სოსო კავკავაშვილი: რობერტო მავანი გალში თუ სადღაც სიმინდს რომ თოხნიდა, მე მაშინ პროექტებს ვახორციელებდი

5734

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ზოგადად ადამიანის გონება სიახლისკენ ისწრაფვის, უმეტესად კი სკანდალის მოსმენა სურს… და ამ დროს, ყველას აინტერესებს სინამდვილეში რა მოხდა, ხოლო რის გაგებასაც ვე შეძლებენ, მერე თავად დაამატებენ, შეთხზავენ ამბებს და თავადვე დაიჯერებენ უმალ… ჰო და, ერთი ასეთი სკანდალური ამბავი სოსო კავკავაშვილს დაატყდა თავს გორში ავან-ჩავანისა და სინამდვილეში კი მავანის გამო…

ეს თემა დღესაც საზოგადოების განხილვისა და გამოძიების ინტერესების ქვეშაა და რა მოხდება საბოლოოდ, ვნახოთ…

ჩემი რესპონდენტი სოსო კავკავაშვილია, რომელმაც თავის კოლეგასთან, ინგა სიორიძესთან ერთად გორში „რეგიონ ფეშენ ვიკი“ ჩაატარა, რასაც სკანდალი მოჰყვა…

– სოსო, რა მოხდა გორში ფეშენ ვიკზე?

– ვიდრე „რეგიონ ფეშენ ვიკი“ დაიგეგმა, რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტი იყო საქართველოში და ის ცნობილი მოვლენები, რაც ამ ამბავს მოყვა ქვეყანაში და დღემდე გრძელდება… ჩვენი სურვილი იყო ქართველებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას, ოკუპაციას გამოხმაურებოდა პროექტი და დიზაინერებს თითო ლუქი „არა ოკუპაციის მოტივებზე“ შეექმნათ. როდესაც ვფიქრობდით თუ სად შეიძლებოდა ამ კვირეულის ჩატარება, განვიხილეთ ქალაქი გორი, ვინაიდან ამ ქალაქს 2008 წლის აგვისტოს ომის და ოკუპაციის კვალი ყველაზე მეტად ეტყობა. ამიტომ დავუკავშირდით გორის მერიას, შევხვდით გორის მერს, მის მოადგილეს და კიდევ მერიის სხვა თანამშრომლებს. ასე გადაწყდა მოდის კვირეულის გორში ჩატარება. პროექტის პირველი და მეორე დღე წარმატებული იყო და ამ ორ დღეს ათმა დიზაინერმა მიიღო ჩვენებებში მონაწილეობა და უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის უცხოელი სტუმრებიც. რაც შეეხება იმ შემთხვევას, რომელიც კვირეულის მესამე დღეს მოხდა, რამოდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. პირველი ის, რომ „რეგიონ ფეშენ ვიკის“ ბანერი, რომელიც მერიის შესაბამისი სამსახურის დავალებით მუშას ავტომანქანით გადაჰქონდა, ის ადამიანი, რომელიც მუშაობდ ამ საკითხზე, ბანერის გადატანის დროს მანქანიდან გადავარდა და იგი საავადმყოფოში გადაყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, სამწუხაროდ… ამ ფაქტორმა გამოიწვია გეგმების ნაწიილობრივ შეცვლა. ჩვენ თბილისშივე გაფრთხილებული გვყავდა რობერტო მავანი, რომ არ გვქონდა სურვილი ისინი ჩამოსულიყვნენ და ეს კვირეული მათ გაეშარჟებინათ, თუმცა მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მაინც… რასაც მოყვა ის ცნობილი მოვლენები რაც განვითარდა.

– მავანმა რა ილაპარაკა არ ვიცი მე მაგრამ. მავანის გაპიარება არც მე და არც ჩემ პროექტებს არ სჭირდება…

– მავანი გალში თუ სადღაც სიმინდს და ვენახს რომ თოხნიდა, მე მაშინ პროექტებს ვახორციელებდი, მათ შორის „რეისი ბათუმი სოხუმი“ მაქვს ჩატარებული, სამშვიდობო კონცერტი… მავანის პირიქით, ჩვენ ხარჯზე უნდოდა რეიტინგის აკრეფა, მსგავსი რეიტინგული ღონისძიების გაშარჟებით. მითუმეტეს, მავანმა და მისმა პროდიუსერმა იცოდნენ, რომ ოკუპაცია არ არის გასაჟარჟებელი თემა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ საქართველოს მსგავსი პრობლემები, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ.

– გამოძიება რას ამბიბს, ვისი ბრალეულობა იკვეთება?

– გამოძიება, მოკვლევა დაწყებულია კონკრეტულ ინციდენტზე, რის ფარგლებში მეც გამოვიკითხე. ველოდები მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება მავანის და მისი პროდიუსერების „ხულიგნურ“ საქციელს, ამაზე ვაპირებ სამოქალაქო დავის დაწყებას…

– გორის მერიასთან ყველა პრობლემატური საკითხი დაასრულეთ?

– გორის მერია იყო პროექტის. ტექნიკური მხარდამჭერი. ჩვენ მათთან ტექნიკური სახის ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ. ისინი ვალდებულები იყვნენ ტექნიკური მხარდაჭერა შეესრულებინათ პროექტის მიმართ. მე მათთან პრობლემა არ მაქვს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მათი მუშაობით ამ პროექტთან მიმართებაში ბოლომდე კმაყოფილი ვარ… არის საკითხები, რაც ადექვატურ და დროულ გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებდა და ემოციურ ფონზე ვერ მოახერხეს ეს… ვგულისხმობ მუშის დაშავების შემდგომ მათ მიერ მოთხოვნას, რომ პროექტი გადაგვედო.

