ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ცნობილი, მსოფლიო დონის მხატვრის შვილია, თავადაც დიდი ხანია რაც საქართველოს ფარგლებს გასცდა და მაინც თავმდაბალია, შრომობს და არაფერს არ ელოდება… ელოდება მხოლოდ საკუთარი ნიჭის ნაყოფს, ისევ მოკრძალებით და ყოველგვარი ხმაურის გარეშე… შესაბამისად, ის ნამდვილი ხელოვანია. ეს ახალგაზრდა მხატვარია, გიორგი კუხალაშვილი.
– გიორგი, სიახლეები გქონიათ სამხატვრო კარიერაში…
– დიახ, ნიდერლანდების ერთ-ერთ გამორჩეულად კულტურულ ქალაქ ოოტმარსუმში, „Ton Schulten“-ის მუზეუმმა ქართველი მხატვრების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენას გახსნას წინ უძღოდა ვრცელი ლექცია საქართველოს კულტურის შესახებ. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ასევე ქალაქ ოოტმარსუმის მერი და საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში, ბატონი გიორგი შარვაშიძე.
– რა პრინციპული მნიშვნელობისა იყო ეს გამოფენა და რას მოგიტანს ის როგორც მხატვარს?
– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა რადგან „Ton Schulten“- ის მუზეუმი ქალაქის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. ამ ქალაქს და მუზეუმს ძალიან ხშირად სტუმრობენ ხელოვნების მოყვარულები და დაინტერესებული ადამიანები. ასევე, დაიგეგმა ჩემი პერსონალური გამოფენა. სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ გამოფენის გახსნას თავად მაესტრო „Ton Schulten“-იც ესწრებოდა. მან თავის წიგნი გადმომცა საჩუქრად. დიდი სტიმული მივიღე დამთვალიერებლების გამოხატული ემოციებითაც.
– ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა რომელ ქვეყანაში იმართება ხოლმე და თუ გქონია იქ მიწვევისა და ნამუშევრების გამოფენის სიამოვნება?
– მქონია მნიშვნელოვანი გამოფენები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ნიდერლანდებს და კონკრეტულად ქალაქ ოოტმარსუმს გამოვარჩევდი, რადგან როგორც უკვე გითხარით, ამ ქალაქში სპეციალურად ჩადიან ხელოვნების მოყვარულები. ის ერთგვარი საგალერეო ცენტრია. ქალაქის მთვარ სანახაობას „Ton Schulten“-ის მუზეუმი წარმოადგენს.
– საქართველოში არ გეგმავ პერსონალურ გამოფენას?
– საქართველოშიც ვგეგმავ ახლო მომავალში პერსონალი გამოფენის გეკეთებას და ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ.
– გიორგი, სამწუხაროდ, მგონი საქართველოში ნახატებს ძალიან იშვიათად ყიდულობენ ქართველები…
– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი დამთვალიერებელი და შემფასებელი, ბევრია ვისაც ფერწერა კარგად ესმის. რაც შეეხება ნამუშევარების შეძენას, – არცთუ ისე იშვიათად ყიდულობენ, უბრალოდ ხშირად ვერ ყიდულობენ, რაგდან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას, სამწუხაროდ, არ იძლევა…
– და ბოლოს, უახლოესი გეგმები რა გაქვს?
– ბევრი პროექტია სამომავლოდ, – ჯერ საქართველოში, შემდეგ ნიდერლანდებში.