დახვდი გამარჯვებულ საქართველოს…

73

საქართველოს პარალიმიური ნაკრები გამარჯვებული ბრუნდება სამშობლოში და 2024 წელი ამითაც მდიდარია სხვა სპორტულ წარმატებებთან ერთად!

„ზაფხულის ამ პარალიმპიურ თამაშებზე ქართული და მსოფლიო სპორტის ორი ვარსკვლავი უკვე დაიბადა. გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე. ამ სურათზე ისინი ერთად არიან, პარალიმპიელთა გაცილებაზე. ანა 19 წლის არის, გიგა – 33-ის და აქედანაც ჩანს პარალიმპიური მოძრაობის უნიკალურობა.

გიგაც და ანაც საქართველოს პარალიმპიური ოჯახის წევრები ტოკიო 2020-ის მერე გახდნენ, ანუ ბოლო სამი წლის მანაძილზე დავისახეთ მიზნები და თავდაუზოგავად ვიმუშავეთ კომიტეტმა მწვრთნელებთან და ექიმებთან ერთად, რომ ჩვენი სამშობლო გვესახელებინა! და ეს შევძელით! ანამ, სპორტული ნიჭის გარდა, დახვეწილი მანერებით მოხიბლა აქ ყველა, მათ შორის, ჯეკი ჩანი; გიგა კი ბირთვის კვრაში მარტო პარიზი 2024-ზე კი არა, პარალიმპიური სპორტის ისტორიაში პირველია!

სამმა ქვეყანამ ალიანსი შეგვიკრა, ბევრს ეცადნენ, რომ დავეჩაგრეთ, მაგრამ ჩვენ შევძელით საკუთარი სიმართლის დაცვა და არაფერია იმაზე საამაყო და ღირსეული, როცა შენ შენი ქვეყნის მოქალაქის და პარასპორტსმენის უფლებებს სხვა, უცხო ქვეყანაშიც იცავ! არავის აჩაგვრინებ და ერთობითა და სიმართლით იმარჯვებ უსამართლობაზე!

ეს ისტორიები შთაგონებაა ჩვენი სხვა, საამაყო პარასპორტსმენებისთვის. შეგახსენებთ, ეტლით მოფარიკავეებს, პარა ძიუდოს და პარა წოლჭიმს ჯერ ასპარეზობა არც დაუწყიათ.

ანა და გიგა, ჩვენი პარა ტაეკვონდოს და პარა მძლეოსნობის ნაკრები გუნდები კი თბილისში 3 სექტემბერს საღამოს 21:50 საათზე დაბრუნდებიან.

დახვდი, საქართველო!“ – წერს საკუთარ ფეისბუქზე საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩვენი ქვეყნის პარალიმპიადის წარმატების ერთ-ერთი შემქმნელი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი, რატი იონათამიშვილი.

აქვე გამოვეხმაურებით მოკლე კომენტარით და შევუერთდებით გულშემატკივრებს, რომ საქართველოს პარამკლავჭიდელებმა წელსაც ნამდვილი სენსაცია მოახდინეს და მედლების რაოდენობითაც კი მსოფლიო რეკორდი მოხსნეს… ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ!