დეკანოზი მირიან სამხარაძე: სკოლაში მარტო მშობლის და ერის წინაშე კი არ ვართ პასუხისმგებელნი…

3889

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა- პანსიონი პირველი სახელობო და სახელოვნებო სასწავლებელი საქართველოში, რომელიც 2009 წლის სექტემბერში დაფუძნდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II ლოცვა კურთხევით.  სკოლის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე გახლავთ. მას მხარში ერთგულად უდგას მეუღლე, ქალბატონი ნანა ანთაძე, იგი სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობს.

მამა მირიანის უშრეტი ქრისტიანული სიყვარული დღენიადაგ ეფინება სკოლას და აღსაზრდელებს. უდაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა მამა მირიან  სამხარაძესთან.

– დაგვლოცეთ მამაო…

– ღმერთმა  დაგლოცოთ და გაგახაროთ.

– მამაო, როდის გადაწყვიტეთ დაგეწყოთ ეკლესიური ცხოვრება და ღვთის ძიების პროცესში რა გზა გაიარეთ?

– 1988 წლიდან   ჩავები  ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ზვიად გამსახურდიასთან ერთად… ვიყავი წმინდა ილია მართლის საზოგადოების ხარაგაულის ორგანიზაციის  თავჯდომარე. 1990 წლის 20  ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნების გამაჯვების შემდეგ, ხარაგაულში  დამნიშნეს განათლების განყოფილების გამგედ. სამხედრო გადატრიალების შემდეგ (პუტჩი რომ მოხდა) კი იძულებული  გავხდი წავსულიყავი აჭარაში… თავი შემეფარებინა, როგორც პოლიტიკურ დევნილს. მოკლედ, აჭარაში, კერძოდ ხულოში აღმოვჩნდი თეიმურაზ ყურავასთან ერთად, სადაც ვერ შევიდა მხედრიონი. იქ იყო სასულირო სასწავლებელი, სადაც იმ დროს მოღვაწეობდა ჩემი მოძღვარი მამა ზაქარია ფერაძე. მე კი საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებდი უკვე… მაგრამ მეუფე იობის თხოვნით დავრჩი და დავიწყე მუშაობა ხოლოს სასულიერო სასწავლებელში, მეთოდისტად. მერე ისტორიის და ფსიქოლოგიის პედაგოგად. ხოლო  თეიმურაზ ყურავა ტაძრის მშენებლობაში ჩაება. იმ დროისთვის სასულირო განათლება არ მქონდა. აქედან ჩავერთე საეკლესიო ცხოვრებაში და დავაფუძნე ჟურნალი „სხალთის ზარები“. ეს ჟურნალი გამოდიოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, პარალელურად  ვსწავლობდი ბათუმის სასულიერო სემინარიაში. 1997 წელს, მეუფე დიმიტრიმ  მღვდლადმაკურთხა და იმავე წელს დამნიშნეს ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად, რომელსაც ათი წელი ვხემძღვანელობდი, 2007 წლამდე. შემდეგ, როცა გაიყო ბათუმის და სხალთის ეპარქია, დაინიშნა მეუფე სპირიდონი. მე კი პატრიარქმა თბილისში გადმომიყვანა.

– მოგვიყევით თქვენი სკოლის დაარსების ისტორიის.

– უწმინდესის ლოცვა კურთხევით უნდა მოგვეძებნა შენობა, სადაც დავაფუძნებდით სკოლას. ეს შენობა, სადაც ახლა ეს სკოლაა, ადრე რესპუბლიკური მუსიკალური სკოლა-ინტერნატი იყო. მაშინდელ ხელისუფლებას ვთხოვეთ გადმოეცათ საპატრიარქოსთვის და პრეზიდენტის განკარგულებით, სასწავლო, საძინებელი კორპუსები და ორი ჰექტარი მიწა გადმოგვცა. ამ ყველაფერში დიდი წვილი მიუძღვის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსი ჩიკვაიძეს და ეკონომიკის მინისტრს ლაშა ჟვანიას. 2009 წლის სექტემბერში უკვე დავაფუძნეთ წმინდა კეთილსახური თამარის სკოლა-პანსიონი. 2011 წელს წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია და მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება მოგვეცა.

