ლაშა ჩხენკელი: კარმა – ესაა პასუხისმგებლობათა დიდი სია, რომელიც დასასრულებელია გაცნობიერებითა და სინანულით, ან გამოსყიდვით

3258

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ხშირად საუბრობენ, უფრო სწორად ცხარედ კამათობენ კარმაზე და მისეულ ვალდებულებებზე და ამდაგვარ პრობლემებზე… რთულია ადამიანებს დააჯერო და აუხსნა ერთი ლექციით ან ერთი წიგნის საშუალებით, კარმის მნიშვნელობა მუდმივი სწავლებაა…

კარმაზე კამათობენ რელიგიურ-სარწმუნოებრივი კუთხითაც და თითქმის ვერასოდეს ვერ მიდიან ერთ აზრამდე, ერთ სწორ დასკვნამდე, რომ მისი მიხედვით იხელმძღვანელონ ადამიანებმა…

ამიტომ, ჩვენს რუბრიკას ვაგრძელებთ ცნობილ ეზოთერიკოსთან, ლაშა ჩხენკელთან და ვიმედოვნებთ ჩვენი გამოცემის საშუალებით მიწოდებული მრავალმხრივი და ვფიქრობ ამომწურავი ინფორმაცია, საზოგადოების ცნობიერებას აამაღლებს და შესაბამისად სწორი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს მომავალი უკეთესი ცხოვრებისთვის…


– ლაშა, რა არის კარმა?
– კარმაარის მიზეზ-შედეგობრიობა, კანონზომიერება, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი მოცემულობის მიზეზსა და შედეგს შედეგამდე განვითარებული პროცესიანად, რომელ პროცესშიც, ნებისმიერი მომენტი და წერტილი, თავის მხრივ, თავად წარმოადგენს „საბოლოო“ შედეგამდე მოვლენათა მიმდინარეობის როგორც ერთი კონკრეტული ეტაპის შედეგს, ასევე ამ ერთ კონკრეტულ ეტაპზე მიზეზს – მოვლენის შემდგომი განვითარების ლოგიკური მოდელით მსვლელობისა „საბოლოო“ შედეგამდე. მარტივად რომ ვთქვათ, როცა საუბარია კარმაზე, საუბარია მუდმივ დინამიკაში ლოგიკურ და კანონზომიერ მოძრაობაზე, მოქმედებაზე, ცხოვრებაზე, აზრების, ემოციებისა და ქცევების ერთობლიობათა მოდელზე, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის კიდეც რეალობას. ამიტომ, ამ შემთხვევაში, „კარმის“,იგივე „ბედისწერის“  შემოქმედი არის გონიერი არსება (ადამიანი) თავისი ნებით და მუდმივი არჩევანით, სხვათა არჩევანის უპირატესობით, ან ინდივიდუალური არჩევანის არარსებობის პირობებში ინერციით.
„კარმას“, ამ რეალობაში, პირველად ადამიანი ეხება ჯერ დაბადებისთანავე, როცა ადამიანი იბადება კონკრეტულ ლოკაციაზე (ქვეყანაში), კონკრეტულ ოჯახში, კონკრეტული მშობლების შვილად, რადგან ეს უკვე განპირობებულია დაბადებამდე, როგორც შედეგამდე არსებული მიზეზთა მთელი ბუკეტით. დაბადებისას ხდება ინდივიდუალური ცნობიერების (ე. წ. სულის) ხორცშეხსმა, რომელი ცნობიერებაც, კონკრეტულ განსხეულებამდეც არსებობდა და რადგან განსხეულდა, მან, ბუნებრივია, მიზეზებიც მოიყოლა თან ამ ცხოვრებაში, რა მიზეზებიც, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ მეტ-ნაკლებად, უკვე წინასწარ განსაზღვრავს ამ ადამიანის ცხოვრების კალაპოტს კონკრეტული ნიჭიებითა და უნარებით, კონკრეტული გენეტიკური მემკვიდრეობით, ვიზუალითა და კონკრეტულ სოციალურ გარემოში მოხვედრით.
ეს კანონზომიერება ადასტურებს ზუსტად ინდივიდუალური ცნობიერების მრავალჯერ დაბადება-გარდაცვალების ციკლის ჭეშმარიტებას, ასე ვთქვათ, რეინკარნაციის (ინკარნაცია, როგორც დაბადება, ხოლო რეინკარნაცია – განმეორებით დაბადება) დოგმასაც კი! მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი იბადება წინა ცხოვრებებიდან წარმოქმნილი იმპულსის საფუძველზე და წინაინკარნაციული რესურსით, გამოცდილებით, უკვე ჩამოყალიბებული ბუნებით შესაბამის გენეტიკურ შტოში. სწორედ აქედანვე იწყება, გაცნობიერებული ცხოვრებისთვის ბავშვის აღზრდა-განვითარება, ხოლო მეტ-ნაკლებად და მთლიანად ზრდასრული ასაკიდან, გადმოყოლილი რესურსით იწყებს თესვას, რასაც აუცილებლად მოიმკის ჯერ ამავე ცხოვრების კონკრეტულ პერიოდებში და, შესაძლოა, გადაიტანოს კიდეც შემდეგ ინკარნაციაშიც…


კარმის დაბინძურება როგორ ხდება ანუ საფუძველი საიდან ჩნდება?
საიდან და ინდივიდუალური ცნობიერების პირველივე „დაცემიდან“, მატერიაზე მიჯაჭვიდან, თვითიდენტიფიკაციის პირველივე დამახინჯებიდან და, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ამ ცხოვრებაში არ მომხდარა. როცა საუბარია პირველ „დაცემაზე“, იგულისხმება პირველი ინკარნაცია, ამ შემთხვევაში, მზის სისტემაში პირველად დაბადება, რომელიც, შესაძლოა, რამოდენიმე ასეული ათასობით წლის წინათაც მომხდარიყო არა მხოლოდ დედამიწაზე… ამ კონკრეტულ ცხოვრებაში კი, რასაც აქ შეგვიძლია დავაკვირდეთ, კონკრეტულ ქმედებებზე პასუხისმგებლობებით გროვდება ან ერთდროულად გროვდება და ბინძურდება კიდეც  კარმა. ქმედებაში კი, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ხილულად გადადგმული ნაბიჯები იგულისხმება, არა! ქმედება ნიშნავს როგორც აზროვნებას – კეთილგონიერებასა თუ ჩუმ ბოროტ ჩანაფიქრებს, ასევე ემოციურ ვიბრაციებს, ემოციურ რეაქციებს – სიყვარულს, სიძულვილს, ემპათიას, სისასტიკეს და. ა. შ.! რა თქმა უნდა, ხილულ ქმედებას, სწორედ ეს ნატიფი ენერგიები განსაზღვრავენ, ანუ აზრები და ემოციები…
შთამომავლობითი კარმა და მისი პრობლემები განვმარტოთ…
როგორც ზემოთ აღვწერეთ, როცა ინდივიდუალური ცნობიერება წინასწარგანპირობებული მიზეზთა ბუკეტით იბადება კონკრეტული მშობლების შვილად, ეს განპირობებული მოცემულობა გახლავთ გენეტიკური მემკვიდრეობაც ხომ? ამიტომ, უწინარესად, იმპულსი, თუ რატომაც დაიბადა კონკრეტულ გენეტიკურ შტოში, ინკარნატის მიერ წინა ცხოვრებებში მოგროვებული და გენერირებულია. შთამომავლობითი კარმაც სწორედ ის მოდელია, რა მოდელშიც, წინაინკარნაციული  შესაბამისობით დაიბადა „სული“. ამ მოდელში, ანუ შთამომავლობით, გენეტიკური ხაზით მიღებულ საგვარეულო „ქვაბში“ ადამიანს მოუწევს ე, წ, კარმული ვალების გადახდა, გამოსყიდვა და საგვარეულო ნეგატიური მიმდინარეობის თავის თავზე შეჩერება მიზეზთა შესახებ სწორად ინფორმირების საფუძველზე გაცნობიერებული ცხოვრების გაგრძელებით…
კარმის განწმენდა როგორ შეიძლება?
– ამ კითხვაზე, უკვე ზემოთ თითქმის გავეცი კიდეც პასუხი, თუმცა დავამატებ, რომ კარმა არ იწმინდება მიზეზებში წვდომისა და მათი გაცნობიერების, სინანულის გარეშე, არც რაიმე გარე ზემოქმედებით (მაგიური რიტუალით) და არც რაიმე მარტივი სხვა გზით. კარმა – ესაა პასუხისმგებლობათა დიდი სია, რომელიც დასასრულებელია გაცნობიერებითა და სინანულით, ან გამოსყიდვით. ის არ ექვემდებარება უცებ მისი ერთი ხელის მოსმით გაქრობის ილუზიას. კარმისგან „გაწმენდა“ განღმრთობაა საბოლოო ჯამში, მაგრამ არსებობს ეგეთი ფრაზაც – „კრმის კორექცია“, რაც, ბუნებრივია, უფრო ხელმისაწვდომია და უფრო მარტივი, რადგან კორექცია გულისხმობს არა მთლიანად მიზეზ-შედეგობრივი მარყუჟისგან გათავისუფლებას, არამედ კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი მიმდინარეობებისთვის კალაპოტის შეცვლას მოსალოდნელიარასასურველი შედეგის თავიდან აცილების მიზნით. ესეც კი, ამ კონკრეტული მიმდინარეობის მიზეზებში წვდომის საფუძველზე გაცნობიერებული ცხოვრების გაგრძელებითაა შესაძლებელი. არსებობს კიდევ – ერთი ადამიანის ხსნა სხვა ადამიანის მიერ თავის თავზე იმ ერთის პასუხისმგებლობის აღებით ან გამტარუნარიანობით, ლოცვით. მსოფლიოში, კაცობრიობის კარმის გლობალური განმუხტვის მაგალითია მაცხოვრის მიერ საკუთარ თავზე კაცობრიობის ცოდვების აღება და მსხვერპლად საკუთარი თავის შეწირვა, ჯვარცმა და გარდაუვალი აღდგომა…
ეკლესიურად როგორ ხდება კარმის განწმენდა და როგორ შეიძლება სხვანაირად ანუ შენი ვერსიით?
– ეკლესიურ და სარიტუალო ნაწილში ამას აღსარება და ზიარება ჰქვია, თუმცა ძალიან ხშირად, ეს ვერ ხერხდება ხოლმე, რადგან თუ ეს აღსრულდა, განმეორებით ადამიანი ვეღარ მიუბრუნდება იგივე ცოდვას, რადგან ზიარების აქტი ნიშნავს სულიწმიდის მმართველობას ადამიანის ცხოვრებაში და ასეთი წარმმართველობით, შეუძლებელია, ადამიანმა განმეორებით შესცოდოს იგივე…
