საერთაშორისო პრემია – ივერია რუსთავში… წელს უკვე ხუთი ქვეყანა მონაწილეობს

2704

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“ მეექვსე გალა დაჯილდიებას გამართავს, ამჯერად ქალაქ რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში.

„მადლობა რუსთავის მერიას, მერს და ყველას, ვინც ამ საკითხშია ჩართული, რადგან ყველა მონაწილეს, ყველა მხარდამჭერს, სპონსორს თუ ლიტერატურის მოყვარულს, რადგან მათი უანგარო ჩართულობით ჩვენ შევძელით უკვე მეექვსე დაჯილდოების დაგეგმვა. ჩვენი პროექტი ყოველწლიურად იზრდება და წელიწადი მეორეა უკვე, რომ საერთაშორისო ფორმატში ტარდება ანუ პრემია „ივერია“ საერთაშორისო მასშტაბების გახდა. საერთაშორისო ფორმატში პროექტის გადაყვანა იმას ნიშნავს, რომ პრემია „ივერიის“ საშუალებით ჩვენ არაერთ ქართველ შემოქმედს გავუხსნით კარს უცხოეთის ლიტერატურულ წრეებში. ასევე უცხოელ საინტერესო შემოქმედებს შემოვიყვანთ ჩვენი კულტურის გამრავალფეროვნებისთვის და საქართველოში ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებას საშუალებას მივცემთ, რომ თვალსაწიერი გაიფართოვონ და მსოფლიოს თანამედროვე ლიტერატუის ტენდენციებს არ ჩამორჩნენ. ეს ყველაფერი თარგმანების, ფესტივალებისა და პრემია-კონკურსების ფორმატში იქნება გადაწყვეტილი“. როგორც იცით, პრემია „ივერიაში“ პირველი დღიდან არიან ჩართული შშმ პირები, რადგან ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე, 349-ე მუხლის დ პუნქტის შესრულებაზეც ვზრუნავთ. – განაცხადა პროექტისა და პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენ უკვე მეორედ გვიწევს ამ ორგანიზაციასთან, – ნუგზარ ჭიაბერაშვილთან თანამშრომლობა. პირველი თანამშრომლობა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იყო, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. რუსთავი დიდი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფესტივალებისა და პროექტებისთვის მზადაა და მეტ განვითარებას ვცდილობთ ყველა სფეროში. პრემია „ივერიაც“, რომელიც ასევე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს, ჩვენთვის ასევე საინტერესოა, რადგან საერთაშორისო მასშტაბებისაა და განსაკუთრებით ხელოვნებაში, ლიტერატურაში და, აქვე ვიამაყებ კიდევ იმით, რომ ამ პროექტში პირველი დღიდან არიან  ჩართულნი შშმ პირები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. საერთო ჯამში, გალა დაჯილდოებაზე უკრაინა, თურქეთი, იტალია, სომხეთი და აზერბაიჯანი გვეყოლება სტუმრად და მათ შესანიშნავ, თანამედროვე შემოქმედებასაც გავეცნობით. ამ ეტაპზე ხუთი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, რაც ჩვენი ქალაქისთვის დიდი პატივია. ვულოცავ საქართველოს ამ პროექტის ასე გაძლიერებას და უპირველსად – ჩემს რუსთაველებს! შშმ პირების ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია და ევროპული გზის, ღირებულებების და კულტურის დასანერგად, ეს მეტად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია კიდევ იმის გამო, რომ ჩვენ ამ ცივილური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავსი ღონისძიებებისთვის“.

პრემია „ივერიის“ დაჯილდოების ცერემონიალზე ლუკა მარგველაშვილი, მარიამ ბუცხრიკიძე, მონიკა ახვლედიანი, შაბან მამედოვი, თამუნა ლურსმანაშვილი, ლიანა კვაშილავა, დავით გასპარიანცი, თამილა საგინაძე და შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ივერია – ბრილიანტის“ და ასევე სხვა არაერთი ფესტივალის ლაურეატები და გამარჯვებულები იმღერებენ. დაჯილდოებას ქართული ფოლკლორითა და პოპურით თამარ ალადაშვილი და მისი ბავშვთა ანსამბლი „თორდა“ დაამშვენებს.

დაჯილდოების დამსწრეებს სიურპრიზი ელით, ქართულ-უკრაინული ერთობლივი პროექტები… მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთხელ გააოცებენ ნატალია გაისტრუკი და ლუკა მარგველაშვილი. ეს ქართულ-უკრაინული შემოქმედებაც „ივერია – ბრილიანტის“ ფესტივალების შემდეგ დაიბადა. მამანდე კი შაბან მამედოვისა და ლუკა მარგველაშვილის დუეტი იყო სიმღერა „მეგობარი“, რომელიც ასევე ნატალია გაისტრუკის და „ივერია – ბრილიანტის“ მეშვეობით შეიქმნა.

გალა დაჯილდოებას ცნობილი ჟურნალისტები ვანიჩკა პავლიაშვილი და თამაზ სულაძე იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია.მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, სადაც ჩართულია ცნობილი და დამწყები პოეტები, მწერლები, მსჯავრდებულები, შშმ პირები, საქართველოს ეროვნული უმცირესობები და უცხოელი მწერლები, ასევე ხატმწერები, მხავრები და ფოტოხელოვანები…

პროექტის მოკლე შინაარსი: ქართული პროზა-პოეზიის, ხატწერის, ხატვის და ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია. პროექტში ყოველთვე მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი (ე.წ. შშმ პირი), ერთი მსჯავრდებული – პატიმარი იკითხება მისი შემოქმედება), ერთი სასულეირო პირი და სხვა ათამდე პოეტი.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების (შშმპ) და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-ადაპტაციას, საზოგადოებისთვის მათ გაცნობას და ცხოვრების შემდგომ მოტივაციას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, მათი სოციალური პრობლემების გადაჭრას ცნობილი საზოგადო (პოეტებისა და მწერლების ხელოვანების და საზოგადო) მოღვაწეების დახმარებით.

პროექტის ფარგლებში შემოსული მასალები – შემოქმედება, იბეჭდება ჟურნალ „ქართულ ელიტაში“ და „ანსაკუთრებულ ჟურნალში“ და სხვა არაერთ გამოცემაში. პრემიის ლაურეატთა შემოქმედება გამოიცემა წიგნებად. პროექტის პოპულარიზაცია ხდება ასევე სხვადასხვა ინტერნეტგამოცემების, რადიო, ტელევიზიის, სოციალური ქსელის, მცირე კლიპების (რომლებიც იტვირთება სოციალურ ქსელებში და ასევე YOTUBE.COM-ზე), ასევე, იბეჭდება ქართულ, რუსულ,იინგლისურ, სომხურ გამოცემებში. პროექტის გენერალური საინფორმაციო მხარდამჭერია და მუდმივად აქვეყნებს ინტერნეტგამოცემა – WWW.QELITE.INFO-ზე.

პროექტი უკვე მეექვსე წელია, რაც მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – თუშეთი, ყვარელი, რუსთავი, საგარეჯო, გურჯაანი – კაჭრეთი, ხობი, გარდაბანი, მცხეთა, ქუთაისი, საგურამო, თბილისი, გორი, საჩხერე, ქუთაისი და სხვა, რის შედეგადაც აღდგა ხალხოსნობა – მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სურვილი. პროექტი მოძრაობას იწყებს უცხოეთში.

მაშ ასე, 2020 წლის 3 მარტს, გელოდებით რუსთავში… დასწრება თავისუფალია!