ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი
იყო ხელოვანი ადამიანი და ოჯახს დედობას უწევდე, ერთიანად ანაწილებდე სითბოს და სიყვარულს, ძალ-ღონეს და ფიქრს ყველაფერ ამაზე, რთულია, მაგრამ შესაძლებელი! ეს პოეტი მანანა ზურაშვილია, რომელიც საინტერესოდ საუბრობს საქართველოში არსებულ ძალზედ მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე… მანანა ზურაშვილი – მართლმადიდებელი ქრისტიანი, ქართველი, მეუღლე, დედა, მელექსე, წვიმისფერი“... ქვიშის მარცვალზე უფრო უმნიშვნელო არსება სამყაროში...
ასე ამბობს თავის თავზე. დანარჩენი ინტერვიუდან…
მანანა ზურაშვილი: ჩემი აზრით, პოაზია არის სულის მდგომარეობა და არა მხოლოდ გარითმული ნააზრევი. მჯერა, რომ ყველა სულით პოეტი ღვთის რჩეულია და სამყაროში ღვთიურ გზავნილებს ახმოვანებენ. პირადად ჩემთვის რელაქსანტიცაა და შემავსებელიც და არა რაღაციდან გაქევის საშუალება... არსად არ გარბის მელექსე, არც პოეტი, პირიქით, პოეზიით ის ყველაზე რეალურ განზომილებაშია და ყველაზე საჭირო რამეს აკეთებს. ლექსით, ნააზრევით საკუთარ სულიერ კეთილხომავანებას სხვას უზიარებს
- რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული ლიტერატურა?
- ეს არც დღევანდელბის პრობლემაა და არც მოგვარებადი... ასე მგონია, ჭეშმარიტად ნიჭიერები და გენიალური შემოქმედები მუდამ ჩრდილში იყვნენ... პრობლემის მთავარი მიზეზთაგანი კი ადამის მოდგმის უკურნებელი სენია - შური... შურით მოწამლული და გონებადახშული კი ვერასოდეს იქნება გულშემატკივარი ღირებულის, ამაღლებულის, აღმატებულის... ამიტომაც დღეს კარგ და ხარისხიან ლიტერატურაზე მეტად ერთგავრი „მაკულატურა“ იბეჭდება, სახელმწიფოც ვერ გააკონტროლებს, რადგან უამრავი კერძო გამომცემლობაა. ასე რომ, ლიტერატურის ყველზე დიდი პრობლემა, მაინც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხინი ლიტერატურის არ არსებობაა... ადამიანი სკოლაში ეცნობა ანბანს და იქ არის მისი პირველი შეხება ლიტერატურასთან, ხოლო სკოლაში სადაც სეკვესტრირებულად ასწავლიან ჩვენი ლიტერატურის ოქროს ფონდიდან - შოთას, ვაჟას, ილიას, აკაკის და სხვა საამაყო კალსიკოსებს... ბავშვის და მოზარდის გემოვნება მდარე ხდება ასეთი კლასიკური საძირკველის გარეშე და მათთვის მისაღები ხდება - არაფრის მომცემი და ყოველგვარ ღირებულებებს მოკლებული ლიტერატურა, რაც ხშირად თანამედროვე ავტორებისაა ხშირად... ვწუხვარ ამ რეალობის გამო, მაგრამ პარალელურად მეგულება ლიტერატორები, პოეტები, კრიტიკოსები, ვინც ახალისებს და სტიმულირებას უკეთებს თანამედროვე ნიჭიერ ავტორებს, მხარში უდგას მათ და ეხმარება შეძლებისდაგვარად.
- და რაში ხედავთ არსებულის პრობლემების მოგვარების გზას?
