ონკოლოგიური პაციენტებისთვის…

2050

საქართველოს მოსახლეობისთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, რაც ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას ეხება…

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება“, – წერს საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს მთავრობა.

ეს ფაქტორი ბევრ ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს…