თეთრი ხალათის აქცია გორმედში – თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!

2885

,,გორმედის“ ქსელის კლინიკების – გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი „თეთრი ხალათის” აქციას შუერთდა და სამედიცინო დაწესებულებების წინ, 5 წუთის განმავლობაში, ყველამ ერთად დგომით, პროტესტი გამოხატა საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების გამო.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს სხვა ექიმებთან ერთად მოითხოვეს ტრავმატოლოგ-ორთოპედის გათავისუფლება ცხინვალის საპატიმროდან.
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედ-ტრავმატოლოგს და საქართველოს ტრავმატოლოგთა გაერთიანების ხელმძღვანელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, გაფრინდაშვილმა მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ექიმი აღნიშნულ ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ იგი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, შესაბამისად, ვერანაირ ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთდა.