შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან

2359

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ფერეიდნელ ქართველებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. სამი ფერეიდნელი ქართველი – შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათ სიმბოლურად, წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით იარეს. ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრები, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება. ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები ქართველების წინაპრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: ერწო-თიანეთიდან, კახეთ-ქიზიყისა და დღევანდელი საინგილოს ტერიტორიიდან, დაახლოებით ოთხასი წლის წინ გადაასახლეს. ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და ადათ-წესები.