ქეთი ლინჩიკი: საქართველო „ივერია – ბრილიანტით“ იმ ცივილურ სამყაროს შეუერთდა, რომელსაც ევროპა და დასავლეთი ჰქვია

2850

2-5 დეკემბერს შშმ პირთ ასიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი – „ივერია – ბრილიანტი“ წარმოგიდგენთ ტრადიციული და თანამედროვე (არავულგარულ, კლასიკურ) მოდას. ფესტივალი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვაკურთხევით. როგორც ცნობილია პროექტი ხორციელდება ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ და ყოველთვიური გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალის“ მეშვეობით, რომელშიც დასაქმებულნი არიან შშმ პირები და სხვა პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალი გამოიცემა 2014 წლის 12 ივნისიდან და ეს პროექტიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვაკურთხევით ხორციელდება.

ფესტივალს სპეციალურ სტუმარად „მის უკრაინა 2018“, მარგარიტა ლეშენკო ჰყავს მოწვეული, რომელიც ამავდროულად მის მსოფლიოს 2018 წლის ფინალისტია. ეს მეტად მნიშვნელოვანია „ივერია – ბრილიანტის“ და საერთოდ, შშმ პირთა საკითხების პოპულარიზაციისთვის. მარგარიტა ლეშენკო საკუთარი ქვეყნის ეროვნულ სამოსს წარმოადგენს და სხვა სიურპრიზსაც პირდება ფესტივალის მონაწილეებს.

„ფესტივალის უმთავრესი მიმართულება სიმღერა, ცეკვა, ხატვა, გობელენი და სხვა სახელოვნებო დარგებია. ამჯერად, ფესტივალის ფარგლებში მოდა შემოვიდა. საინტერესოა შშმ პირის სტატუსის მქონე ქალბატონის, მარინე ქაციბაიას მიერ შექმნილი სამოსის ესკიზები, რომლებიც ჩვენ შეგვიკერეს და სიამოვნებით მოვირგეთ ტანზე, ეს ნამდვილად შემოქმედებაა. ვამაყობ, რომ უშუალო მონაწილე ვარ „ივერია – ბრილიანტისა. ეს შემოთავაზება სიხარულით მივიღე მეც და ჩემმა კომპანიამაც, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება ხელშეწყობა მისი ნიჭის განვითარებისთვის. განსაკუთრებით კი ხელი უნდა შევუწყოთ შშმ პირებს, რომ განავითარონ საკუთარი შემოქმედება და საქმიანობა. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ მსგავსი ადამიანების ხელოვნების მოზიარე გავხდი.საინტერესო პროექტია და მადლობა მის უწმინდესობას, რადგან მისი ეგიდით ტარდება უკვე მეოთხედ, ეს უკვე ტრადიციაა და საქართველო „ივერია – ბრილიანტით“ იმ ცივილურ სამყაროს შეუერთდა, რომელსაც ევროპა და დასავლეთი ჰქვია – მასპინძლობს მსგავს ფესტივალებს და საქართველოდან გაჰყავს შშმ პირები, რაჩა ასახელონ საკუთარი ქვეყანა. მადლობა ფესტივალის დამფუძნებელს და ორგანიზატორებს, რომ საშუალება მოგვეცა ჩავერთოთ მასში, ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს ამ ფესტივალს“, – აცხადებს ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე და ოქროს სპონსორი, „ათი მოტორსის“ დირექტორი, ქეთი ლინჩიკი.

 „შშმ პირთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის, რადგან მათი უფლებები დაცული იყოს და იცხოვრონ საკუთარი შეხედულებებით, ნიჭისა და ინტერესების მიხედვით. საქართველოსთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის მნიშვნელივანი გამოწვევაა შშმ პირთა განათლება, დასაქმება, უფლებების დაცვა და მათი ჩართულობა ნებისმიერ სფეროში, როგორც სახელმწიფო-სამთავრობო და კერძო სტრუქტურებში, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ხელოვნების სფეროში ჩართულობა და მათი შემოქმედების შექმნა-წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ასევე, ფესტივალის უმთავრესი მიზანია შშმ პირთა მოძრაობის, საზოგადოებასა და სახელმწუფო საქმიანობაში აქტიურად ჩართულობა და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მუხლი #349-ის დ პუნქტის დაცვადა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება – განათლება, უფლებების დაცვა, სოციალური პრობლემების მოგვარება, დასაქმება, პოლიტიკურ-სოციალუირი და რელოგიური აღმსარებლობის. როგორც წესი, ფესტივალი ინტეგრირებულია და ჩართულია არაერთი ცნობილი დამწყები ხელოვანი. ამ ეტაპზე „ივერია – ბრილიანტის“ მონაწილე ექვსი ქვეყანაა, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ჩვენ – მასპინძელი საქართველო. ფესტივალის გენერალური პარტნიორი და მხარდამჭერი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძეა. ეს უკვე „ივერია – ბრილიანტის“ რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა ქალაქში იმართება, აღნიშნულ სფეროში რეგიონალური განვითარებისა მიზნით“ –  აღნიშნავს ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

საფესტივალოპროგრამისშინაარსი ასე გამოიყურება: ფესტივალი-ჩვენება ინტეგრირებულია, ინკლუზიური. მონაწილეობენ შშმ პირები და ასევე ცნობილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ყოველი მონაწილისგან წარმოადგენილი იქნება ორი ეროვნული (ნაციონალური) და ერთიც თანამედროვე მოდა სამოსი. ჩვენების დროს არ იზღუდება მონაწილე და მას უფლება აქვს მისი მოდის ჩვენებისას გამოიყენოს საკუთარი მუსიკა, სურვილისამებრ. მოდის ჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი და შშმ პირები. ცნობილი მომღერლებიდან მონაწილეობენ ანი სირაძე, თამარ ალადაშვილი, ნათია ქოროღლიშვილი. ასევე, მონაწილეობს მრავალი საერთაშორისო გრანპრის მფლობელი, „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტის, „დიდი სცენის“ მონაწილე, შაბან მამედოვი. ასევე იმღერებს ანსამბლი „თორდა“.

ასევე წარმოდგენილი იქნება გამოფენა, რომელსაც ცამოიტანს უკრაინა. მარინე ქაციბაიას ესკიზები შეკერეს კოლეჯმა „მერმისმა“ და „ფეშენ ჰაუსმა“.ფესტივალის სამოდელო ნახაზს და მხატვრულ მხარეს „სამოდელო სააგენტრო ნიუ მოდელსი“ ქმნის, თაკო გიგაურის ხელმძღვანელობით. ასევე ამავე სამოდელოს პატარა მოდელები შექმნიან საოცარ განწყობას საკუთარი გამოსვლით.

პ.ს. „ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულები და ლაურეატები 2019 წლის 19-24 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მიემგზავრებიან შშმ პირთა ორ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე… ეს, რა თქმა უნდა, „ივერია – ბრილიანტის“ წარმატებაა, რომელმაც ისევ ორი მონაწილის გამგზავრება დააფინანსა…