„ივერია – ბრილიანტის“ ჟიური და სამომავლო ამბები

2378

„ივერია – ბრილიანტის“ ნახევარფინალები დასრულდა. პირველი ონლაინ ფესტივალის მონაწილეებს წინ დიდი და საინტერესო ამბები ელით! უკვე ორი თვეა, რაც მღელვარება და გამარჯვების მოლოდინი ყოველი მათგანის მეგზურია.

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი

„მალე ფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც იმღერებენ ნებისმიერ, მონაწილისთვის სასურველ ორ სიმღერას. მონაწილეს შეუძლია უკვე გამოქვეყნებული სიმღერებიდან ნებისმიერის განმეორება, თუნდაც ორივე სიმღერაში, შესაძლებელია დუეტის განმეორებაც. ფინალის პირველი სიმღერა 2020 წლის 5 ოქტომბერს გამოქვეყნდება www.qelite.info-ზე და შესაბამისად www.yotube.com-ზე, ხოლო მეორე სიმღერა ამავე წლის 12 ოქტომბერს. ფინალის ანუ ფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება გალაკონცერტზე – 2020 წლის 25 ოქტომბერს. მანამდე კი იქნება მოულოდნელი ამბები და სრული მღელვარება ამ სფეროში.

იურეკ ტურეკი, პოლონეთი

უნდა აღინიშნოს, რომ „ივერია – ბრილიანტის“ მონაწილეებთან ერთად ბევრი ცნობილი მომღერალი მღერის დუეტებში: თამარ ალადაშვილი – ლუკა მარგველაშვილთან, გოჩა ჭაბუკაიძე – მარიამ ბუცხრიკიძესთან, მონიკა ახვლედიანთან – ცნობილმა და წარმატებულმა ანსამბლმა „რეხეული“, თამუნა ლურსმანაშვილთან – ასევე გურიის ცნობილმა ანსამბლმა „შემოქმედმა“, თაკო საგინაძესთან კი – ანსამბლმა „ბათუმელებთან“ იმღერა, ხელმძღვანელი თემურ დოლიძე. უკრაინელებმაც ჩართეს დღვანდელობის ძალიან ცნობილი მომღერალი ინეზა პადოლიანი, ჩვენი ფესტივალის მონაწილე – ანნა მატვეევასთან ერთად. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებმაც იგივე მიმართულებით იმუშავეს, ჩამონათვალს აღარ გავყვებით… ასე რომ, ფესტივალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია ამ ეტაპზეც შესრულებულია და ინტეგრირებულ მიმართულებას საფუძველი ჩაყრილი აქვს, რასაც მეტი განვითარება და წარმატების მოტანა შეუძლია საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

ციური მჭედლიშვილი

ონლაინ ფესტივალმა „ივერია – ბრილიანტმა“ შეძლო ის, რომ მონაწილეებს მეტი მოტივაცია მისცა, სიმღერისა და მუსიკისადმი მათი დამოკიდებულება გახდა ყოველდღიური და აიმაღლეს კვალიფიკაცია, მეტი სიმღერა შექმნეს და რეპერტუარი გაიმდიდრეს. „ივერია – ბრილიანტის“ საშუალებით დღეს უკვე პროფესიონალურ დონეზე უდგებიან საქმეს. გაჩნდა რეალური კონკურენცია და სურვილი იმისა, რომ გახდნენ წარმატებული მომღერლები. აქვთ ახალი ინტერესები და სხვა სიმაღლეების დაპყრობისათვის ბრძოლის სურვილი. დღემდე თუ სამოყვარულოდ მღეროდნენ და მხოლოდ ოცნებაში ჰქონდათ სცენა დიდი თუ მცირე, ახლა უკვე სცენის ხშირი სტუმრები არიან და ბევრი მათგანი იდგა დიდ, საერთაშიროსი სცენებზე და ეს ყველაფერი „ივერია – ბრილიანტის“ დამსახურებით.

დუტა სხირტლაძე

დიდი და ლამაზი წარმატება გვინდა მათთვის, ეს ფესტივალიც სწორედ ამისთვის შეიქმნა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, მისი ოცნებაც ესაა, რომ მათი განსაკუთრებული ნიჭი გამომზეურდეს და რეალიზება მოხდეს ჩვენი ქვეყნის სასახელოდ.

