მოამზადა:
ქეთი მარტიაშვილი
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა:
“ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე“.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების თანახმად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილამდე იქნება ძალაში.