ლია ფარცვანიას წიგნი…

9639

პრემია ივერია – წიგნის ყდის დიზაინი

2021 წლიდან „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიაში“ ახალი ნომინაცია შეიქმნა – „წიგნის ყდის საუკეთესო დიზაინი“, რამაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰპოვა. შესაბამისად, წელსაც მიიღო პრემია „ივერიამ“ აღნიშნული ნომინაციისთვის მასალები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნომინაცია პოპულარული გამოდგა და სამუდამოდ დარჩება როგორც ერთ-ერთი მთავარი ნომინაცია.

„პრემია „ივერია“ მუდმივად განვითარებადი და სიახლეებით სავსე, შემოქმედებითად დატვირთული და აქტიური პროექტია. მხატვრობა და ლიტერატურა, როგორც ხელოვნება, ერთობლიობაში ხომ მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი გემოვნებისა და ესთეტიურობის ჩამოყალიბებისთვის, ამიტომაც „ივერიაში“ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება წიგნის ყდის დიზაინი, წიგნის გარეგანი მხარე, მისი შერწყმა და თანხვედრა შინაარსთან. სწორედ ესაა ჩვენი მიზანიც, რომ ლიტერატურა და წიგნის მხატვრობა-დიზაინი მეტად განვითარდეს საქართველოში. ამ მიდგომამ პროექტი მეტად გააფართოვა გასულ წლებთან შედარებით და ახალი სეგმენტიც აითვისა – წიგნის მხატვრები, რაც მათი განვითარებისთვის და მოტივაციისთვის მეტად მნიძვნელოვანია. ხელოვნება ხომ მუდმივად ვითარდება და, შესაბამისად, პრემია „ივერიაც“ განვითარებადი და მრავალმხრივია“ – ნათქვამია პრემია „ივერიის“ დამფუძნებლის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის კომენტარში.

აღნიშნული ნომინაცი მის უდიდებულესობას, მკითხველს საშუალებას აძლევს თავად იყოს თანამონაწილე წიგნის და ლიტერატურის განვითარებაში და იყოს მიუკერძოებელი. ღიად, გამჭვირვალედ დაუჭიროს თავისთვის მოსაწონ წიგნის დიზაინს. თუმცა პრემია „ივერიის“ ჟიურის წევრებსაც აქვთ უფლება ხმის მიცემისა (აღნიშნული ფორმატის საშუალებით) მოწონების სახით. ეს ყველასთვის შესაძლებელია შემდეგნაირად: www.qelite.info-ზე გამოქვეყნებული წიგნის ყდების მოწონება ანუ ე.წ. ლაიქის გაკეთება შესაბამისის ნიშნის საშუალებით, რომელიც სტატიის, წიგნების ფოტოების ბოლოში არის განთავსებული.

ყველა წიგნის ყდა გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 თებერვალს და ამავე წლის მარტის ჩათვლით იქნებიან კონკურსში ჩართული ანუ ხმის მიცემა შეწყდება 2022 წლის 1 მარტს. თუმცა წიგნები დარჩება საიტზე სამუდამოდ.

გამარჯვებული გახდება ხმათა უმრავლესობით ის წიგნი, რომელსაც მეტი მოწონება (ლაიქიექნება აღნიშნულ საიტზეხმათა უმრავლესობის მიხედვით და აქ მითითებული ნუმერაციის (ხმათა უმრავლესობის მიხედვით) შესაბამისად დაჯილდოვდებიან ლაურეატებიც: #1 „საუკეთესო დიზაინი“, #2 „კრეატიული დიზაინი“, #3 „ლიტერატურული დიზაინი“, #4 „წლის დიზაინი“ და #5 „ქართული ელიტის დიზაინი.

დაინტერესებულ ადამიანს უფლება აქვს იმდენჯერ მოიწონოს, რამდენჯერაც ეს მას სურს. აქვე დავძენთ, რომ გამარჯვებული წიგნის ავტორის გადა დაჯილდოვდება მისი მხატვარ-დიზაინერიც თუ იქნება მსგავსი შემთხვევა“ – აცხადებს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.