შშმ პირთა უკრაინის ორგანიზაციის წიგნი…

1952

პრემია ივერიის წიგნის ყდის დიზაინი…

პრემია „ივერია“ მუდმივად განვითარებადი და სიახლეებით სავსე, შემოქმედებითად დატვირთული და აქტიური პროექტია. ამიტომაც 2021 წელს კარგი სიახლეებით იწყებს პრემია „ივერია“ და მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას. „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ გართოვდა და ახალ სეგმენტს მოიცავს. ხელოვნება ხომ მუდმივად ვითარდება და, შესაბამისად, აღნიშნული პრემიაც განვითარებადი და მრავალმხრივია.

„2021 წელს ახალი ნომინაცია დაემატა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია და წიგნთან და ლიტერატურის ხელოვნების განუყრელი ნაწილია. ახალი ნომინაცია წიგნის ყდის დიზაინის ნომინაციაა. აღნიშნული ნომინაციის შერჩევა და გამარჯვების შანსის მიცემა მის უდიდებულესობას – მკითხველს შეეძლება ღიად, ჟიურისგან დამოუკიდებლად, ღიად, თუმცა ჟიურის წევრებსაც აქვთ უფლება ხმის მიცემისა, მოწონების სახით. წიგნის ყდის დიზაინის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება შემდეგნაირად: www.qelite.info-ზე გამოქვეყნდება წიგნის ყდები, მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ – სამი და ავტორის თითო ფოტო. ყველა წიგნის ყდის ფოტო ვერსია გამოქვეყნდება 2021 წლის 1 თებერვალს და 1 მარტის ჩათვლით იქნებიან კონკურსში ჩართული. ხმის მიცემა შეწყდება 2021 წლის 1 მარტს. გამარჯვებული გახდება ხმათა უმრავლესობით ანუ რომელი ავტორის წიგნსაც მეტი მოწონება (ლაიქი) ექნება, აღნიშნულ საიტზე, ხმათა უმრავლესობის მიხედვით და ნომინაციების ნუმერაციის მიხედვით გამოვლინდებიან ლაურეატებიც: მეტი ხმა – #1 საუკეთესო დიზაინი, #2 კრეატიული დიზაინი, #3 ლიტერატურული დიზაინი, #4 წლის დიზაინი და #5 ქართული ელიტის დიზაინი. ასე რომ, საზოგადოებაა თავად ჟიური, უფლება ეძლევა თავისი გემოვნება გამოხატოს და შემდეგი განვითარებისთვის მეტი მოტივაცია მისცეს წიგნის დიზაინის ავტორებს და თავად მწერლებს. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ნომინაცია და სიახლე ხელს შეუწყობს წიგნის გამოცემის კულტურის ამაღლებას, დიზაინის ხელოვნების, წიგნის მხატვრობის განვითარებას, მაღალი ესთეტიკის და გემოვნების ჩამოყალიბებას. აქვე განვმარტავთ, რომ გამარჯვებული წიგნის ყდის ავტორის გარდა დაჯილდოვდება წიგნის ყდის დიზაინის შემქმნელიც თუ იქნება მსგავსი შემთხვევა“ – აცხადებს პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

პრემია „ივერიის“ მასალები ჟიურისთან გადაგზავნილია 2021 წლის 31 იანვარს. ჟიური, ისევე როგორც სხვა წლებში, ტრადიციულად, ახლაც უცნობია ავტორთათვის და საზოგადოებისთვის, ისინი მხოლოდ 3 მარტს, დაჯილდოების გალა ღონისძიებაზე გახდებიან საზოგადოებისთვის ცნობილნი. ამასთანავე საინტერესო მიდგომა გრძელდება – ჟიურიმ არ იცის ერთმანეთის ვინაობა და საერთო რაოდენობა, თუმცა იციან, რომ მათი რიცხვი კენტია. ისინი ერთმანეთს ლიტერატურის განხილვის, შეჯამების და ლაურეატების გამოვლენის დღეს შეხვდებიან, ტრადიციულად – ილია მართლის-ჭავჭავაძის საგურამოს სახლმუზეუმში.

შეგახსენებთ, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. პროექტი-პრემია ხორციელდება 2013 წლიდან.

პრემია „ივერიაში“ ყველა თაობის შემოქმედი, საქართელოს ეროვნული უმცირესობები, შშმ პირები, ემიგრანტები, მსჯავრდებული, ყველა ეროვნების და ქვეყნის, რელიგიისა და სოციალური სტატუსის მქონე შემოქმედი მონაწილეობს. წელს შვიდი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიეტუვა, თურქეთი, რუმინეთი.