფუძნებელმა თაკო გიგაურმა“.

კონკურსის გამარჯვებულები: ანი ფრიდონაშვილი – დიდების კატეგორიაში, ხოლო პატარებიში ნინი გუბელიძე. ასევე გამოავლინეს მის „ნიუ მოდელსის სახე 2020“, რომელი ტიტულიც ხატია ბარგატია.