ნათია თოდუა – აკნე…

1231

+ აკნე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, ქრონიკული დაავადება რომელიც ჭარბი ცხიმის გამომუშავების შედეგად აზიანებს კანს კომედონების, პაპულების, პუსტულების, რთულ შემთხვევაში კი კვანძების წარმოქმნით, ასევე ხდება ცხიმოვანი სადინრების ბლოკირება და ხშირად ვითარდება ანთება. უმეტესწილად აკნე ვითარდება მოზარდებში, ე.წ. თინეიჯერობის ასაკში.

კომედონები ეს არის აკნეს ძირითადი დიაგნოსტიკური მახასიათებლები და არსებობს ორი ტიპის:
+ ღია – ე.წ. „შავ წერტილები“, რომელთაც აქვთ ფართე, მუქი მელანინის შემცველი ცენტრი
+ დახურული, იგივე თეთრი პაპულები, რომლებიც ხშირად გვხვდება შუბლსა და ლოყებზე.
+ ახალგაზრდა ასაკში ძირითადად ვითარდება კომედოგენური გამონაყარი შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის მიდამოებში, ასევე გულმკერდის, ზურგისა და მხრების მიდამოებში. დაავადების პროგრესირებასთან ერთად შეიძლება განვითარდეს ანთებითი დაზიანებებიც.
+ ქალებს, უმეტესად 33 წლის ასაკში, შეიძლება ჰქონდეთ აკნე სახის ქვედა ნაწილში (ხშირ შემთხვევაში, ნიკაპზე და ყელის არეში), რაც ხშირად ასოცირდება პრემენსტრუალურ პერიოდთან.
+ ასევე გვხვდება ახალშობილთა აკნე, რომელიც აღინიშება სიცოცხლის პირველ თვეებში და ჯერ კიდევ მოუმწიფებელი თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ჭარბად გამომუშავებული ანდროგენების შედეგია. სახეზე წარმოიქმნება წვრილი ანთებითი პაპულები და პუსტულები, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც არსებული მდგომარეობა მკურნალობას არ საჭიროებს და ასაკის მატებასთან ერთად პროცესი თავისით ლაგდება.

აკნეს პათოგენეზი არის მულტიფაქტორული და მისი ელემენტების ჩამოყალიბებაში მონაწილე ოთხი ძირითადი კომპონენტია:
+ ფოლიკულური ჰიპერკერატინიზაცია
+ ცხიმის ჭარბი სეკრეცია

აკნეს ბაქტერია – Cutibacterium acnes
+ ანთება

არსებობს აკნესთან ასოცირებული ფაქტორებიც, როგორებიცაა:
+ კანის ტრავმა – შეიძლება ხელი შეუწყოს ანთებითი პროცესის გაღვივებას.
+ სტრესი
+ ინსულინ რეზისტენტობა, რომელმაც შეიძლება გაზარდოს ანდროგენების გამომუშავება რაც, თავის მხრივ გამოიწვევს ცხიმოვანი ჯირკვლის სტიმულირებას და ჭარბი ცხიმის გამოყოფას.

აკნეს დროს რეკომენდებულია:
+ სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის შერჩეული სახის მოვლის საშუალებების გამოყენება, იქნება ეს გამწმენდი თუ საცხი.
+ სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალება წარწერით – არაკომედოგენური (Non comedogenic / Oil free)
+ მზისგან დამცავი
აკნეს მართვა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და საჭიროებს ექიმი-დერმატოლოგისა და პაციენტის მჭირდრო თანამშრომლობას, ასევე, რიგ შემთხვევებში სხვა სპეციალისტების დახმარებასაც.

წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონი: 2 57 57 57