2021 წელს – „ივერია – ბრილიანტი“ ონლაინ და ინტეგრირებული (შშმ პირთათვის) ევროვიზია საქართველოში

2403

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს

ინტერნეტ – ონლაინ ფესტივალი. რიგით მეექვსე ფესტივალი.

ახორციელებს ააიპ. სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი.

გენერალური პარტნიორი პირველი ინტეგრირებული გამოცემა საქართველოში „განსაკუთრებული ჟურნალი“

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო (ინტერნეტ – ონლაინ) „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულები – ფესტივალის გრანპრის მფლობელი და პირველი ადგილის (შესაძლოა დამატებული ყოველი კატეგორიიდან თითო ბონუსმონაწილე – დამფუძნებლის ფავორიტი, ჟიურის ფავორიტი, მაყურებლის ფავორიტი, გენერალური სპონსორის ფავორიტი) მფლობელები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში დაგეგმილ პირველ ევროვიზიაში, რომელიც გაიმართება ინტეგრირებული ვერსიით, 2021 წლის 19-26 დეკემბერი.

ევროვიზიის ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება 2021 წლის ოქტომბერში.

მონაწილეობის ფორმა:

  1. ინტერნეტ ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ დასაწყისი 2021 წლის 30 აგვისტოს, – დასრულება 2021 წლის 25 ოქტომბერს.
  2. ფესტივალის მიმდინარეობის დრო რვა კვირა;
  3. ფესტივალის ჩანაწერების ნახვა და გულშემატკივრობა შესაძლებელი იქნება iveria brilliant / ივერია ბრილიანტი, ასევე ინტერნეტგვერდზე: www.qelite.info; ფესტივალის დასრულების შემდეგ კი www.yotube.com-ზე.
  4. ფესტივალი საერთაშორისოა და ყველა ქვეყნის შშმ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, რელიგიურონ აღმსარებლობისა და სხვა სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, რა თქმა უნდა, წინამდებარე წესდებისა და მიზან-ამოცანების შესაბამისად;
  5. ფესტივალში მონაწილე იქნება კენტი რაოდენობა. მონაწილეთა რაოდენობა შეუზღუდავია;
  6. მონაწილეთა ასაკი შეუზუდავია;
  7. მონაწილეთა კატეგორია იყოფა -18 წელი და +18 წელი;
  8. ყოველ მონაწილეს ექნება საკუთარი სპეც-ნომერი, რომელზედაც დაგროვილი ზარების რაოდენობა განსაზღვრავს მონაწილის გამარჯვებას.
  9. ზარის ფასი ერთი ლარი;
  10. უცხოეთიდან ზარის ღირებულება ერთი ევრო;
  11. ვიდეოები აიტვირთება ფეისბუქზე iveria brilliant / ივერია ბრილიანტი. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი აიტვირთება www.yotube.com-ზე და www.qelite.info-ზე;

ფესტივალის სასიმღერო პროგრამა:

მანამდე: მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს საკუთარი ვიდეო პორტ-ფოლიო – საკუთარი თავის საპრეზენტაციო ვიდეო, მინიმუმ 30 წამისა, მაქსიმუმ 1 წუთისა. ეს არის საზოგადოებასთვის თავის გაცნობის საშუალება და ფორმა. საიმიჯო ვიდეო რგოლი: მე ვარ (სახელი გვარი, ქვეყანა). პროფესია, ან მოსწავლე-სტუდენტი, პროფესია. ან ვინ იქნები პროფესიით. მიღწევები მუსიკალურ ასპარეზზე, მოკლე ჩამონათვალი, სამომავლო გეგმები. ჰობი, ოცნება.

აუცილებელი პირობები:

  1. მონაწილემ საკუთარი საპრეზენტაციო, თავის წარსადგენი ვიდეო (მინიმუმ 30 წამი-მაქსიმუმ 1 წუთი), უნდა გადმოაგზავნოს არაუგვიანეს 2021 წლის 23 აგვისტომდე.
  2. პირველი ტურის სამი სიმღერა (ვიდეოჩანაწერები) გამოგზავნილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 30 აგვისტომდე.
  3. მეორე ტურის სიმღერები (ვიდეოჩანაწერები) გამოგზავნილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 13 სექტემბრამდე.
  4. მესამე ტურის სიმღერები (ვიდეოჩანაწერები) გამოგზავნილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრამდე.
  5. ვიდეო არ უნდა იყოს საკონცერტო ჩანაწერი და სხვა მსგავსი, უნდა იყოს ჩვენი ფესტივალისთვის შექმნილი – ექსკლუზიური ვერსია;
  6. ვიდეოს ჩაწერა შესაძლებელია სახლის პირობებშიც და დასაშვებია სტუდიური ვერსიაც;
  7. ყველა მონაწილის ვიდეო ჩანაწერი გამოქვეყნდება ფესტივალის პერიოდში ორშაბათობით;
  8. ჩანაწერი უნდა გამოიგზავნოს iveriabrilliant@gmail.com-ზე;
  9. ყველა მონაწილემ თავად უნდა შეარჩიოს დუეტის მეწყვილე. სასურველია, რომ იყოს არაშშმ პირი მომღერალი-შემსრულებელი, ცნობილი და პოპულარული;
  10. ყოველი ტურის სიმღერა უნდა იყოს სხვადასხვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული პირობები: წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს და ფესტივალს, შესაბამისად ვერ იმღერებს ევროვიზიაზე!

პირველი ტური:

1. მშობლიურ ენაზე, სოლო სიმღერა (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც);

2. უცხოური სოლო (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც);

3. დუეტი ცნობილ მომღერალთან ერთად (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც);

მეორე ტური:

1. ხალხური (საკუთარი ეროვნული) ფოლკლორი;

2. ერთი სიმღერა ცოცხალი ინსტრუმენტების თანხლებით ან ბენდთან ერთად დუეტი;

3. საკუთარი ქვეყნის ან ორგანიზაციის შშმ პირთა ჰიმნი ან საკუთარი ქვეყნის ჰიმნი;

მესამე ფინალური ეტაპი:

1. ნებისმიერ ენაზე სიმღერა დუეტში;

2. სოლო სიმღერა ნებისმიერი ჟანრის და ნებისმიერ ენაზე;

სასურველია დუეტის მომღერლები იყვნენ ცნობილი მომღერალ-შემსრულებლები!

სიმღერის ქრონომეტრაჟი: მინიმუმ 2 წუთი – მაქსიმუმ 5 წუთი (მინუს-პლიუს 15 წამი);

შეფასების კრიტერიუმები:

  1. ჟიურის წევრი იქნება ყველა ქვეყნიდან ერთი წარმომადგენელი, ხოლო საქართველოდან იქნება სამი ან ხუთი წარმომადგენელი;

შეფასება ხდება შემდეგნაირად:

1. არტისტიზმი;

2. მუსიკალურობა;

3. ვოკალი;

4. დუეტში ნამღერი;

5. მუსიკა და არანჟირება;

  • ჟიურის წევრს აქვს ერთი ხმის მიცემის უფლება და მისი გადაცემა ჟიურის სხვა წევრზე დაუშვებელია.
  • ჟიური დამოუკიდებელია და შეუძლია ხმა არ მისცეს მონაწილეს;
  • ჟიურის გალადაჯილდოებამდე ეკრძალება შედეგების გახმაურება;
  • ჟიურის უფლება აქვს ჰყავდეს ერთი ფავორიტი და გასწიოს მისი რეკლამირება და ლობირება.

ფესტივალის საცეკვაო პროგრამა:

მანამდე: მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს საკუთარი პორტ-ფოლიო – საკუთარი თავის საპრეზენტაციო ვიდეო, მინიმუმ 30 წამისა, მაქსიმუმ 1 წუთისა. საკუთარი თავის წარდგენა (ვიდეო ჩანაწერი) არ არის დამოკიდებული მონაწილეობასთან, ეს არის საზოგადოებასთვის თავის გაცნობის საშუალება და ფორმა. ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას. საიმიჯო ვიდეო რგოლი: მე ვარ (სახელი გვარი, ქვეყანა). პროფესია, ან მოსწავლე-სტუდენტი, პროფესია. ან ვინ იქნები პროფესიით. მიღწევები მუსიკალურ ასპარეზზე, მოკლე ჩამონათვალი, სამომავლო გეგმები. ჰობი, ოცნება.

პირველი ტური:

1. წყვილში ცეკვა შშმ პირი და არა შშმ პირი;

2. სოლო ცეკვა;

3. ნაციონალური (ეროვნული) ცეკვა წყვილში;

მეორე ტური:

1. პოპ ცეკვა წყვილში ან ინდივიდუალურად (შშმ პირთან ან არა შშმ პირთან ერთად);

2. სამეჯლისო ცეკვა წყვილში (შშმ პირთან ან არა შშმ პირთან ერთად) (ლათინური).

