რუსთავის საკალათბურთო გუნდი

2784

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საკალათბურთო კლუბ „რუსთავი 1991“-ის ახალი სამწვრთნელო შტაბის, გუნდის შემადგენლობისა და სათამაშო ფორმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრაზე რუსთავის მერი გუნდის მოსამზადებელი პერიოდის მიმდინარეობით დაინტერესდა, სპორტსმენებს ახალ სეზონზე წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. სუპერლიგის ახალ სეზონში, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბერძენი სპეციალისტი გიორგიოს კეცელიდისი იქნება, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ანატოლი ბოისა გაუწევენ. რუსთავის გუნდი მომავალ საკალათბურთო სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით ხვდება. რუსთაველთა რიგებში იქნებიან: გიორგი ცეკვავა, ილია ლონდარიძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ ფხაკაძე, აკაკი ლომოური, გეგი ბაქრაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ლუკა სიხარულიძე, გიგი ტაბაღუა და ზურაბ ვაშაკიძე. გუნდში ითამაშებენ ასევე ლეგიონერები – დენზელ ლივინგსტონი, ნიკოლა ტადიჩი და ერიკ კოპსი.