არმენ ალავერდიანი, სომხეთი

საინტერესო ინფორმაცია: საქართველოს გამარჯვებული პირველი, მეორე და მესამე ნომრები (და კიდევ რამდენიმე სხვა ნომინანტი) გაემგზავრება პოლონეთში, რუმინეთსა და უკრაინაში მსგავსი შინაარსის საერთაშორისო ფესტივალებზე, რა თქმა უნდა, „ივერია – ბრილიანტის“ და „განსაკუთრებული ჟურნალის“ მხარდაჭერით, რაც მონაწილის მგზავრობის დაფინანსებას გულისხმობს. ხოლო ადგილზე პარტნიორი ორგანიზაცია-ქვეყანა უზრუნველჰყოფს დანარჩენ ხარჯებს.

ლუცია ტერბენი, რუმინეთი

ჟიურის ყველა წევრი ცნობილი და პროფესიონალია ხელოვნებასა თუ შშმ პირების საკითხებში. რა თქმა უნდა, ჟიურის შემადგენლობა სხვადასხვა სფეროს მაღალი რანგის პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დუტა სხირტლაძე, ირაკლი ტაბაღუა, მომღერალი გიორგი წერეთელი, ლეგენდარული ანსამბლ „ივერიის“ ერთ-ერთი წევრი, ქეთი ჰილარი, ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერი, ბიზნესმენი, ციური მჭედლიშვილი, იურეკ ტურეკი – პოლონეთი, შშმ პირთა ფესტივალის „ინტეგრაცია ხმით“, ლუცია ტერაბენი – რუმინეთი, შშმ პირთა ფესტივალის „პორტატული ინიმილორი – ინტეგრირებული მუსიკის საშუალებით“, დიმიტრი შვეცი – უკრაინა, შშმ პირთა ფესტივალის „შესაძლებლობა საზღვრებს გარეშე“, აიდოღან ტოპალი – თურქეთი, ერთ-ერთი ცნობილი თურქი მომღერალი, არმენ ალავერდიანი – სომხეთი, შშმ პირთა უფლებების დამცველი და დამსაქმებელი“, – გვაცნობა ფესტივალის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი წერეთელი

შშმ პირთა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია ბრილიანტი“ 2020 წლის 13 ივლისს და მოიცავდა შემდეგი სახის მუსიკალურ აქტივობებს: პირველი ეტაპი: 1. მშობლიურ ენაზე, სოლო სიმღერა (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც); 2. უცხოური სოლო (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც); 3. დუეტი ცნობილ მომღერალთან ერთად (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც); 4. აკაპელა ცოცხალი შესრულება (ნებისმიერი სიმღერა) შესრულება მუსიკის, (მინუსის) გარეშე; მეორე ტური 1. ხალხური ფოლკლორი; 2. ერთი სიმღერა ცოცხლად ინსტრუმენტთან, თავად მონაწილე-შემსრულებელმა ან პარტნიორობას უწევს სხვა შშმ პირი ან არა შშმ პირი; 3. შშმ პირთა ჰიმნი, – ყველა მონაწილემ თავის ქვეყანაში შშმ პირთათვის ან შშმ პირთა ფესტივალისთვის შექმნილი ჰიმნი ან საკუთარი ქვეყნის ჰიმნი (მინუს ფონოგრამა, შესაძლებელია ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც); მესამე ფინალური ეტაპი: ნებისმიერი ორი სასურველი სიმღერა სასურველ ფორმატში – სოლო, დუეტი, გუნდთან ერთად, აკაპელა და ა.შ..

ქეთი ლინჩიკი

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ფესტივალის ორგანიზატორი და განმხორციელებელია ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“ და საქართველოში პირველი გამოცემა „განსაკუთრებული ჟურნალი“, რომელშიც 18 შშმ პირია დასაქმებული სხვა არაერთ ჟურნალისტთან ერთად.

დიმიტრი შვეცი, უკრაინა

პ.ს. ფესტივალის მონაწილეებს და გულშემატკივრებს გთხოვთ, რომ დღემდე გამოქვეყნებული საფესტივალო ყველა ნამღერი ან წარდგენა ყოველდღიურად გამოაქვეყნოთ ფეისბუქსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რათა ფესტივალი გახდეს მეტად პოპულარული! მადლობა წინასწარ!

აიდოღან ტოპალი, თურქეთი
ირაკლი ტაბაღუა
ნუგზარ ჭიაბერაშვილი