თინათინ მღვდლიაშვილის მიმართვა მომიტინგეებს…

54

„დატოვოს ჩემი ფეისგვერდი ყველამ, ვინც ჩემს თბილისს ზიანს აყენებს, ვისაც არ ენაღვლება ჩემი სამშობლო!

ბავშვებიო! რა ბავშვები! რის ბავშვები! ოდესღაც ბავშვები იყვნენ ჯალალედინიც და მურვან ყრუც! ვალოდიაც კი იყო პატარა! მერე გაიზარდა დააა!.. არამზადებო! მიტინგებსაც ვატარებდით, სამართალსაც ვითხოვდით, გვარბევდნენ კიდეც, გვაპატიმრებდნენ, გვაწამებდნენ, მაგრამ, მაინც საქართველოს ვიფიცებდით!

ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდია ხიდან, ისე ვმოძრაობდით რუსთაველზე, თქვე სალახანებო!

სად გაიზარდეთ? ვინ გაგზარდათ, ურჯულოებო!

რუსი ნაბიჭვრებით და ხაჩიკებით სავსეა რუსთაველი!

და, სათავეშიც ხაჩიკა გყავთ!

რუსის საქმეს აკეთებთ, რუსეთის დავალებას ასრულებთ!

შურიან, ბოროტ „სამეზობლოს“’ ახარებთ!

წადით და თქვენი მშობლიური ქალაქები გადაწვით!

თქვენი სახლები და მშობლები გადაწვით!

თქვენი დედები მომიკითხეთ! წითელთმიანები!

არტისტებო! რეჟისორებო! ეს საქართველოა!

სპექტაკლები თეატრებში დადგით!

ადრე ხომ ამიოხრეთ ქვეყანა, ახლა რაღას ერჩით!

თავს ვიკავებ, თორემ ისე შეგამკობდით რომ!

ლანა ღოღობერიძე, ირინა პირუმოვა, ფურთხილოკია ბუღაძე და მამის გზის გამგრძელებელი ლაშა ბაქრაძე მომიკითხეთ! ჩამოგთვალოთ ყველა, მკვლელებო?!

მე რომ სიმართლე არ ვიცოდე, ასე გალანძღვინებდით და გაწყევლინებდით თავს? ალოოო! გამოფხიზლდით!

ან, გაეთრიეთ საქართველოდან!

ჯანდაბამდე გზა გქონიათ!

და კიდევ! ქოცები სახლში მოიკითხეთ!

მე ვარ ქართველი, ნაციონალისტი პოეტი!

ჩემისთანა ქართველებზე დგას საქართველო!

მლანძღავენ და, თან მბლოკავენ ეს საძაგლები!

მათ შორის ისეთები, ვისაც, ვითომ, ვუყვარდი… მაინც, რამდენი ხართ?! ან, სად მომძებნეთ, აგენტებო?

სოფლები უპატრონოდ მიატოვეთ და, აქ დათარეშობთ?

გადამიწვით, ამიქოთეთ ქალაქი, სექტანტებო?!

კარგია ქალაქი, გოიმებო, გორსალებო და კიკიმორებო?!

იცით, კიკიმორა რას ნიშნავს? კიკიმორა მითოლოგიაში – ჭაობის არსება, რომელიც ძირითადად დედაბრის სახეს იღებდა და მსხვერპლს კარგად დამალული ელოდა. კიკიმორა ცოტას თუ ჰყავს ნანახი, რადგან გულმოდგინედ იმალება და გზააბნეულ ხალხს ძახილით ჭაობისკენ იტყუებს, რომლებიც გულუბრყვილოდ მიჰყვებიან მის ხმას და საბოლოოდ კარგად შენიღბულ ჭაობში იძირებიან.

ასეთი ქადჟი კიკიმორა გყავთ პღეზიდენტი! – ფარისეველი, უსამშობლო მანქურთი! უკრაინის ტრაგედიას აქ არ გადმოგატანინებთ! არა და არა! არც იოცნებოთ!

ფეხზე დავდგებით ყველა, ვისაც გვექართველება“!
თინათინ მღვდლიაშვილი

წერს საკუთარ ფეისბუქზე ცნობილი ქართველი პოეტი, ეროვნული-განმატავისუფლებელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მხატვარი, ხატთა შემამკობელი და საზოგადო მოღვაწე, პოეზიის დედოფალი, „წმინდა ილია (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატი – „პოეზიის დედოფალი“, ზვიად გამსახურდიას და გალაქტიონის პრემიის ლაურეატი და სხვა არაერთი წოდების მქონე, თინათინ მღვდლიაშვილი.

+ + +
ერთი ამ კომენტარს დამიხედეთ!
Iako Iako

სულაც ჩამონგრეულა გარუსებული თბილისი თუ ჩვენი მომავალი თაობა მანდ არ გაიხარებს და არ გაიზრდება.

+ + +
ეს კი ვითომ ჩემმა მოყვარულმა ექიმმა მომწერა.
Levan Goguadze

ზვიადი ალბათ ძალიან დარდობს თქვენი წარმოუდგენლად რუსოფილური გადახრის გამო, ვერ წარმოვიდგენდი ასეთ სულიერ დაცემას

+ + +

რას ვიფიქრებდი, რომ ხმალი ახლა მექნებოდა ასალესი?! – წერს თინათინ მვდლიაშვილი და საკუთარ ცნობილ ლექსს აქვეყნებს პოსტთან ერთად:

ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ,
ჩვენ სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ,
ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს

და ვმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება
და პური შენი არსობისა არის ღვთიური,
ო. საქართველოვ, მოქართულობ ისევ ძარღვებში

და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური.
ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი…
უნდა გავთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ,

გადავარჩინოთ საფიცარი თეთრი გელათი.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება,
ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი…
ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!

ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!

ქართველების პოეტი – თინათინ მღვდლიაშვილი

რუსთაველზე ძალადობის ფაქტებზე რუსეთის 8 მოქალაქეა დაკავებული!

1. 1998 წელს დაბადებული მიხაილ მოროსინ (რუსეთის მოქალაქე),

2. 1994 წელს დაბადებული ივან პილიაკინ (რუსეთის მოქალაქე)

3. 1999 წელს დაბადებული ⁠ვადიმ ბაშაკინ (რუსეთის მოქალაქე),

ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 11 მაისს;

4. 2000 წელს დაბადებული ⁠იაროსლავ ლოსკოტ (რუსეთის მოქალაქე),

ბოლოს ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის 29 სექტემბერს;

5. 1987 წელს დაბადებული ⁠მაქსიმ მოსტოვოი (რუსეთის მოქალაქე)

6. 1992 წელს დაბადებული იგნატ კოვალევ (რუსეთის მოქალაქე),

7. 1979 წელს დაბადებული ⁠სერგეი პაშჩენკო (რუსეთის მოქალაქე),

8. 1969 წელს დაბადებული ვალერი ბოგომოლოვი (რუსეთის მოქალაქე)

ამ მცირე ჩამონათვალით თინათინ მღვდლიაშვილი გამოეხმაურა მეტად მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს…