არა ოკუპაციას მოდის კვირეულით და სკანდალური დასასრული

3110

20 ივლისს ქალაქმა გორმა მოდური ღონისძების „რეგიონ მოდის“ კვირეულის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა. ერთი დღით გორში გოგებაშვილის ახლად რეაბილიტირებული ქუჩა პოდიუმად გადაკეთდა და ბაიერების, მოდის კრიტიკოსების, ჟურნალისტების, მოდის ინდუსტრიის საერთაშორისო სტუმრების ინტერესის ქვეშ მოიქცა. სტუმრები თბილისიდან და ევროპის ოთხი ქვეყნის დედაქალაქიდან გახლდნენ მოწვეული.

კვირეულის პირველ დღეს დიზაინერების ნათია თხელიძის, ნინო ქარქუსაშვილის, სოფიო ტუაევის, მარიამ პაპიტაშვილის, ბაქოელი სონია ქასიმოვას ლუქების ჩვენებებს დაეთმო. მიწვეულ სტურებს აგრეთვე საშუალება ქონდათ აქსესუარების დიზაინერის ნათია ჯოხაძის სამკაულების გამოფენაც დაეთვალიერებინათ.

მოგეხსენებათ კვირეული „არა ოკუპაციას“ ეძღვნებოდა და დიზაინერებმა თითო ლუქი ამ მოტივებზე სპეციალურად შექმნეს, რომელიც უჩვენეს. მოდურ ღონისძიებას უხოელ სტუმრებთან ერთად ქალაქ გორის მერი, მერის მოადგილე გორის საკრებულოს თავჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესრებოდნენ, კვირეულის პირელი დღე მუსიკალურად მარი ემმა, პაატა თედიაშვილმა, ელლა დევლახმა და ქრისტინე კაპანაძემ გააფორმეს. კვირეულის პირველი დღე კი მსახიობ საბა უგრეხელიძეს მიყავდა ორგანიზატორებმა მოდის კვირეულის მეორე დღე საბავშვო ლუქების ჩვენებას დაუთმეს, რომელიც გორის ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში გამართეს და სამი პატარა დიზაინერის, ანანო კახიძის, მარი შოშიაშვილის და მარიამ გიგაურის, ასევე „განგა ფეშენ ჰაუსი“-ს ხელმძღვანელის ქრისტინე კაპანაძის კოლექციები უჩვენეს. საბავშვო დღის ექსკლუზიური პარტნიორი კი ბავშთა გასართობი ცენტრი „კიდს ლენდი“ გახლდათ. გორის თეატრის ფოიეში კი დიზაინერ და ხელოვან ლიზი მამულაშვილისა და მხატვარ ლაშა არსენიძის ფეხის გულებით შესრულებული ნახატების გამოფენა მოეწყო.

ფესტივალის მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერია გახლდათ, მოდელების და სტუმრების მოდურ ვარცხნილობაზე და ვიზაჟზე, კი სილამაზის და ესთეთიკის სალონების ქსელი „გოლდი“ ზრუნავდა, ხოლო უცხოელ სტუმრებს, კი სასტუმრო „როიალ ჰაუსი“ და რესტორანი „ატენი“ მასპინძლობდა. კვირეულის ფარგლებში ქართველ და უცხოელ სტუმრებს კი ღვინის მარან „შატო ატენ“-ში ქართული ღვინის პრეზენტაცია ჩაუტარეს, რომელიც დააგემოვნეს კიდევაც. კვირეულს სარეკლამო უზრუნველყოფას სარეკლამო კომპანია „მეგა სერვისი“ უწევდა. გრანდიოზული ტორტი კი საკონდიტრო „ეთოს ნამცხვრის სახლი“-ს მიერ იყო დამზადებული. გრანდიოზული ბანკეტი კი რესტორან „მზიური“-ს მასპინძლობა გახლდათ. ლუქები სამოდელო სააგენტო „გოლდენ ბრენდ“-ის და „ნიუ მოდელს“-ის მოდელებმა წარმოადგინეს. ფესტივალის დახურვის დღე კი ქალაქ თბილისში გაიმართება, რომელშიც 6 დიზაინერი მიიღებს მონაილეობას მათ შორის გორელი ლიზი მამულაშვილი.

კვირეულის ორგანიზატორები იოსებ კავკავაშვილი და ინგა სიორიძე არიან. მოწვეულმა სტუმრებმა კვირეულის ორი დღე დადებითად შეაფასეს, რამოდენიმე დიზაინერის ლუქი კი გერმანიაში უკვე წავიდა, რომელიც „მაკოვსკი არტ ფეშენ გალერიაში“ ბერლინში სამი დღის განმავლობაში გამოიფინება.

როგორც ყველამ იცის, მოდის კვირეული სკანდალურად დასრულდა, რაშიც რობერო მავანის ადანაშაულებს ორგანიზატორი მხარე.

მოდის კვირეული Region Fashion Week Festival 2019-ის დახურვა 5აგვისტოს გაიმართება, თბილისში, შარდენის ტერიტორიაზე, კლუბ „black soho“-ში, 19:00 საათზე. იმედია ამჯერად სკანდალის გარეშე ჩაივლის…