მაია ბარათაშვილი და ლუკა მარგველაშვილი პოლონეთში დუეტში იმღერებენ

1114

შშმ პირთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება ლუკა მარგველაშვილი, რომელიც „ივერია – ბრილიანტის“ გრანპრის მფლობელია და სხვა არაერთგზის გამარჯვებულია. ლუკა ასევე უკრაინის პირველი ლედის ჯილდოს მფლობელია, რომელიც მან უკრაინაში მოიპოვა. პატარა მომღერალმა უკრაინაში გამგზავრება „ივერია – ბრილიანტში“ გამარჯვების შედეგად დაიმსახურა. ლუკა მარგველაშვილი სხვა არაერთი ფეტივალისა და კულტურული ღონისძიების მონაწილე და გამარჯვებულია.

2022 წლის 7-9 ივნისს ლუკა მარგველაშვილს კიდევ ერთი შესანიშნავი ქვეყანა ელოდება, რა თქმა უნდა, როგორც „ივერია – ბრილიანტის“ ფესტივალის გამარჯვებულს. მოკლედ, ლუკა მარგველაშვილი ამჯერად პოლონეთში, ქალაქ ბოხნიაში იმღერებს ძალიან პრესტიჟულ ფესტივალზე, რომელსაც 15 წლიანი ისტორია აქვს, შესაბამისად მეთხუთმეტე, საიუბილეო ფესტივალზე.

„ინტერგაცია ხმით“ – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელშიც ლუკა მარველაშვილი იმღერებს. ამ ფესტივალის მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ ყველა შშმ პირთან ერთად მღერიან არა შშმ პირები, რაც ურთიერთ ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა, აკი ფესტივალსაც შესანიშნავად აქვს სახელი შერჩეული – „ხმით ინტეგრაცია“. ლუკასთან ერთად დუეტში ყველასთვის საყვარელი, ჯაზის ცნობილი შემსრულებელი მაია ბარათაშვილი იმღერებს სიმღერას „სადა ხარ“.

ლუკას და მაიას შერჩევა შემდეგი ნიშნით მოხდა, რომ ლუკამ საესტრადო-სამუსიკო ახალ მიმართულებაში უნდა მოსინჯოს ძალები, რაშიც ძალიან დიდ და პროფესიონალურ დახმარებას უწევს საქართველოს ჯაზის უდაუდ ნიჭიერი ქალბატონი, საერთაშორისო მასშტაბებით აღიარებული მაია ბარათაშვილი. მისი ჩართულობის მნიშვნელობა ლუკასთვის და ასევე ჩვენთვის, როგორც „ივერია – ბრილიანტისთვის“, ძალიან მნიშნელოვანია, ჩვენ საშუალება გვეძლევა გავიზარდოთ და განვვითარდეთ ლუკასთან და იმ დანარჩენ სამყაროსთან ერთად, რომელსაც მსოფლიოს შშმ პირთა სიმღერისა და ხელოვნების სფერო ჰქვია. მადლობა ქალბატონ მაია ბარათაშვილს ამ უნიკალური შანსისთვის, რომელიც მან ლუკასაც მისცა და ჩვენც, რომ გავიმარჯვოთ და მეტად განვვითარდეთ.

იმედი გვაქვს, რომ პოლონეთში ჩვენი მოგზაურობა დაუვიწყარი იქნება და საქართველოს ისტორიაში, რა თქმა უნდა, შშმ პირთა სახელოვნებო სფეროში, წარმატების ათვლის ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახდება, – ამბობს „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი!“

როგორც იცით, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ივერია – ბრილიანტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით. „ივერია – ბრილიანტი“ – იცავს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს. ახორციელებს ააიპ. სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი, რომლის გენერალური პარტნიორი საქართველოში პირველი ინტეგრირებული პერიოდული გამოცემა საქართველოში „განსაკუთრებული ჟურნალი“.