მესამე ტური:

1. ნებისმიერი ცეკვა (შშმ პირთან ან არა შშმ პირთან ერთად);

2. ნაციონალური ცეკვა (შშმ პირთან ან არა შშმ პირთან ერთად).

ცეკვის ქრონომეტრაჟი: მინიმუმ 2 წუთი – მაქსიმუმ 5 წუთი;

შეფასების კრიტერიუმები:

ჟიურის წევრი იქნება ყველა ქვეყნიდან ერთი წარმომადგენელი, ხოლო საქართველოდან იქნება სამი ან ხუთი წარმომადგენელი;

შეფასება ხდება შემდეგნაირად: 1. არტისტიზმი და ემოცია; 2. მუსიკალურობა; 3. დუეტის ერთობლივი რიტმი.

  • ჟიურის წევრს აქვს ერთი ხმის მიცემის უფლება და მისი გადაცემა ჟიურის სხვა წევრზე დაუშვებელია;
  • ჟიური დამოუკიდებელია და შეუძლია ხმა არ მისცეს მონაწილეს.
  • ჟიურის გალადაჯილდოებამდე ეკრძალება შედეგების გახმაურება.
  • ჟიურის უფლება აქვს ჰყავდეს ერთი ფავორიტი და გასწიოს მისი რეკლამირება და ლობირება.

გამარჯვებულთა გამოვლენა:

  1. მონაწილეები ფესტივალს არ გამოეთიშებიან მეორე ტურის ჩათვლით, ანუ ყველა მონაწილე რჩება პირველ და მეორე ტურში. (რათა მეტი გამოცდილება შეიძინონ მონაწილეებმა, მეტი შანსი ჰქონდეთ ფინალში გადასვლისა და გამარჯვებისა, მეტი სანახაობა იყოს ფესტივალის მონაწილეებისა და გულშემატკივრებისთვის);
  2. ფინალისტები გამოვლინდებიან მეორე ტურის შემდეგ;
  3. მესამე ტურში ანუ ფინალში გადავლენ მხოლოდ ის მონაწილეები, ვისაც ყველაზე მეტი (ფასიანი) ზარი ექნება დაგროვილი;
  4. ასევე, ფინალში გადავა დამატებით ერთი მონაწილე, ვისაც ყველაზე მეტი ნახვა (ვიდეო ჩანაწერის) ექნება;
  5. ფინალში დამატებით გადავა ერთი ჟიურის რჩეული, დამფუძნებლის ფავორიტი;
  6. ფინალში გადასვლამდე ანუ მეორე ტურის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე დაისვენებს ერთი კვირა;
  7. ძირითადად ფინალისტები შედგებიან ზარების მიხედვით;
  8. უცხოელი მონაწილეების შემთხვევაშიც იგივე მეორდება;

სხვადასხვა ხელოვნება:

  1. მონაწილეობა შეუძლია სხვადასხვა სახელოვნებო დარგების წარმომადგენლებს;
  2. ხატმწერებს, მხატვრებს, ფოტოხელოვანებს, გობელენის შემქმნელებს, თოჯინების შემქმნელებსა და სხვა.
  3. შემოქმედება მონაწილეობას მიიღებს საიტზე ატვირთვით ფოტოს სახით (www.qelite.info);
  4. დაშვებულია მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ ათი ნამუშევრის (ფოტოს სახით) გამოქვეყნება;
  5. გამარჯვებული გამოვლინდება ნახვებისა და მოწონებებისა შედეგად – ვისაც მეტი ნახვა და მოწონება ექნება, გამარჯვებულადაც ისინი ჩაითვლებიან;

დაჯილდოების ცერემონიალი:

  1. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება გალა-კონცერტთან ერთად, რეალურ სივრცეში – საკონცერტო დარბაზში (თუ ამის საშუალებას მოგვცემს მოცემული მდგომარეობა – კორონა ვირუსი). იმ შემთხვევაში თუ ისევ გადაადგილების შეზღუდვა იქნება პანდემიის გამო, მაშინ ინიტერნეტ დაჯილდოება გაიმართება – ონლაინ, რომელიც გაშუქდება ფართო მასშტაბით პრესისა და ტელევიზიების საშუალებით;
  2. ონლაინ დაჯილდოების შემთხვევაში მონაწილეებს პირად მისამართებზე გაეგზავნებათ  დიპლომი, მედალი და სხვა საჩუქრები;

გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს:

  1. სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები;
  2. დიპლომი და მედალი;
  3. გრანპრის და პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად მიიღებს ერთ კვირიან დასასვენებელ საგზურს საქართველოში – ბაკურიანში, ზამთრის საკურორტო ზონა, (ერთ გამყოლთან-დამხმარესთან ერთად. დაფინანსდება მხოლოდ გამარჯვებულის საქართველოში ჩამოსვლა და უკან დაბრუნება, დასვენება (სასტუმრო) და ექსკურსია. გამყოლის-დამხმარის საქართველოში ჩამოსვლის თანხას არ იხდის ფესტივალი, ხოლო მისი დასვენების და სხვა ხარჯებს იხდის ფესტივალი. ყველაფერი ეს 2022 წლის ზამთრის სეზონზე;
  4. გამარჯვებული ქართველი მონაწილე (ყოველი ასაკიდან და სფეროდან გრან პრის და პირველი ადგილის მფლობელი, ბონუსად კიდევ ერთი ან ორი მონაწილე – დამფუძნებლის და ჟიურის ფავორიტი) დაფინანსდება და გაემგზავრება უცხოეთში მსგავს ფესტივალზე. გამყოლის დაფინანსებას ფესტივალი არ უზრუნველყოფს. მონაწილე ქვეყნები: საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუმინეთი და სხვა;
  5. და სხვა სამახსოვრო სიურპრიზები…

დამატებითი ინფორმაცია:

დამატებით ინფორმაციას მიიღებთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან და სხვა კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ: iveriabrilliant@gmail.com-ზე

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით,

„ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელი და მთავარი ორგანიზატორი,

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

„ივერია – ბრილიანტის“ გენერალური მენეჯერი და მთავარი ორგანიზატორი,

ნეკა დარბაიძე

2021 – “Iveria – Diamond” Online and integrated (for people with disabilities) Eurovision in Georgia

Song, Dance and Art International for Persons with Disabilities Festival “Iveria – Brilliant”

We adhere to Article 349 d of the Georgia-EU Association Agreement

Internet – online festival. The sixth festival in a row.

Implemented by NNLE. „Social Enterprise Special Magazine“.

General Partner The First Integrated Edition in Georgia “Special Magazine”

The project is implemented with the blessing of the Catholicos Patriarch of All Georgia, Metropolitan of Tskhum Abkhazia and Bichvinta, His Holiness and Beatitude Ilia II.

Winners of Iveria – Brilliant International (Internet – Online) Song, Dance and Art for Persons with Disabilities – Winner of the Festival Grand Prix and first place (possibly one bonus participant from each category added – Founder Favorite, Jury Favorite, Audience Favorite, General Sponsor Favorite) In the first Eurovision scheduled for Georgia, which will be held in an integrated version, December 19-26, 2021.

Additional details regarding the Eurovision Song Contest will be announced in October 2021.

Form of participation:

1. Internet Festival “Iveria – Brilliant” begins on August 30, 2021 – ends on October 25, 2021.

2. The duration of the festival is eight weeks;

3. Records of the festival and fans will be available iveria brilliant, also on the website: www.qelite.info; After the festival, visit www.yotube.com.

4. The festival is international and persons with disabilities of all countries can participate, regardless of age, nationality, religion and other socio-political life, of course, in accordance with these statutes and objectives;

5. Odd points will participate in the festival. The number of participants is unlimited;

6. The age of the participants is unlimited;

7. The category of participants is divided into -18 years and +18 years;

8. Each participant will have their own special number, on which the number of accumulated calls determines the victory of the participant.

9. Call price is one GEL;

10. The cost of a call from abroad is one euro;

11. Videos will be uploaded on Facebook iveria brilliant / Iveria Brilliant. After the festival, it will be uploaded on www.yotube.com and www.qelite.info;

Festival song program:

Prior: The participant must submit their own video portfolio – a presentation video of themselves, for a minimum of 30 seconds, a maximum of 1 minute. It is a means and a form of self-awareness for the public. Image video link: I am (first name last name, country). Profession, or pupil-student, profession. Or who you will be by profession. Achievements in the field of music, short list, future plans. Hobby, dream.

