„ევროარტი ივერია – ბრილიანტის“ ძვირფას პარტნიორებს და მონაწილეებს – ბოდიშის და მადლობის წერილი!

1445

 „ძვირფასო პარტნიორებო, მონაწილეებო, გულშემატკივრებო, როგორც იცით, სამწუხაროდ, კოვიდ-19, 2020 წლიდან გავრცელდა ფართოდ. არც ჩემი ოჯახი გამოდგა გამონაკლისი და ძალიან მნიშვნელოვან დროს, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების კონკურს-ფესტივალის „ევროარტი ივერია – ბრილიანტის“ გამართვის წინ შემხვდა კოვიდ-19 ჯერ მე და შემდეგ ჩემი ოჯახის ყველა წევრს – 4 თვის მარკოზი, 1,5 წლის სპირიდონი, 3,6 წლის ელია, მეუღლე, ნეკა დარბაიძე, დედა და ბოლოს, 2021 წლის 19 ნოემბერს დაუდასტურდა მამას. მოკლედ, ჩემი ოჯახი სრულიად მოიცვა კოვიდმა! დედა განსაკუთრებით რთული პაციენტია, ქრონიკული დაავადებით – დიაბეტი, მამა ხორხის (ლარინგექტომია) სიმსივნის ოპერაციის შემდგომი პერიოდით, რომელსაც აქვს რისკი კოვიდის დროს შესაძლო არასასურველი გართულებით… დღემდე ვმკურნალობთ ყველას და არ ვიცით რა რისკების წინაშე ვდგავართ…

თავი რომ არ შეგაწყინოთ პირადი პრობლემებით, ჩემი ოჯახის ყველა წევრს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს. ბოდიშს გიხდით ჩემი პირადი პრობლემების გამო რომ ვსაუბრობ ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის წინ, როგორც დამფუძნებელი და ორგანიზატორი, მაგრამ ოჯახი – ოჯახია და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, შესაბამისად, უფლება არ გვაქს მის წინაშე უპასუხისმგებლობის!

ძალიან ვწუხვარ, რომ აღნიშნული ფესტვალის გადატანა გვიწევს გასაგები მიზეზების გამო.

გულწრფელად მჯერა, რომ გესმით ჩემი მდგომარეობა…

ასევე, ქვეყანაშიც საკმაოდ რთული ეპიდ ვითარებაა ამ დროს…

„ევროარტი ივერია – ბრილიანტს“ თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებითა და თანადგომით გადავიტანთ 2022 წლის 7-14 მარტს.

თუმცა, მანამდე ჩვენი ფესტივალი დაიწყება 2021 წლის 19 დეკემბერს, სატელევიზიო და ფეისბუქის მეშვეობით, მოხდება ფესტივალის რეკლამირება, რის შემდეგაც, გვჯერა, რომ ფესტივალის და მონაწილეთა პოპულარობა უფრო გაიზრდება!

2022 წლის 7-14 მარტს კი ფესტივალი-კონკურსი იგივე სისტემით გაიმართება და ისევ გადაიცემა ტელევიზიით, ფეისბუქით, იუთუბით და ა.შ..

2022 წლის 7-14 მარტამდე და მას შემდეგაც მუდმივად იქნება მონაწილეთა რეკლამირება, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სხვადასხვა პრესა-მასმედიის საშუალებებით.

ფესტივალის ორგანიზატორები და საორგანიზაციო ჯგუფი პირობას გაძლევთ, რომ 2022 წლის 7-14 მარტს აუცილებლად გაიმართება ფესტივალი,!

2022 წლის მარტში თქვენ გელოდებათ ქართული, დაუვიწყარი სტუმარ-მასპინძლობა!

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და მადლობას გეუბნებით იმის გამო, რომ თქვენ ჩემი და ჩემი ოჯახის რთული მდგომარეობა გესმით და მხარს მიჭერთ როგორც ამ მძიმე პერიოდში, ასევე ფესტივალის გადატანაში და მომავალ წელს მის ჩატარებაში. მაშ ასე, გელოდებით ყველას!“ – ნათქვამია ფესტივალის დამფუძნებლის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის ოფიციალურ განცხადებაში.

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით, ფესტივალის დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი და ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, ნელი დარბაიძე

A letter of apology and thanks to the dear partners and participants of “Euroart Iveria – Brilliant”!

“Dear partners, participants, fans, as you know, unfortunately, Kovid-19 has been widely spread since 2020. My family was no exception and at a very important time, before the EurArt Iveria – Brilliant Song, Dance and Art Competition-Festival “Disabled” I met Kovid-19 times and then all my family members – 4-month-old Marcos, 1.5-year-old Spiridon , Elia, 3.6 years old, wife, Neka Darbaidze, mother and finally, on November 19, 2021, confirmed to the father. In short, my family was completely embraced by Covid! The mother is a particularly difficult patient with a chronic disease – diabetes, the father in the postoperative period of laryngeal cancer (laryngectomy), who is at risk of possible adverse complications during covitis… We still treat everyone and do not know what risks we face…

Not to bother with personal problems, every member of my family is in a pretty difficult situation. I apologize for my personal problems that I speak before such an important festival as the founder and organizer, but the family is a family and it has a special place in the life of each of us, therefore, we have no right to be irresponsible before it!

I am very sorry that we have to move to this festival for obvious reasons.

I sincerely hope you understand my situation…

Also, the situation in the country is quite difficult at this time…

“Euroart Iveria – Diamond” with you, with your help and support we will move on March 7-14, 2022.

However, before that our festival will start on December 19, 2021, through TV and Facebook, the festival will be advertised, after which, we believe, the popularity of the festival and the participants will increase even more!

On March 7-14, 2022, the festival-competition will be held under the same system and will be broadcast again on TV, Facebook, YouTube, etc.

Until March 7-14, 2022 and after, there will be constant advertising of participants, both on social networks and through various media.

The organizers of the festival and the organizing group promise you that the festival will definitely be held on March 7-14, 2022!

In March 2022, an unforgettable Georgian hospitality is waiting for you!

I apologize once again and thank you for understanding and supporting my family and me through this difficult period, as well as for moving the festival and holding it next year. So, everyone is waiting for you! ”- it is said in the official statement of the founder of the festival, Nugzar Chiaberashvili.

With respect and good wishes, the founder of the festival, Nugzar Chiaberashvili and the executive director of the festival, Neli Darbaidze