სიახლეები გორმედში

2361

გლანდები და ცხვირ-ხახის ადენოიდები – ოპერაციული და არაოპერაციული მკურნალობა ,,გორმედში” ოტორინოლარინგოლოგიურ პათოლოგიებზე.

ნუშურა ჯირკვლები ორგანიზმში ერთგვარ ბარიერულ ფუნქციას ასრულებენ – წინ ეღობებიან ორგანიზმში დაავადებათა გამომწვევების შეღწევას და მათ გამრავლებას, პარალელურად, გამოიმუშავებენ ლიმფოციტებსა და იმუნოგლობულინებს, რომლებიც ორგანიზმს ვირუსების, ბაქტერიებისა თუ სხვა მიკრობების მიერ წარმოქმნილი ტოქსინებისგან იცავენ, თუმცა, ანთებითი პროცესის შემთხვევაში, შეიძლება ორგანიზმს არაერთი პრობლემა შეუქმნან.

ნუშურა ჯირკვლების ანთებას მედიცინის ენაზე ტონზილიტი ეწოდება, რომელიც გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით. მწვავე ტონზილიტი შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაშიც გადაიზარდოს. ქრონიკულ ტონზილიტს ხშირად ჩირქოვან გლანდებსაც უწოდებენ. როცა გართულება სერიოზულია და მკურნალობას არ ექვემდებარება, როცა ბავშვს ანგინა წელიწადში რამდენჯერმე ემართება, მიზანშეწონილია ოპერაციული ჩარევა. 
ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება და 5-10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. იგივე მეთოდით ხდება ცხვირ-ხახის ადენოიდური ვეგეტაციების (ადენოიდების) მოცილება.
,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმი ოტორინოლარინგოლოგის, თინიკო ვანიშვილისა და მოწვეული სპეციალისტის, ვლადიმერ კვაჭანტირაძის ერთობლივი თანამშრომლობით, წარმატებით ხდება ოტორინოლარინგოლოგიური პათოლოგების მკურნალობა როგორც არაოპერაციული, ასევე ოპერაციული მეთოდით. 
ოპერაციები ტარდება ყოველ შაბათ-კვირას.