სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ანტირაბიული სამედიცინო დახმარება ცოფის პრევენციის მიზნით სხვა კლინიკებში უფასოა, ,,გორმედში“ კი ფასიანია. ამ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს რეალობასთან – ანტირაბიული ვაქცინაცია (ისევე, როგორც სხვა ტიპის ვაქცინაციები, ვთქვათ – ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ა.შ.) ,,გორმედის“ ქსელში უფასოა. თანაგადახდას შეიძლება დაექვემდებაროს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა პირველი დონის ქირურგიული ჩარევა (ჭრილობის დამუშავება, გასუფთავება და ა.შ.).
- ცოფი
იმუნიზაციით მართვადი
დაავადებაა, რომლის
პრევენცია შესაძლებელია
ცოფის ვირუსთან
საეჭვო ან
დადასტურებული ექსპოზიციის
შემთხვევაში დროულად
დაწყებული (იმუნიზაციით).
- საეჭვო
ან დადასტურებული
ექსპოზიციის დროს,
მაღალი რისკის
დაზიანებების შემთხვევაშიც
კი, შესაძლებელია
დაავადების თავიდან
აცილება თუ
ჭრილობის დამუშავება
და იმუნიზაცია
ხორციელდება ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის
შესაბამისი რეკომენდაციების
შესაბამისად.
,,გორმედი” ჯანმრთელობას გისურვებთ!