საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი COVID 19-ის წინააღმდეგ 300 000 ლარს ჩარიცხავს

2349

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდს 300 000 ლარს გადაურიცხავს.

ოქრიაშვილი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს და სწორს უწოდებს და აღნიშნავს, – „საქართველოს მთავრობამ ზედმიწევნით დროულად და სწორად იმოქმედა. მივესალმები საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ ვაფასებ, როგორც არა ნაჩქარევ, ან დაგვიანებულ, არამედ ზედმიწევნით დროულად და ეფექტიანად გადადგმულ ნაბიჯებს. აგრეთვე, მსურს, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ და მზად ვარ, ფონდს, რომელიც სპეციალურად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, შევწირო 300 000 ლარი“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი.

საინტერესო და მისაბაძი გადაწყვეტილებაა, რომელსაც, ვფიქრობთ ბევრი შეუერთდება და ერთობლივად დამარცხდება კორონა ვირუსი!