- ზემოთაც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, - საფუძველშივე ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოჯახშიც და, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა იცნობდეს თანამედროვე და ძველ შედევრებს, რათა ასეთი მაღალი კლასის ლიტერატურის სათავეებიდან მას გამოუმუშავდეს გემოვნება. ამის მერე, რაც არ უნდა კარგად შეფუთული ნაგავი შესთავაზონ მსგავს ლიტერატურულ გემოვნებაზე აღზრდილ ადამიანს, იგი არ მიიღებს და არც ტაშს დაუკრავს. ამის გარეშე ეს პრობლემა პრობლემად დარჩება და კვლავ „მაკულატურა“ შეგვრჩება.
- თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძირითადი ნათქვამი ლექსად...
- ასე მგონია მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი მითქვამს, ალბათ ყველაზე მაგარი ლექსი, ჯერ არდაწერილი ლექსია...
- დღევანდელი განათლების სისტემა რამდენად მოგწონთ?
- საგანმანათლებლო სისტემა ზოგადად მცირე რგოლებიდან დაწყებული ერთ მთლიან სხეულს წარმოადგენს და ამიტომ ასე ერთიანად ვერც შევაქებ და ვერც ძაგებას დავიწყებ... არის ხარვეზები და ძალიან დიდი ბევრიც, მაგრამ არის დამაიმედებელი სვლებიც. უბრალოდ ყველამ უნდა გავითავისოთ, როცა რაიმე პრობლემას აწყდება ბავშვი ან მშობელი ან და რიგითი პედაგოგი, ამ ყველაფრის
შიდა სამზარეულოში~ მოგვარებით ხშირად არ გადაიჭრება ესა თუ ის პრობლემა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დარღვევებზე და ხარვეზებზე გაჩუმებით ჩვენ თავად ვუწყობთ ხელს არაპროფესინალიზმის და უმეცრების, განათლების რეგრესის წახალისებას. ავის ჩამდენზე მეტად მოსეირეა მუდამ დამნაშავე… ჯანსაღი პროტესტი და ხმის ამოღება ბევრს გადაჭარბებულ ხმაურად მიაჩნია და შესაბამისად წამოჭრილი პრობლემების მთელ კასკადთან გვიწევს შეჯახება მშობლებს და შვილებს. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ვისურებდი უფრო მეტ ლიტერატურულ საათებს, ქართული ენის და ლიტერატურის უფრო საფუძვლიანად შესასწავლად. მეტი პროფესინალი და ფსიქიკურად გაწონასწორებული პედაგოგი უნდა ჰყავდეს სკოლებს, სადაც ჩვენი შვილების პიროვნების ჩამოყალიბება ხდება… სკოლა ხომ მეორე ოჯახია და არანაკლები როლი აქვს.
– ეთანხმებით, რომ დღევანდელი თაობა გაუნათლებელია?
– სიტყვა განათლება სულაც არ ნიშნავს გონებანათლებას და ადამიანის კეთილგონიერებასაც ვერ გამოხატავს. ისტორიას ბევრი განათლებული არამზადა და ტირანი ახსოვს… ამიტომ, განათლება სულიერების ამაღლებასაც გულისხმობს წიგნის დახმარებით. პროცენტულად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გვყავს ჯანსაღი და განათლებული, ერუდირებული თაობაც და სოციოპათებად გადაგვარებულებიც…
– მარიხუანას ლეგალიზაცია…
– ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემგან მილიონი არა!!! რადგან, არც მარკეტინგული თვალსაზრისით არის მომგებიანი და… ფარმაკოლოგიაშიც კი ისეთი მცირე დოზით გამოიყენება, რომ არ შეიძლება ამის გამო ვაზის სამშობლო, მადლიანი საქართველო, ქართველი გლეხი კანაფის მომყვანად. უბრალოდ დანაშაულია…
– ქალბატონო მანანა, რა არის ქართველისთვის დედა?
– ქართველისთვის დედა, ისევ ქრისტიანობიდან გამომდინარე, – საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ჩვენთვის დედა, ოდითგანვე ღვთისმშობლის პროტოტიპად აღიქმებებოდა. ქართველისთვის დედაღვთსიმშობელი და მშობელი დედა ერთი და იგივე სიწმინდე იყო, რადგან დედის მაგინებელი, შეურაცხმყოფელი, ღვთისმშობლის მაგინებლად ითვლებოდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამას უმრავლესობა ვერ აცნობიერებს… დედა სიცოცხლის საწყისი, სამყაროში ყევლაზე სათნო და კეთილი არსებაა, რომელიც მუდამ იმ ხნისაა რმდენადაც ჩვენ აღვიქვამთ, მას არც ასაკი აქვს და არც არასოდეს არ დამთვარდება. დედობა ეს სამუდამო კავშირია სამყაროსი და ადმიანის… ჩევნს პლანეტასაც რატომღაც დედამიწა ჰქვია და არა მამამიწა! დედა-შვილობის მადლი ფარვდეს ყველა ქართველს!
– დღევანდელი პატრიოტიზმი…
– დღევანდელი პატრიოტიზმი… ასე ვერ ვიტყვი, ალბათ ფსევდოპატრიოტიზმს გულისხმობთ, რომელიც მაშინვე ცხადდება და ნიღაბი სძვრება, როგორც კი ჭეშამრიტი გმირობის საჭიროება დგება… ჰმ… რა გითხრათ?! ალბათ პოეტი ყველაზე მეტად უნდა იყოს პატრიოტი, რდგან ის კალმით ემსახურება სამშობლოს და ხმლის ფუნქციაც აქვს მტრების წინააღმდეგ. თუ პოეტი განრიდებულია ეროვნულობას, მომიტევეთ, მაგრამ მის ნებისმიერ შედევრს ჩალის ფასიც არ ექნება! პოეზია „მე“-ს ასაკვნესებლად არაა. ეგოცენტრიკი პოეტი ყველაზე საბრალოა. დღევანდელობაში მეც და ალბთ ბევრი სხვაც, ნაკლებად ხედავს და მიიჩევს ვინმეს ჭეშმარიტ პატრიოტად…
– რა არის ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი?
– სიცოცხლე, რომელიც მოგვეცა უფლისგან და იგი უნდა გავხაროთ ჯეროვნად. ნიჭიც, რომელიც ასევე ღმერთმა გვიბოძა, მაშ ანგარიშვალდებული ვართ, უზენაესთან, სმშობლოსთან, რომ მათ მსახუებაში ვიყოთ. დედა თუ ხარ და მაშ სამმაგად გაგიმართლა – სიცოცხლის შობაც შეგიძლია და სიცოცხლის გაგრძელებაც…
– რას ნიშნავს შშმ პირი და ამ რთული პრობლემის მოგვარებაში რა გზას ხედავთ?
– ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან ახლობელია და მაგ სიტყვას რვა წელი შეუსრულდა უკვე, მას გიორგი ჰქვია, ჩემი ნაბოლარა შვილია… მოგვარებადია თუ არა ამას ვერ მოგახსენებთ, რადგან საზოგადოების მიმღბლობიდან დაწყებული არადაპტირებული გარემოთი დამთავრებული, დიდ პრობლემად რჩება შშმ პირებისთვის რესოციალიზაცია და თანასწორუფლებიანი ცხოვრება. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ოდესღაც ეს ყველაფერი მოგვრდება და როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნების დღევანდელობაა, ისეთივე მარტივი იქნება საქართველოში ცხოვრება შშმ პირისთვისაც. დღემდე ვაწყდები სიბრალულით განმსჭვალულ და მოწყენილ მზერას ადამიანებისას, რადგან ეტლით მოსარგებლეს უმზერს ისე, როგორც საბრალოს… ბატონებო და ქალბატონებო თვენი სიბრალული მათ არ სჭირდებათ!… მათ უნდათ, რომ თანასწორად აღიქვამდეს დანარჩენი საზოგადოება. ეს ერთგვარი სამარცხვინო „კლიშე“ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ. უბრალოდ სირცხვილია, თუ სხვა არაფერი… ევროპასთან ინტეგრირების პირველივე ნაბიჯებით, ჩვენ ვალდებულები ვართ შშმ პირების მიმართ სახლმწიფოს ვთხოვოთ, მოვთხოვოთ, თანდათან მაინც გააუმჯობესოს გარემო, ტრანპორტი, დაწესებულებები, რათა შშმ პირებისთვის მარტივი გახდეს ცხოვრება, თუნდაც გზა სახლიდან სუპერმარკეტამდე. პანდუსების არ არსებობა ამას მოწმობს ხშირ შემთხვევაში. არადაპტირებული გარემო პატიმრად აქცევს ასეთ პირებს,არადა მსოფლიო სტატისტიკით უკვე საჯარო სამსახურებშიც კი 20% შშმ პირები არიან დასაქმებული და ისინი აღარ გრძნობენ გარემოსთან და საზოგადოებასთან შეზღუდვას… მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებული შშმ პირები უმაღლეს ანზღაურებას იღებენ, ასევე შშმ პირის პენსიის გარდა, მათ მშობლებს ეძლევა ცალკე შემწეობა, როგორც მეურვეს და მომვლელს. ამიტომ ევროპისკენ მიმავალ საქართველოს მოქალაქე შშმ პირებს უნდა გაუუმჯობესოს ჩვენმა სახელმწიფომ საარსებო პირობები.
– შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები ხშირად მიჩნეულია, როგორც ადვილად მოწყვლადი ანუ მარტივად მართვადი ფენა…
– ეს, ალბათ, მათი სოციუმიდან გამომდინარე, რადგან შშმ პირი ბავშვების და მოზარდების დედები, უმეტესად, მარტოხელა მშობლები არიან, სამწუხაროდ… შესაბამისად, ეს ხალხი ეკონომიურად შეჭირვებულია და ძირითადად სახელწიფოს მიერ განსაზღვრული დანამატებით არსებობენ, ალბათ, ამიტომაც, მუდმივი შიში აქვთ იმისა, რომ რაიმეს გაპროტესტების შემთხვევაში, ისინი იმ მცირედსაც დაკარგავენ რასაც სახელმწიფოსგან იღებენ… ამიტომ, ამ კატეგორიას ისღა დარჩენიათ ნებისმიერ მოწყალებზე თანხმობა განაცხადონ, რომ შემდგომში „დაცულად“ იგრძნონ თვი და სახელმწოფომ არ დასაჯოს ისინი… ასეთი მიდგომებით ბრძოლის უუნაროდ ზრდიან საკუთარ ისედაც უმწეო შვილებს… დედის პოზიცია და არჩევანი შვილისთვის ხშირად სიცოცხლის, ცხოვრების მიზნების და მომავლის განმსაზღვრელია…
– როგორ ხედავს პოეტი მანანა ზურაშვილი საქართველოს წარსულს, აწმყოს და მომავალს?
– მომიტევეთ და ამ წოდებას ვერ ვითავისებ, – მე, – პოეტი?! კიდევ ბევრი შრომა და დრო მჭირდება, რომ თავს უფლება მივცე ვატარო ეს უდიდესი ტიტული – პოეტი! ჩვენი წარსული – დიდებული!… მაგრამ ბევრისთვის ბოლომდე გაუცხადებელი, ჯერ კიდევ… აწმყო… ჰმ… მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან მე თავად ვარ უკმაყოფილო და ამ დათითოკაცებულ და ხორცის მაამებლად გადაქცეულ თანამედროვე ქართველებით. ვთვლი, რომ ყოველ ქართველს და აქ მცხოვრებ ნებისმიერ ერს გვაქვს ჩვენი მისია და, ხშირად მგონია, ამ დავალებების აღსრულებას თითქმის ყველა ვაკლებთ მონდომებას. არ შეიძლება ქართველი მხოლოდ თავის თავისთვის იყოს გაჩენილი. რაც არ უნდა ბანალურად ჟღრდეს, ქართველი უფრო მეტისთვისაა მოსული დედამიწაზე, ვიდრე თუნდაც დედობა და მამობაა. ამიტომ, მომავალი ბუნდოვანია ჩემთვის… ვთვლი, რომ ქეყანას ვისაც მილიონნახევარი ემიგრანტი ჰყვს, ანუ ამდენივე დედა, და, ბებია, მამიდა… არაა შინ… შესაბამისად, ვკარგავთ თაობებს, სანამ ყველა თუ არა უმეტესობა მიანც არ დაბრუნდება სახლში და თავად არ გაზრდიან თავად შვილებს!
– ქალბატონო მანანა, დღვანდელი ლიტერატორებიდან ვინაა თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– ლიტერატორებიდან ბევრია გამორჩეული და მეშინია ჩამონათვალის დროს ვინმე არ გამომრჩეს და უნებლიედ არ გავანაწყენო. ალბათ, ტარიელ ხარხელაური – კაცი სინდისი და კაცი სიკეთე, კაცი – პოეზია! გენიალური ზეინაბ მეტრეველი ქალი შემოქმედი, რომლის პროზაც და პოეზიაც ადამიანების დიდი სიყვარული და სევდაა! თემურ ჩალაბაშვილი, ჩემებური და ჩემიანი კაცი – ღირსება, უზადო და მადლიანი სიტყვით… რა ვიცი კიდევ ბევრი, მაგრამ მინც მეცოტავება, მეტი გონებანათელი და ნიჭიერი თანამედროვე გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობამ გემოვნებიანი ლიტერატურით იტრაპეზოს, არ გაუფუჭდეს გემოვნება და არ დაბნელდეს მომავლის ხედვა…
– რა არის საქართველოსთვის კახეთი – ქიზიყი?
– ო, ქიზიყი, ეს ჩემი დასაწყისია, წარმოშობით იქედან ვარ, ამიტომ გამრჩეულად მიყვრს ამ ცა ფირუზ ხმელთ ზურმუხტოვანში… ქიზიყი – ასე ვთქვათ, ძველი დროიდან, დისიდენტების თავშესაფარი გალხდათ, – ბატონს გამორიდებული და მეამბოხე მთიულების, ფშავლების, თუშების სამოსახლო გხდა… ახლა კი უკვე შესისხლხოცებულნი არიან კახურ ადათებთან და დიალაქტთანაც… უბატონო კუთხე ჰქვია და ასეცაა. განხვავებული, თავისუფალი სულის ხალხია და ამით ამაყობენ კიდეც. საქართველოსთვის ფარი და ხმალი იყო მუდამ ქიზიყი, ერეკლეს ქორწილშიც კი ჩვენი სოფლის ღვინო ჰქონია, მოწინავე ლაშქარშიც უმეტესობა ქიზიყელები ყოფილან. ის კი არადა, ჩევნი გვარისთვის აზნაურობც უბოძებია დიდ მეფეს, მაგრამ უარი უთქვამს ჩემს წინაპარს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ამბობენ თავად უბატონოს ეს წოდება უთაკილია და თანამოძმეებთან ერთ სიმაღლეზე დარჩენა გადაუწყვეტია… ესეც მეამაყება და მეც ასე მოვიქცეოდი! ქიზიყი ღვინის და პურის არტერიად მიმაჩნია, ლაღი და ბრგე ქიზიყელ-კახელებით… მისი მადლიანი, ბარაქიანი გარემო და ალაზნის ველი, ღმერთისგან ბოძებულ მცველად გარსშემოკრული კვკასიონი, ამაზე დიდებულს რას ნახავს თვალი…
– რამდენად ადვილია იყო მორწმუნე და ქრისტიანი-მართლმადიდებელი?
– ეს არანაირად არაა ადვილი, მერწმუნეთ… ამ მხრივ მე დღემდე ძალიან ცუდი, საშინლად არამობილიზებული ვარ და თავს მორწმუნესაც ვერ ვუწოდებ… ქრისტეს გზა ყველაზე რთული გზაა, ის ხომ მტერის სიყვარულსაც ითხოვს! ამას ვერ აცნობიერებს ხშირად ბევრი… ჩენს პირად მტრებს შეიძლბა შენდობა ვუთხრათ და არაფერი მოვთხოვოთ, მაგრამ სარწმუნოების მტერს კი ნამდვილად ვალდებულები ვართ არ შვურიგდეთ. ჩვენ ხომ ჩვენივე ცოდვებისთვის წამებული და ჯვარზე გაკრული უფალი გვყავს… ყველა მართმადიდებელს ელოდება გოლგოთაც, ჯვარცმაც და მერე აღდგომაც… ამიტომ არაა ადვილი სახარებისეულად და რჯულის კანონის დაცვით საირული. ურთულესია შეუდგე ქრისტეს გზას! სიყვარულით და მოთმინებით უნდა ვიცხოვროთ.
– რაზე ოცნებობთ?
– არასოდეს მიოცნებია, – დაიჯერებთ? მუდამ რეალისტური ნატვრა მქონდა, არაფერი მდომია ირიალური და აბსტრაქტული. სიყვარულით შქმნილი ოჯახი მინდოდა, მყოლოდა შვილები – ეს მაქვს უფლის მადლით, სიყვარულიც შემიძლია – დედაღვთისმშობლის მადლით! ლექსიც გამომდის, – მეტი რა… სამშობლოს გამთლიანება და გაბრწყინება, რასაც ყველა ჭკუათმყოფელი ქართველი ისურვებდა – ესაა ჩემი ნატვრა. ბერი გაბრიელი ამბობს: ოცნება სულის სიცარიელის მიზეზიაო“ და, რა თქმა უნდა, სავსებით ვეთანხმები ამ უდიდეს წმინდანს, - თუ სავსე ხარ, თუ ქართველი ხარ და ამ მიწაზე გაჩნდი, უკვე მიზეზია ბედნიერი იყო. თუ ადამიანი პირად ბედნიერებას ინატრებ, შენი ღვაწლისამებრ, იქნებ მოგეცეს კიდეც, მაგრამ ბედნიერების მიზეზად ჩემთვის ქართველობაც კმარა!
- რას ნიშნავს თქვენთვის წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პრემიის ლაურეატობა და ილია მართლის ორდენის ტარება?
- უჰ, ეს იმხელა ემოცია იყო... მახსოვს, ბევრს არავის შევატყობინე. მხოლოდ ერთი მეგობარი მახლდა დაჯილდოებაზე... როცა ჩემი გვრი წაიკითხეს, სრულიად ვარაუდით მივედი ჯილდოს მისაღებად... არ მჯეროდა, რომ ამ ულამაზეს ორდენს (ჯვარს) და სიგელს მე გადმომცემდნენ... ვერ წარმოიდგენთ რა ამაყი ვარ, დედას ოთახში დავდე ეს ჯვარიც და სიგელიც. მინდა, რომ აიამყოს ჩემით და ხშირად შეხედოს. მისი მზერა ისეთი თბილი ხდება, როცა მათ უმზერს... როგორც კი ეს ჯილდო მივუტანე დედას, მაშინვე გადარეკა და შეატყობინა ყველას, რომ მე ეს ჯილდო მივიღე... ამან ძალიან გამაბედნიერა! ზოგადად კი ამ პროექტის უზომოდ მადლიერი ვარ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ვტორი წარმოჩინდა და წახალისდა. მადლობა თქვენ, თვენს ჟურნალს და პრემია
ივერიის~ შემოქმედებით ჯგუფს…
– სხვა რა ლიტერატურული პრემიები გაქვთ?
– არ მხიბლვს ზოგადად კონკურსები და შეჯიბრი. ვთვლი, რომ მარათონი ამ სფეროში ცოტა დაძაბულობას იწვევს და შურიც მძაფრდება მავანის… ეს ერთადერთი პროექტია, სადაც მონაწილეობა მივიღე და ძალიან გავიხარე მინიჭებული ლაურეატობითა და წმინდა ილია მართლის ორდენით. თუ კიდევ მომეცემა ამის საშულება, ნამდვილად კიდევ მოვინდომებ, რომ ამ ულმზესი პრიზის მფლობელი კიდევ ერთხელ გავხდე, რა თქმა უნდა, თუ ჟიური ამის ღირსად თათვლის ჩემს შემოქმედებას.
– როგორი ადამიანი სჭირდება საქართველოს?
– საქართველოს სჭირდება ეროვნული სულის ადამიანი, რომ ვინატრო და ვთქვა, ერთი ილია მართალი კიდევ გვინდა-თქო, მკრეხელობაში არ ჩამეთვალოს მეშინია, არა და გვინდა… მაგრამ იმის საშიშროება, რომ მას ისევ მოკლავენ წიწამურთან, ისევ არის… ისევ „ბერბიჭაშვილების“ ხელით ანუ გაუნათლებელი და გონებაგამოფიტული თანამედროვეებით…
– და ბოლოს, ქალბატონო მანანა, რას იტყვით…
– „რა გითხრათ, რით გაგახარო“… მეც ასეთივე მცირე მინორის ნოტაზე დაგემშვიდობებით, თქვენ და თქვენს მკითხველს… ალბათ ლექსშეჭიდებულს უკვე ბევრი რამეც მითქვამს და კიდევ ვიტყვი, ღვთის მადლით, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან – შევუნდოთ ერთმნეთს, სიყვარულით აღვიჭურვოთ, სხვა იარაღი ქართველს არ უხდება! განა ამ მოკლე წუთისოფელში შურისთვის და ბოღმისთვის დროის კარგვა ღირს?! განა რაა ის ამქვეყნიური დიდება, რომ მას სინდისს და კაი ქალ-კაცობას ვწირვთ?! მართლაც წამია ეს ქვეყანა და ამ წამში სულის ძიებაა ყველაზე საჭირო საქმე. ჰო, ძნელია ტაძრისკენ მიმავალი გზით საირული, მაგრამ სხვანირად არ ეგების, სხვანაირად ვიღუპებით… მინდა ჩემს მოკეთეებს და არაკეთილმოსურნეებსაც მივმრთო, მომიტევეთ თუ რამ გაწყენინეთ და ტკვილი მოგაყენეთ უნებლიეთ… მომიტევებია თუ ჩემთვის რამ აუგი გიქმნიათ ან… ღმერთს ებარებოდეთ! ამ ლექსს დაგიტოვებთ, სიყვარულით, თქვენი „წვიმისფერი“ – მანანა ზურაშვილი…
თუ, გამართულად ვეღარ ვიარე,
სიტყვებიც თუკი დავმარცვლე დუნედ,
თუ, ყოფით სავსე წლების ფიალებს,
ვცლი და სისხლივით გულამდე ვუშვებ…
ჩემს თავს სხვას ვუძღვნი და ვაზიარებ,
რაც მერგო, ასგზის ვაბევრებ სიტყვით,
სხივების ნაცვლად ნანთებ იარებს,
ვიგრილებ ზღვებით, ამ ზღვითვე ვიწვი…
თვალის მაგივრად ავახელ მე გულს,
სმენითაც მხოლოდ გულისყურს ვენდე,
ლექსს, როგორც კალმის ცოლსა და ერთგულს,
ვმარხავ ყოველდღე თაბახის ველზე…
თუ, სპეტაკ თოვლზე ნაბიჯებს არ ვთვლი,
შინ დაბრუნებულ შვილის შუბლს ვსინჯავ,
ციდან მოწვდილი სამწყება მადლით,
ვინძლო, დამლოცავს მე დედა ღვთისა…
თუმცა უღირსის არის ზნე-ჩვევა,
ღრუბლის ქონგურებს ვეხები ხელით,
ტერფიც მიწიდან ცდომას ეჩვევა,
ვმარცხდები ომის ყველა წესებით…
ცვილივით დნება კუთხე ღიმილის,
აღარც ბარბაცი ეთქმის ამ ბიჯებს,
წინ მუდამ უფრთო ლექსი მიმიძღვის,
როცა ცხოვრება სულზე მაბიჯებს…