ივერია – ბრილიანტის ფესტივალი მის უწმინდესობასა და უნეტარესობა მიეძღვნება

1538

„ივერია – ბრილიანტის“ ფინალისტების გამოვლენა და დაჯილდოება 2020 წლის 25 დეკემბერს გაიმართება. ფესტივალის დაჯილდოების გადატანა კოვიდის გამო ანუ გარკვეულმა შეზღუდვებმა გაოიწვია.

„ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს მონაწილეების, ასევე უცხოელი მონაწილეების წინაშე, ამიტომ თავიდანვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე გაიმართება. პირველი და მოცემულ გარემოებაში დაჯილდოებისა და გალაკონცერტის საუკეთესო ვერსია იქნება შერეული ტიპის – საქართველოს წარმომადგენლების რეალურად კონცერტზე გამოყვანა, ხოლო უცხოელი მონაწილეების კი ლაივით ჩართვა (ზუმით) და მათი სიმღერების ვიდეოჩანაწერებით გაშვება. მეორე ვერსია იქნება მხოლოდ ონლაინ დაჯილდოება (ზუმის სშუალებით).  როდესაც მოიხსნება კოვიდის შეზღუდვები, მაშინ აუცილებლად გავმართავთ გალა კონცერტს რეალურ სივრცეში.

წლევანდელი ონლაინ ფესტივალის გალა დაჯილდოება და კონცერტი მისი უწმიინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის აღსაყდრების დღეს (წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს) გაიმართება. ეს ერთგვარად ნიშნეულიცაა, რადგან „ივერია – ბრილიანტი“ ხომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს, შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება, რომელიც 25 დელკემბერს გაიმართება, მიეძღვნება ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს“, – აცხადებს ფესტივალის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

ბევრი სიურპრიზი ელით მონაწილეებს და გამარჯვებულებს, ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორები სამომავლოდ ფესტივალის უფრო მასშტაბურად გარდაქმნას აპირებენ.

„ჩვენ ყველა სპონსორისა და პარტნიორის მადლიერი ვართ, ვინც კი ონლაინ ფესტივალს დაუჭირა მხარი (რა თქმა უნდა, წინა ფესტივალებსაც), შესაბამიდსად, ჩვენ მათ განსაკუთრებული, მეტად საპატიო ჯილდოებით დავამშვენებთ, რადგან ყოველმა მათგანმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს და მსოფლიოს შშმ პირთა ხელოვნების განვითარებაში, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში და სამომავლო პერსპექტივებში“, – ამბობს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ფესტივალი, რადგან იგი პირდაპირ ეხმიანება და რეალიზებას ახდენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.

„ვიცით და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი მონაწილოეების მღელვარებისა და მოლოდინისა, რომ ვინ გახდა გამარჯვებული და ვინ მიიღებს საგზურებს უცხოეთში მსგავს ფესტივალებზე. სულ ცოტა მოთმინებაც და ყველაფერი ცხადი გახდება. შევახსენებთ მონაწილეებს და გულშემატკივრებს, რომ გამარჯვებული ზარების მიხედვით გამოვლინდება, ხოლო სხვა გამარჯვებულებს ჟური გადაწყვეტს. აქვე ერთ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდით მონაწილეებს: ფესტივალის დასრულების შემდეგ შეიქმნება კლიპი საფესტივალო ჰიმნისთვის, რომლის ტექსტის ავტორი ლადო კახაძეა, ხოლო მუსიკა თამარ ალადაშვილისა, არანჟირება კი ზაზა გოჩიტაშვილისა. კლიპი იქნება ორი ვერსია და ამ ეტაპზე ორივე ვერსიას საიდუმლოდ დავტოვებთ“, – გვითხრა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

ონლაინ ფესტივალმა მონაწილოე შშმ პირებს მეტი განვითარება და წარმატება მოუტანა. დაეხმარა ახალი მიზნების დასახვაში და გაამდიდრა მათი რეპერტუარი. ფესტივალის დამფუძნებლის განცხადებით, ყველა მონაწილეს ექნება შემდგომი განვითარების საშუალება, რაც მათ წარმატებას განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ რეჟიმში საქართველომ პირველმა გააკეთა.

ფინალისტები:

მონიკა ახვლედიანი

შაბან მამედოვი

თამილა საგინაძე

მაია ანთიძე

ტატიანა ბატურინა

ალექსანდრე კაზაკი

ლუკა მარგველაშვილი

ნინო ნაფიშვილი

თამუნა ლურსმანაშვილი

ნერმინ ალიევა

ამელია ნებესნაია

ჯულია ვალჩინა

ქრისტინე ჰოვანესიანი

ანნა მატვეევა

მარიამ ბუცხრიკიძე

ვიქტორია დერენიუკი

ივან გრიცავი

სალომე დაღუნდარიძე

დავით გასპარიანცი

მარეხი მურღულია

აგატა პავლოვსკა

ფესტივალის დამფუძნებლის ფავორიტები, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ, რომ ფესტივალს და მსოფლიოს დაამახსოვრონ თავი:

ჯულია ბაგინსკა

ედუარდ ვიორელ სჩეულიკი

სელიმ და ქერიმ ალთინოკები

ხოლო სპეციალურ სტუმრად იქნება მოწვეული ლიანა კვაშილავა, რომელიც შეასრულებს მეგრულ სიმღერას.

Iveria – Brilliant Festival is dedicated to His Holiness and Beatitude

The announcement and awarding of the finalists of “Iveria – Brilliant” will be held on December 25, 2020. The move to the festival awards was due to Covid or due to certain restrictions.

“We have a great responsibility to both Georgian and foreign participants, so we would like to inform you from the very beginning that December 25, 2020 will be held without any reason. In the first and given circumstances, the best version of the award ceremony and gala concert will be a mixed type – actually bringing the Georgian representatives to the concert, while involving foreign participants live (zooming) and launching video recordings of their songs. The second version will only be online rewards (via zoom). When Covid’s restrictions are lifted, then we will definitely hold a gala concert in real space.

This year’s online festival gala awards ceremony and concert will be held on the day of the enthronement of His Holiness and Beatitude Ilia II (Commemoration Day of St. Spiridon Triumphantel). This is somehow significant, because “Iveria – Brilliant” is with the blessing of His Holiness and Beatitude, therefore, this event, which will be held on December 25, is dedicated to His Holiness and Beatitude, the Catholicos Patriarch of All Georgia, Ilia II. Chiaberashvili.

Many surprises await the participants and winners, the festival founder and organizers plan to transform the festival on a larger scale in the future.

“We are grateful to all the sponsors and partners who have supported the online festival (of course, the previous festivals as well), therefore, we will decorate them with special, highly honorable awards, because each of them has made a great contribution to the development of art in Georgia and the world. In presenting on the international arena and in the future perspectives“, – said Nugzar Chiaberashvili.

This festival is very important because it directly responds to and implements Article 349 d of the Georgia Association Agreement with the European Union.

“We know and understand very well the excitement and expectations of our participants as to who became the winner and who will take trips abroad to similar festivals. At least be patient and everything will become clear. Remind participants and fans that the winner will be revealed by the bells, while the other winners will be decided by the jury. Here we will provide one interesting information to the participants: after the festival, a clip for the festival anthem will be created, the text of which is written by Lado Kakhadze, and the music will be composed by Tamar Aladashvili, and the arrangement will be composed by Zaza Gochitashvili. There will be two versions of the clip and at this stage we will keep both versions secret“, – Nugzar Chiaberashvili told us.

The online festival brought more development and success to the participants with disabilities. Helped set new goals and enriched their repertoire. According to the festival founder, all participants will have the opportunity for further development, which will determine their success.

We would like to remind you that Georgia was the first to make the International Festival of Song, Dance and Art for Persons with Disabilities online.

Finalists:

Monica Akhvlediani

Shaban Mammadov

Tamila Saginadze

Maia Antidze

Tatiana Baturina

Alexander the Cossack

Luka Margvelashvili

Nino Napishvili

Tamuna Lursmanashvili

Nermin Aliyeva

Amelia Nebesnaia

Julia Valchina

Christine Hovhannisyan

Anna Matveeva

Mariam Butskhrikidze

Victoria Derenyuk

Ivan Gritsavi

Salome Dagundaridze

David Gasparyants

Marekh is Murghulia

Agatha Pavlovska

Favorites of the festival founder who have a great chance to be remembered by the festival and the world:

Julia Baginska

Edward Viorel Seleuc

Selim and Kerim Altinok

A special guest will be Liana Kvashilava, who will perform a Megrelian song.