– სოსო, რატომ გემუქრებათ ერთი ქალბატონი და შესაბამისი ორგანიები თუ დაინტერესდნენ ამ ამბით?

– არ ვიცი ვინ გახლავთ ეს ქალბატონი… ტელეკომპანია „lider tv“-ის ეთერში ამ ფეშენ ვიკთან დაკავშირებით ჩემი ინტერვიუ გავიდა და ამ სიუჟეტის ქვემოთ კომენტარებში ჯერ შეურაცხყოფა მომაყენა და შემდგომ დამემუქრა… ვინაიდან მე მას პასუხი გავეცი მის ასეთ საქციელზე, როგორც მივხვდი ეს ქალბატონი გვარის მიხედვით სვანია და, ეტყობა, სვანურ „სხადნიაკს“ მომიწყობს… რადგან კომენტარებში დაწერა, რომ მომხედავდნენ, წამიყვანდნენ კარგ ადგილას და პასუხს მომთხოვდნენ… სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ ეს წაყვანების და პასუხების მოთხოვნის პერიოდი დიდი ხნის წინ დამთავრდა. მე უდიდესი ნდობა მაქვს ქართველი სამართალდამცავების მიმართ და თუ კი ვიგრძენი საშიშროება ამ მხრივ, აუცილებლად მივმართავ შესაბამის უწყებებებს.

– მასხულიას პიარს ემსახურებოდა ეს ამბებიო. მართალია?

– არა, ტყუილია! გიორგი მასხულიას ჩემი პიარი რად უნდა, ისედაც ცნობილი ტიპია! აქვს თავისი სამოდელო სააგენტო, ანაკლიის მოდის კვირე ული და სამი კონკურსი. გიორგი აბსოლუტურად უსასყიდლოდ დაუდგა ჩვენს მიერ ჩატარებულ ფეშენ ვიკს, თავისი სააგენტოს მოდელებიც კი მოგვიყვანა პროექტში ჩვენებებისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა მას.

– საზოგადიებაში დიდი მითქმა-ამბები მოჰყვა და ფეშენ ვიკის ბიუჯეტს და სინამდვილეში რამდენი იყო?

– მცირე ბიუჯეტი ჰქონდა ამ პროექტს, ვინაიდქნ საქრთველოში პირველად ჩატარდა და ის ნაწილობრივ დაფინანსებული იყო კერძო სახსრებით. მიუხედავად პროექტის მასშტაბურობისა, განვმარტავ, რომ გორის მერიას თანხა არ გამოუყვია ჩვენთვის ამ პროექტისთვის. ზემოთ უკვე აღვნიშნე, რაც შეასრულეს მათ.

– გორის სავალალო ამბავზე რას იტყვით, გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცზე…

– მორალურად ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის ეს ამბავი… ეს ტრაგედია სამუდამოგ გამყვება… თუმცალ რას ვიზაცთ, მომხდარის შეცვლა შეუძლებელია. ვწუხვარ…

– ბოლოს როგორ დაასრულეთ ფეშენ ვიკი?

– ვფიქრობ კარგად… თბილისში, შარდენზე ჩატარდა დახურვის ცერემონიალი. გეგმის მიხედვით იყო ჩვენებები, დაჯილდოება, კონცერტი. საზოგადოებას ამ პროექტით მომავალ წელსაც დავუბრუნდებით.

– რეალურად ამ სფეროში დიდი ჩამირჩენაა და ამაზე რას იტყვით?

– არ ვფიქრობ, რომ დიდი ჩამორჩენაა, თუმცა განვითარება სჭირდება. სხვა ქვეყნებთქნ შედარებით საქართველოში დიზაინერები მაღალ მოდაზე ვერ მუშაობენ, რადგან ამას სჭირდება მეტი ფინანსები და ამიტომ, ისინი ყოველდღიური სამოსის შექმნაზე არიან გადასულები, რადგან შემოსავალი ქონდეთ.

– მოდის სამყაროს განვითარება და ბიზნესად გარდაქმნა შესაძლებელია საქართველოში?

– კი, შესაძლებელია, თუმცა ბევრი ენერგია სჭირდება. მოდა ბიზნესიაა… ჩაცმა და კვება ერთ-ერთი აუცილებელია ადამიანისთვის. თანამედროვეობა და განვითარება კი ყველას სჭირდება.

– სოსო კავკავაშვილზე რას ეტყვით მკითხველს, აინტერესებთ ვინაა ეს კაციო…

– სოსო არის ერთი უბრალო ადამიანიი, რომელიც აკეთებს იმას, რაც მოსწონს. სოსოს რაღაცეები გამოსდის კარგად, რაღაც შეიძლება ვერა, მაგრამ, ის, რაც ვერ გამომივა, სხვამ აკეთოს ჩემზე უკეთესად, ნუ კი გამლანძღავენ… იქნებ მათ უკეთესად გამოუვიდეთ. წარმატებები მისურვებია! სხვათა შორის, შეუძლიათ გუგლში და ვიკიპედიაში მომძებნონ, უხვად დევს ჩემი მონაცემები…

– და სამომავლო გეგმებიც გვითხარი…

– სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემ პროექტებს და იმ სფეროს, რაშიც ვმუშაობ. მიწვევები მაქვს ესპანეთში და პოლონეთში, ვნახოთ. ასევე, ამერიკაში მქონდა საქმიანი საუბარი ერთ ძალიან საინტერესო და წარმატებულ ადამიანთან… ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ…