ცისანა ხუციშვილი: იარებზე პილპილ-მარილ წასმული ფეხებით გადამიარა

2927

განსაკუთრებულს, არა – უცნაურს, არა, – უფრო საკუთარი სულის გამომზეურების და გულის გადასაშლელად საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ „განსაკუთრებული ჟურნალი“. ცისანა ხუციშვილი - ბლიც-ავტო-ინტერვიუ.

საკუთარი თავი... ანუ ქალბატონი ცისანა...

- დავიბადე ქალაქ ქუთაისში. გახლავართ ბავშვობიდან - I ჯგუფის შშმ პირი.

- საკუთარი თავი...

- ვცხოვრობ ზესტაფონის რაიონში, სოფელ როდინოულში.

- საკუთარი თავი...

- დავამთავრე-როდინოულის საშუალო სკოლა და ქუთაისის პედ-ინსტიტუტი. ფიზიკა-მათემატიკური, მათემატიკა-ინფორმატიკული და მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გამივლია, წელიწადნახევარი როდინოულის საშულო სკოლაში ვასწავლე ინფორმატიკა, დამჯდარმა.

- საკუთარი თავი...

- ვწერ ყველანაირ ტკივილზე, დარდზე, სიხარულსა და ყველანაირ სიყვარულზე, დაწყებულზე ღმერთიდან და დამთავრებული ამა ქვეყნის დატოვებამდე.

- საკუთარი თავი...

- მიყვარს - ყველაფერი, მშობლიური (ქართული). ოჯახი,„მამული, ენა, სარწმუნოება“… და ყველა და ყველაფერი, მტერიც კი.
– საკუთარი თავი…
– მძულს – არავინ და არაფერი.
– საკუთარი თავი…
– ვეჭვიანობ – უჰ!…
– საკუთარი თავი…
– ვპატიობ – ყველას, თითქმის ყველაფერს. ვაპატიე თითქმის ყველას და ყველაფერი, ყველას…
– საკუთარი თავი…
– არ ვარ ბოღმიანი და ამისთვის მადლობა უფალს!
– საკუთარი თავი…
– ვგრძნობ – ზედმეტად მგრძნობიარე ვარ, რადგანაც ვარ ადამიანი და ნაწერებითაც კი შემიძლია ადამიანების ამოცნობა და მათ ფიქრსაც კი ვგრძნობ, გარშემომყოფებზე რომ აღარაფერი ვთქვა.
– საკუთარი თავი…
– მეშინია – სანამ ღმერთი ჩემთანაა, არაფრის, არაფრის არ მეშინია..
– საკუთარი თავი….
– აღარ შემიძლია – ტყუილში ცხოვრება, პირფერობა და სიყალბე. ვეღარ ვეგუები.
– საკუთარი თავი…
– გული მიჩუყდება, როცა სიკეთე ზეიმობს ბოროტებაზე და სულ მცირე ყურადღებას მაინც ვგრძნობ, თუნდაც უცხოს.
– საკუთარი თავი…
– ვკითხულობ, იმდენი ვიკითხე, დამრჩა მხოლოდ ცალი თვალის 1/3 და უკვე შავ-თეთრზე კითხვა მიჭირს და მხოლოდ აქ, განათებულ ეკრანზე შემიძლია კითხვაც, წერაც და გამოფენა საკუთარი ნიჭ-უნიჭობის.
– საკუთარი თავი…
– ვეძებ სულის სიმშვიდეს. ადამიანურ სითბოს და ღმერთის მიერ გზას, იმ დიდ სოფელში მიმავალს.
– საკუთარი თავი…
– ვბრაზდები, როცა ვიცი, ან ვგრძნობ სიმართლეს, ეს რომ მათაც იციან, მაგრამ მაინც განაგრძობენ ჩემს მოტყუებას.
– საკუთარი თავი…
– ვიმახსოვრებ – ყველაფერ კარგს და იმ ადამიანებს, ვისაც გაჭირვებისას ჩემთვის ხელი გამოუწვდიათ, მით უფრო მათ, ვისთვისაც შველა არასოდეს მითხოვია.
– საკუთარი თავი…
_ ვიცინი, სულ, მიუხედავად სევდისა და ტკივილებისა, ვტირი მხოლოდ წერის დროს და მხოლოდ ეს მაძლებინებს გავუმკლავდე ჩემს საშინელ ბედს.
– საკუთარი თავი…
– ვინახავ ყველაფერს ძველს, იმ იმედით, რომ ოდესმე ვინმე მოიძიებს.
– საკუთარი თავი…
– მწამს – ღმერთის და მის მოვლენილი სიკეთის და სიკეთის მქმნელი ადამიანების.
– საკუთარი თავი…
– ვცდილობ, არასდროს არავის არ გავუკეთო ცუდი, არ გადავუხადო სამაგიერო.
– საკუთარი თავი…
– მსიამოვნებს, ყელაფერი ლამაზი და ყველაფერი, რაც მე მაკლია.
– საკუთარი თავი…
– ვივიწყებ, ადამიანების მიერ მოყენებულ ყველა ტკივილებს, მაგრამ ვისაც ერთხელ გავითავისებ, თუნდაც ძალიან ცუდად მომექცეს, ვერ დავივიწყებ და ასეთებს ყველანაირ შეცდომებს ვაპატიებ.
– საკუთარი თავი…
– მესიზმრება, ხშირად სიზმრები ვეღარ გამომაქვს, მაგრამ მაინც თუ დამესიზმრა, ის და ისინი, რასაც და ვისაც დღისით მთელი სულით და გულით ვინატრებ.
– საკუთარი თავი…
– ვეხმარები, თუ კი რამით დახმარება მეშემიძლია ყველას, მათ შორის მათაც კი, ვინც ოდესღაც განსაცდელში ზურგი მაქცია და წაქცეულს გადამიარა… იმის ნაცვლად იარების მორჩენაში დამხმარებოდა, ზუსტად იმ იარებზე პილპილ-მარილ წასმული ფეხებით გადამიარა.
– საკუთარი თავი…
– ვუსმენ, უჰ, ყველას და ყველაფერს, თუმცა კლასიკური უფრო მამშვიდებს.
– საკუთარი თავი…
– ჰობი – წერა, რადგან სხვა აღარაფერი შემიძლია.
– საკუთარი თავი…
– ვფიქრობ, კარგია, თუ ცუდი დიდ ბავშვად რომ დავრჩი.
– საკუთარი თავი…
– ვნანობ, არ ვიცი, ალბათ ყველაფერს, რაც აქამდე ტყუილად მინანია, რადგან დავრწმუნდი, ყველაფერი ღმერთის ნებაა და ამიერიდან ყველაფერი მისთვის მომინდვია.
– საკუთარი თავი…
– მანაღვლებს – ჩემი ქვეყნის და ყველა ახლობლის ბედ-იღბალი. ვიცი და მჯერა გადაგვარჩენს ღმერთი და მისი სასწაულები.
– საკუთარი თავი…
– მენატრება, სიგიჟემდე მენატრება, „რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა ის“.

- საკუთარი თავი...

- სამშობლო - „მამული, ენა, სარწმუნოება“, კულტურა და სინდის-ნამუსი, ღირსეული წარსული, გასაძლისი აწმყო და ამ ყველაფრიდან მოკრებილი საუკეთესო მომავალი.
– საკუთარი თავი…
– რჩევა ავტორებს, გვესწავლოს ერთმანეთის პატივისცემა, ნუ ვაქებთ და ნუ ვადიდებთ საკუთარს. ჯანსაღი კრიტიკა გერჩიოთ დაუმსახურებელ ქებას.
– საკუთარი თავი…
– ხელოვნება – მშვენიერთან მიახლოებაა.