ქართული მხატვრული კერამიკით ტრადიციების ლამაზად წარმოჩენა

2869

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ქართული მხატვრული კერამიკა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და მსოფლიოში ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედებად ითვლება. ჩვენი ტრადიციული კერამიკა, გარდა დეკორატიულისა, გამოყენებითი და პრაქტიკული ნაწარმიც არის.

ქართული მხატვრული კერამიკის საწარმოს მენეჯერი, ქალბატონი თინათინ ხუნდაძე გვესაუბრება საინტერესო, ძველთაძველი პროფესიისა და ამ მეტად მნიშვნელოვანი სფეროს დღევანდელობაზე და საკუთარ წარმოება-წარმატებებზე.

– ქალბატონო თინათინ, საიდან გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი პროდუქცია შეგექმნათ?

– შეიძლება ითქვას, რომ ეს ოჯახური საქმეა და მეც ჩავერთე, დიდი მონდომებით. ეს ძვირფასი პროფესიაა და უნდა გაგრძელდეს თაობებით…

– კომპანიის სახელის წარმოშობა რას უკავშირდება.

– ქართული მეღვინეობის ისტორიაში თიხის ჭურჭელი საუკუნეებს ითვლის და არა მარტო, მეღვინეობაში. ვინაიდან, ჩვენ ვამზადებთ ღვინის სასმისს, ვიფიქრეთ, რომ ურიგო არ იქნებოდა, სახელწოდება პირადაპირ გადმოსცემდეს ჩვენს მიმართულებას. ვფიქრობ გაამართლა ისტორიის გაგრძელების სახელწოდებამ.

– რამდენად მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე?

– მიხარია, რომ თიხის ჭურჭელი არ კარგავს თავის აქტუალურობას დღესაც. ძალიან მოთხოვნადია, ღირებულია და ეს კიდევ აძლიერებს და უკვდავყოფს ქართულ კერამიკას.

– უცხოელები უფრო ყიდულობენ ალბათ…

– დიახ, ძირითადად უცხოელები, თუმცა ქართველებიც ხშირად გვსტუმრობენ ჩვენი პროდუქციის შესაძენად.

– ქალბატონო თინათინ, რა მასალას იყენებთ?

– ქართული წარმოშობის ნედლეულს, წითელ თიხას და დურუჯის ლამს. სწორედ ამიტომაა ჩვენი კერამიკა ძვირფასი და იშვიათი, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა.

– რამდენად პრაქტიკულია თქვენი პროდუქცია თუ უფრო სასაჩურედ და სუვენირად იყენებთ მას?

– ორივე შემთხვევაში, გამოიყენება. პრაქტიკულია მოსახმარადაც, სასიამოვნოა მსგავსი ჭურჭლის მოხმარება გნებავთ ყოველდღიურად და გნებავთ დღსასწაულების დროს, ერთობ ალამაზებს ისედაც ლამაზ ქართულ სუფრას და ამაღლებს საზეიმო განწყობას. ჩვენი პროდუქცია ტრადიციებს გვახსენებს და ვინარჩუნებთ იდენდობას.

– გამოფენებში თუ მონაწილეობთ?

– სამწუხაროდ გამოფენებში იშვიათად ვმონაწილეობთ. ძალიან დიდი დავირთვა გვაქვს, რადგან, როგორც იცით, ჩვენი პროდუქცია ძალზედ მოთხოვნადია.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს საქმე?

– ეს საქმიანობა სირთულით გამოირჩევა, თუ არ გაქვს ამ საქმის სიყვარული, ვერ შეძლებ მასთან გამკლავებას. ჩვენი კოლექტივი ბოლომდე იხარჯება – ასი პროცენტით, იმისათვის, რომ შევძლოთ სასურველი შედეგის მიღება და შევინარჩუნოთ ხარისხი და ტრადიცია.

– პროფესიით რა ხართ?

– პროფესიით რეკლამისტი ვარ, თუმცა, საბოლოოდ ამ სფერომ შემაყვარა თავი და…

– ამ საქმეს თუ შეასწავლით მსურველებს?

– შევეცდებით ვასწავლოთ მათ, ვისაც ამის სურვილი ექნება.

– სამომავლო გეგმებზე გვითხარით…

– დიდი სურვილი გვაქვს მეტად განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა და სფეროც გავამდიდროთ. მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და წინ წავიდეთ სხვადასხა მიმართულებით, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას და მონდომებას მოითხოვს. იმედი მაქვს, ყველაფერს შევძლებთ.

პ.ს. ქართულმა მხატვრულმა კერამიკამ არაერთხელ გაუწია სპონსორობა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ივერია – ბრილიანტს“. კერამიკული საჩუქრებით უცხოელები და ქართველებიც აღფრთოვანდნენ! ყველამ აღნიშნა, რომ მსგავსი სილამაზე, პრაქტიკული, ხარისხიანი და დახვეწილი ნამუშევარი იშვიადად შეხვედრიათ მსოფლიოში, და ეს ნივთები მათი სახლების საუკეთესო კუთხეებს დაამშვენებს სამუდამოდ.