Prerequisites:

1. The participant must send his / her presentation video (minimum 30 seconds – maximum 1 minute) no later than August 23, 2021.

2. Three songs (videos) of the first round must be submitted no later than August 30, 2021.

3. The songs (videos) of the second round must be sent no later than September 13, 2021.

4. Third round songs (videos) must be submitted no later than September 20, 2021.

5. The video should not be a concert recording and the like, it should be created for our festival – an exclusive version;

6. Video recording can be done at home and studio version is also allowed;

7. Video recordings of all participants will be posted during the festival on Mondays;

8. Entry must be sent to iveriabrilliant@gmail.com;

9. All participants must choose a duet partner. It is desirable for a non-disabled person to be a singer-performer, famous and popular;

10. Each track song should be different.

Please note the above conditions: otherwise the participant will be excluded from the competition and the festival, therefore he / she will not be able to sing at Eurovision!

First round:

1. Solo song in native language (minus phonogram, live music is also possible);

2. Foreign solo (minus phonogram, live music is also possible);

3. Duet with a famous singer (minus phonogram, live music is also possible);

Second round:

1. Folk (own national) folklore;

2. One song accompanied by live instruments or a duet with a band;

3. Anthem of persons with disabilities of their own country or organization or anthem of their own country;

Third final stage:

1. Singing in any language in a duet;

2. Solo song in any genre and in any language;

Preferably the singers of the duo were famous singers!

Song timing: minimum 2 minutes – maximum 5 minutes (minus-plus 15 seconds);

Evaluation criteria:

1. The jury member will be one representative from each country, and there will be three or five representatives from Georgia;

Evaluation is as follows:

1. Artism;

 2. Musicality;

3. Vocals;

4. Singing in a duet;

5. Music and arrangement;

– A member of the jury has the right to vote for one member and its transfer to another member of the jury is not allowed.

– The jury is independent and may not vote for the participant;

– It is forbidden to publish the results before the jury is awarded;

– The jury has the right to have one favorite and to advertise and lobby for it.

Winners announced:

1. Participants will not be excluded from the festival until the second round, ie all participants will remain in the first and second rounds. (To give participants more experience, more chances to advance to the finals and win, more views for festival participants and fans);

2. The finalists will be revealed after the second round;

3. Only those participants who have the most (paid) calls will pass to the third round or the final;

4. Also, one additional participant who has the most views (video recording) will go to the finals;

5. In addition to the jury, the favorite of the founder will move to the finals;

6. Before entering the finals or after the end of the second round, all participants will have a week off;

7. Mostly finalists are made up of calls;

8. The same is repeated in the case of foreign participants;

Various arts:

1. Representatives of different art fields can participate;

2. Icon painters, artists, photographers, tapestry makers, doll makers and more.

3. Creativity will participate by uploading a photo on the site (www.qelite.info);

4. It is allowed to publish at least five, maximum ten works (in the form of photos);

5. The winner will be revealed as a result of views and likes – those who have more views and likes, they will be considered the winner;

Award Ceremony:

1. The award ceremony will be held together with the gala concert, in real space – in the concert hall (if the situation allows – Corona virus). In the event that there is still a restriction on travel due to a pandemic, then an Internet reward will be held – online, which will be widely covered by the press and television;

2. In case of online awarding, participants will be sent a diploma, medal and other gifts to their personal addresses;

The winner will receive as a gift:

1. Various valuable gifts;

2. Diploma and medal;

3. The winner of the Grand Prix and first place will receive a one-week holiday trip to Georgia – Bakuriani, winter resort area (with one guide-assistant. Only the winner will arrive in Georgia and return, vacation (hotel) and excursion. Does not pay for the festival, while the festival pays for its leisure and other expenses. All this for the winter season of 2022;

4. The winning Georgian participant (winner of the Grand Prix and first place from every age and field, one or two more participants as a bonus – the founder and the jury favorite) will be funded and will travel abroad to a similar festival. The festival is not funded by the conductor. Participating countries: Georgia, Poland, Ukraine, Lithuania, Egypt, Azerbaijan, Armenia, Turkey, Romania, etc.;

5. And other memorable surprises …

Additional information:

For more information you can send us an e-mail or in case of other questions you can write to: iveriabrilliant@gmail.com

With respect and good wishes,

Founder and main organizer of “Iveria – Brtilliant“,

Nugzar Chiaberashvili

General Manager and Chief Organizer of “Iveria – Brilliant“,

Neka Darbaidze