ზურაბ ტოტიკაშვილის გამოფენა ჩემი სამყარო

1312

ხელოვნება ეპოქის ამსახველია და მეტად უნდა დაფასდეს ხელოვანი ადამიანი! ერთი ასეთია ზურაბ ტოტიკაშვილი, რომელიც საკუთარ ხელწერას ქმნის მხატვრობაში და არც გამოწვევების არ ეშინია. ხატავს ყველგან, გზაში, სახლში, სამსახურში და ნებისმიერ გარემოში, რაც, დამეთანხმებით, ძალიან რთულია…

დაიბადა 1988 წლის 9 აგვისტოს თელავში. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო. დაამთავრა შერვაშიძის სახელობის ოთხწლიანი ტექნიკური კოლეჯი. ამის შემდეგ 6 წელი პროფესია მიივიწყა… მერე ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და საკუთარი თავის მასწავლებელი გახდა, როგორ ეცხოვრა ახლიდან ხელოვნებით… ჰქონდა 4 პერსონალური გამოფენა: თბილისში, – „სეუს“, თელავის მუზეუმში, თელავის კულტურის ცენტრში და ყვარლის თეატრში. სახელი გაითქვა კალმით ნახატებით, რომლებსაც ვერ შლის, ვერ ასწორებს და დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რადგან ერთხელ უნდა მოხაზოს… ხატვა მისთვის მხოლოდ ხელოვნება არ არის, ეს მისი სულის ნაწილია და ცხოვრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი აზრი. ხშირად იკარგება ხატვის დროს დროსა და სივრცეში…

ზურა ტოტიკაშვილის ამ გამოფენას „ჩემი სამყარო“ ჰქვია. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად დაგანახებთ რეალურ ზურა ტოტიკაშვილის შინაგანს…

გამოფენა ხვალ, 6 ივლისს, ქალაქ თელავში გაიმართება ისტორიის მუზეუმში და 19 ივლისამდე გასტანს.

ესტუმრეთ ამ ნიჭიერ მხატვარს გამოფენაზე…