– რით გამოირჩევა თქვენი სკოლა-პანსიონი სხვებისგან?

– სკოლა-პანსიონი არის საქართველოში ერთადერთი სახელობო და სახელოვნებო სასწავლებელი. თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ ბავშვები  ფერეიდნიდან, ტაო-კლარჯეთიდან, საინგილოდან, აგრეთვე, ეკომიგრანტები ზემო  აჭარიდან და  საქართველოს სხვა მაღალმთიანი რაიონებიდან. ისინი ცხოვრობენ  ჩვენს სადღეღამისო პანსიონში.

– სულიერ აღზრდას და ეკლესიურ ცხოვრებას როგორ ეჩვევიან ბავშვები?

– ამჟამად ჩვენს სკოლაში სწავლობს 530 მოსწავლე, აქედან სადღეღამისო პანსიონში  ასამდე ბავშვია, რომელთა შორის 40-მდე მოსწავლე მუსლიმია აღმსარებლობით. კვირაში ორჯერ პარაკლისი იმართება. მუსულმანი ბავშვები პარასკევობით მეჩეთში  დაგვყავს. მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებელ ბავშვებათან. თუ  ვინმეს მართლმადიდებლურად მონათვლა სურს, ინათლება. ჩვენთან საღვთო სჯული არ ისწავლება, მხოლოდ რელიგიის ისტორიას ვასწავლით. თუმცა, განსაკუთრებული  მნიშვნელობა ექცევა ქრისტიანული ეკლესიისა და მართლმადიდებლური რელიგიის ისტორიას. აქვე გვაქვს სახელოვნებო სწავლების ცენტრი: ფორტეპიანო, ვიოლინო,  ხალხური საკრავები. ფუნქციონირებს გოგონათა და ვაჟთა ფოლკლოლური ანსამბლი. ქორეოგრაფიული სტუდია, ლიტერატურული თეატრი, ხშირად ვიმარჯვებთ  ოლიმპიადებზე, საერთაშორისო კონკურსებზე და ა.შ..

– მამაო, ბოლო დროს ბავშვებსა და მოზარდებში გახშირდა დანაშაულის ჩადენის ფაქტები, უამრავი გადაცემა მიეძღვნა ამ საკითხს, არაერთი წერილი დაიბეჭდა და მაინც რა არის  საშველი და არც ნამდვილი მიზეზია გამოკვეთილი. როგორი აღზრდა შეაჩერებს ძალადობის ამ ტალღას?

– ჩვენ სკოლა-პანსიონში გვაქვს შექმნილი სამკუთხედი: სკოლა, ოჯახი, ეკლესია. ბავშვის აღზრდაში უნდა მონაწილეობდეს როგორც სკოლა, ოჯახიცა და ეკლესიაც. მარტო სკოლა ვერ იტვირთავს  ამ სიმძიმეს,  ვერც მხოლოდ მშობელი… ბავშვს აძალებდე რაიმეს, ამით არაფერი არ გამოვა არაფერი. ოჯახში, სადაც ჩხუბი, ძალადობა, გაურკვევლობა და მსგავსი სირთულეებია, ბავშვი იღებს ფსიქიურ ტრავმას. ამიტომ, ის, რაც ოჯახში აწუხებს მოზარდს, ეკლესიამ უნდა შეუვსოს, შეუმსუბუქოს. განათლება უნდა ეფუძნებოდეს საღვთო მადლზე. უფალი ბრძანებს: მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა. ამიტომ, თუ ქრისტეს ნათელზე არ არის აგებული განათლება, იქ  ჩვენ ვერ მივიღებთ უკეთეს შთამომავლობას. ჩვენს სკოლაში მარტო მშობლის და ერის  წინაშე კი არ ვართ პასუხისმგებელნი, არამედ, პირველ რიგში, ღვთის ვართ წინაშე ვაგებთ პასუხს. განათლებას ვაფუძნებთ სარწმუნოებაზე და ვქმნით თავისუფალ   ოჯახურ გარემოს.