ჩვენ, ეკლესიის წევრებს (და არა მხოლოდ გარეგნული რელიგიური ინსტიტუციის მრევლს) შეგვიძლია (თუ ამის კომპეტენცია გაგვაჩნია) მხოლოდ მიზეზებში წვდომისთვის და გაცნობიერებისთვის პაციენტის ინფორმირება, თუნდაც მისთვის უმაღლესი ნათელი იერარქიისადმი მიმართვა აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ აქ უნდა იქნეს გათვალისწინებული პაციენტის მზაობა და ნებაც – გაცნობიერებისთვის, სინანულისთვის და მიზეზთა აღმოფხვისთვის…
საბოლოოდ, სრულ ამ პროცესს და აქტს ჰქვია კათარზისი. ეს ხდება მხოლოდ „მე და ღმერთის“ პრინციპით, უშუალოდ, მარტოდ, როგორც ჩვენთვის მაგალითი -მაცხოვარი(„მე ვარ გზა“) 40 დღით უდაბნოში… კათარზისი ესაა ზოგადი ცოდვილი ტენდენციის ნაწილობრივი აღმოფხვრა, რისკენაც მაცხოვარი მოგვიწოდებს – მოკვდით ხორცისთვის, რათა დაიბადოთ სულშიო და ეს ერთდროული სიკვდილი და დაბადება ხდება ინდივიდუალური ცნობიერების მე-4 განზომილებაში ტრანსმუტაციისას, იგივე ნათლისღებისას, როცა სამი სამყაროზე მეუფების ნაცვლად „ადეპტი“ (განვითარებადი ცნობიერება) ირჩევს უფრო ზედა ცაზე, მე-4 ცაზე ამაღლებას. მე-4 განზომილების პირდაპირი სინქრონული ვიბრაცია აქვს მე-4, ე. წ. გულის ჩაკრას, რომელიც აბსოლუტურ ემოციას მართავს და ეს აბსოლუტური ემოცია, სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული, სადაც ადამიანის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება ცნობიერდება, რომელ ცნობიერშიც ერთმანეთს ერწყმის უკვე არაცნობიერი და ქვეცნობიერი.ამ დროს, ადამიანის სამივე ჰიპოსტასი მთლიანია – გონებაც, ემოციაც და სხეულიც სინქრონულად იწყებს ფუნქციონირებას და სწორედ ესაა განწმენდა, პირველი კათარზისი და ეს ნამდვილად არაა მარტივი გზა…
და რომელი უფრო სწორია, მართალი და ღმერთთან ახლოს, რომ ადამიანი არ დაზიანდეს მეტად?
– სამივე – ჩვენი, როგორც ეკლესიის წევრების საერო მდგომარეობიდან ინდივიდუალური ძალისხმევით საკუთარი თავისახსნა, ასევე ამით სხვათა ხსნაც (მაცხოვარი ბრძანებს – გადაირჩინე თავი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან), აგრეთვე სასულიერო იერარქიის ჩართულობითაც…
რეალურად, ბუნებაში ბევრი ცუდი რამ ხდება… როგორ უნდა აარიდოს ადამიანმა თავი, რომ მისი კარმული ველი არ დაზიანდეს?
– მუდამ იფხიზლოს! ეს მოწოდებაც მაცხოვრისგანაა…
დღეს ვინ არიან ყველაზე დიდი ცოდნის მატარებლები შენს სფეროში და ვის შეუძლია ადამიანების დახმარება?
– ამ კითხვაზე როგორ უნდა გიპასუხოთ, როცა მაცხოვრის სწავლებათადგან ერთ-ერთი მიგვანიშნებს, რომ ჩვენს შორის პირველი არის ბოლო, ხოლო ბოლო კიდე – პირველი? ისევე, როგორც ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია, ყველაზე დიდი მკურნალიც იგი თავადაა… ცოდნა – ცნობიერების მდგომარეობაა, ფხიზელი და დაწმენდილი ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ინფორმაციის პირველწყაროდან და აზიაროს ყველა შესაბამისად მზადმყოფი ცოდნასმოწყურებული ადამიანი ისიც იმ დოზით, რა დოზითაც დაღეჭილ ლუკმას არ გაუზიარებს და დათვური სამსახური არ გაეწევა… ასეთი მცოდნე ადამიანი კიდე, შესაძლოა, ნებისმიერი იყოს, შეიძლება ჩანდეს, შეიძლება არც ჩანდეს საზოგადოებაში, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ დროა, დამთავრდეს ავტორიტეტების მიმართ თაყვანისცემის ტენდენცია და მცოდნეც, ყველაზე „მაგარი ტიპიც“ და ღმერთიც ყველამ საკუთარ თავში, ჩვენში აღმოვაჩინოთ…
რამდენად საშიშია, რომ არ განიწმინდოს ადამიანი კარმულად?
– იმდენად, რამდენადაც ელემენტარული ჰიგიენის წესების დარღვევაა საშიში ინფექციური დაავადებების თვალსაზრისით…
კარმა რამდენ თაობაზე გადადის?
– გააჩნია სიმძმეს… უკიდურესი ტალღა, როგორც ცნობილია, 7 თაობაზე ვრცელდება ხოლომე.


