გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2495

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან  და საკრებულოს წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას,  პატივი მიაგო.  გიორგი ტყემალაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ზუსტად 11 წლის წინ, რუსეთის  სამხედრო აგრესიას  ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები შეეწირნენ. ჩვენთვის ეს დღე ემოციურად ძალიან მძიმეა. უთანასწორო ბრძოლაში დავკარგეთ ტერიტორიები, რომელთა გამოც ჩვენი  ქვეყნის გმირები  თავდაუზოგავად იბრძოდნენ. 11 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს საუკეთესო შვილებმა ქვეყნის ტერიტორიული  მთლიანობისთვის საკუთარი   სიცოცხლე გაწირეს. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ოკუპაციას არასდროს შეეგუება“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, გმირების  თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის  და  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება.