გურამ სამუნაშვილი: რომელი ლექსით უნდა ვიამაყო…

2619

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

„გურამ  სამუნაშვილი ერთი უბრალო ქართველია. ქვეყნისთვის კი ყოველთვის გააკეთებს იმ მაქსიმუმს, რაც შეეძლება“… ასე ახასიათებს მოკლედ თავის თავს… წერს, მანამდე ბევრს ფიქრობს და ცდილობს მკითხველთან ალალი იყოს. საკუთარი ქვეყნის აწმყოც ადარდებს და მომავალზეც ზრუნავს, როგორც შეუძლია. რთული გზა აირჩია, მაგრამ არ უშინდება და გზას აგრძელებს ეკლიანს და საცალფეხოს…

ახლად შექმნილი ოჯახის პატრონია, ჰყავს მეუღლე ანა ზოზიროვი და ცხოვრებას ახლა იწყებს რწმენითა და საქართველოს ერთიანობაზე ფიქრით. ეს საგარეჯოს მკვიდრი ახალგაზრდა პოეტი, გურამ სამუნაშვილია…

– გურამ, ლექსის წერის ისტორია როგორი გაქვს?

– 9-10 წლის ასაკში დავიწყე წერა, სრულიად უმიზეზოდ,  ასევ თქვათ, თავიდან, ერთგვარი ჰობი იყო ჩემთვის ლექსის წერა.

– არ გეშინია პოეტური გზის?

– მიუხედავად იმისა, რომ პოეტის გზა ყოველთვის რთულია, ვთვლი, რომ ჩემი მკითხველი კარგი მოტივატორია ჩემთვის ამ გზის სირთულეების დასაძლევად.

– დღეს პოეტობა ადვილი გახდა, ყველას შეუძლია წიგნის გამოცემა და პოეტის სახელის მიკერება…

– პოეტობა არასდროს არ არის ადვილი. რა თქმა უნდა, მივესალმები იმას, რომ, რაც შეიძლება მეტი დაიწეროს და გამოიცეს. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხში  სწორი და კრიტიკული აზრის განვითარებას. ლიტერატურას კი დახვეწს და განავიტარებს. რაც შეეხება პოეტის სახელს, ეს მხოლოდ მკითხველის გადასაწყვეტია, თუ ვის მიანიჭოს პოეტის სახელი და ვის შემოინახავს კარგ, დიდებულ და ღვაწლიან პოეტად.

– პროზის შექმნა ძნელია თუ პოეზიისა?

– ორივეს თავისი სირთულე აქვს… პირადად  ჩემთვის პოეზია საკუთარ თავთან კამათია, თავისი სირთულეებით, თუმცა  ჭეშმარიტება მაინც იბადება.

– დღეს საქართველოში რა მდგომარეობა გვაქვს?

– ვფიქრობ, დღეს  საქართველო განვითარების სწორ გზას ადგას და ახალგაზრდა თაობა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ცხოვრებაში,  აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს და შექმნის ისეთ საქართველოს, რომელზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ.

– გურამ, გარეჯის პრობლემა როგორ მოგვარდება?

– ჩემთვის, როგორც საგარეჯოს მკვიდრისთვის, ძალიან  სენსიტიურია გარეჯის საკითხი… მჯერა, რომ  მშვიდობიანი მოლაპარაკბებით აუცილებლად გადაწყდება ეს მრავალწლიანი პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

– და, როგორც ახალი თაობის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობ, ვინაა გარეჯის პრობლემის შექმნაში დამნაშავე?

– ვფიქრობ დამნაშავე არის წარსული და იმდროინდელი რეჟიმის შეცდომები.

– ლიტერატურულ კონკურსებს შევეხოთ. საჭიროა მსგავსი კონკურსები?

– დიახ, რა თქმა უნდა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალი სახეეების გამოვლენას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას,  ახალ სიტყვას თანამედროვე ლიტერატურაში და ხალხში წიგნისადმი სიყვარულს.

– პოეტმა როგორ უნდა მოიპოვოს აღიარება?

– მკითხველთან გულწრფელობით…

– ლექსი, რომლითაც ამაყობ…

– ვფიქრობ ესეც მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი ლექსით უნდა ვიამაყო.

– რეალურად ვინაა პოეტი და რა ევალება მას?

– პოეტი არც თუ ისე ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შეუძლია ყველას ტკივილი თუ სიხარული ერთ სტრიქონსი ჩაატიოს. პოეტი – ესაა  მთელი დედამიწა თავისი ფიქრით და გრძნობით გამთლიანებული ერთ ადამიანში.

– რამდენად ზნეობრივია დღეს ქვეყანა?

– ქვეყნის ზნეობრიობას მისი მოსახლეობაგანსაზღვრავს. ქართველითვის კი ზნეობა უპირველესი იყო ოდითგანვე და დღესაც მტკიცედ ინარჩუნებს თავის  ზნეობრივ ზენიტს.

– საქართველოს რომელი გზა ურჩევნია, რომ განვითარდეს და არ გაქრეს პოლიტიკური რუკიდან…

– ილიას სიყვებს დავესესხები: აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობეელი მომავლისა!

– და ბოლოს…

მე რომ შემეძლოს შენი დანახვა,

სულთან შეხება თვალების მიღმა,

მოგიტაცებდი და წაგიყვანდი,

იქ, საიდანაც იწყება წვიმა.

ისევ ცალცალკე ვხვდებით მზის ჩასვლას,

ქარი შენ ლექსებს კვლავ გაჰკიოდა,

როგორ უღონოდ ფეთქავდა გული-

უშენობა ხომ მასაც სტკიოდა!

ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,

რომ თმის სურნელსაც კი აღარ ტოვებ…

შენ ნებას ღმერთიც ვეღარ აბრკოლებს,

არ სურს ყურება, თუ როგორ მტოვებ

ვერ ვუმკლავდები სიკვდილზე

ფიქრებს,

დანისულია ახლა გონება,

რად მოევლინე ასე ქვეყანას,

ჩემი არსება რომ გემონება?!

არ დაიჯერო, თუ რამ გითხარი,

ფუჭი აზრები ისევ მერევა,

მაშინ ინანებ ყველაზე მეტად,

თმაში სითეთრე რომ შეგერევა!

არ მსურს სიბერე, რადგან ვიცი, რომ

სული ტკივილებს ვეღარ აუვა!

და თუ ოდესმე აღარ მიფიქრებ,

ჩემს  ნაჯღაბნებსაც ვადა გაუვა!