რა შემთხვევა გინახავთ კარმული ვალის ყველაზე ცუდი შედეგი?
– ყველაფერი, რაც ადამიანს თავს გადახდება ხოლმე, უმაღლესი კანონზომიერებით,მის სასარგებლოდ ხდება, რათა გამოფხიზლდეს და სულიერად განვითარდეს, განიღმრთოს საბოლოო ჯამში…
ჩმეთვის ცუდი და კარგი ერთი და იგივეა და აღვიქვამ, როგორც მიზეზსა და შედეგს, რომელიც უმაღლესი განგებულებითაა დაშვებული და შეუძლებელია, ეს დაშვება იყოს ცუდი!
განმარტეთ სიტყვის ძალა და მნიშვნელობა, რომელმაც შესაძლოა კარმული ველის გაუკუღმართება და შემდეგ სხვადასხვა სახის ზიანი გამოიწვიოს…
– ზემოთ უკვე განვმარტე, რასაც შეუძლია კარმის აკიდება და ზიანის მოტანა – აზრებს, ემოციებს და აქედან განპირობებულ ქმედებებს მყარ მატერიაში და სიტყვა – ეს ემოციის პროდუქტია, შესაბამისად, სიტყვის მაგიური ძალა მნიძნელოვანია კარმის დაბინძურებაშიც და კორექციაშიც. „შეძახილმა ხე გაახმოო“, კიდევ – „სულს წარწყმედს არა ის, რაც პირში ჩაედინება, არამედ ის, რაც პირიდან ამოდისო“…
აი, ამ ყოველივეს გააზრებით, შესაძლოა, ხალხის ცხოვრება ისეთი მუქი აღარ იყოს, როგორიც აქამდე იყო…